10 მცენარე მედიკამენტების, წვეთების და ფხვნილების ნაცვლად: აფთიაქები მთელი ზამთარი ცარიელი იქნება

2885
10 მცენარე მედიკამენტების, წვეთების და ფხვნილების ნაცვლად: აფთიაქები მთელი ზამთარი ცარიელი იქნება
10 მცენარე მედიკამენტების, წვეთების და ფხვნილების ნაცვლად: აფთიაქები მთელი ზამთარი ცარიელი იქნება

მცენარეებს ჩვეულებრივ დაავადების სამკურნალოდ, განწყობის გასაუმჯობესებლად, ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად ღებულობენ. გარდა ამისა, ბალახები და სანელებლები გამოიყენება როგორც სანელებელი და არომატიზატორი საკვების გემოს გასაუმჯობესებლად. მას მედიცინაში, კვების მრეწველობას და კოსმეტიკის საწარმოებლად იყენებენ. ბოლო წლებში მათ მთელ მსოფლიოში ფართო პოპულარობა და აღიარება მოიპოვეს თავისი გამოყენების სიმარტივით, უსაფრთხოებით და სხეულისა და ბუნების ჰარმონიის მიღწევის ეფექტურობით.

აიურვერდში დამწყები ხართ თუ აღმოსავლეთის სამკურნალო პრინციპების გამოცდილი პრაქტიკოსი ამ აიურვერდული ბალახების სიის ხელთ ქონა ურიგო არ იქნებოდა. რატომ? როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ მრავალრიცხოვან სახელებს შორის არ დაიბნეთ და იცოდეთ, თუ რომელი დაავადების დროს რომელი სამკურნალო მცენარე უნდა გამოიყენოთ.

მცენარეებით მკურნალობა

აიურვერდმა ჩვენთვის ძველი სამკურნალო სისტემა შემოინახა. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში აიურვერდული ბალახებით დაავადებებს კურნავდნენ, ინფექციებს აფერხებდნენ და ორგანიზმს მთლიანად აჯანსაღებდნენ. ჩვენ იმ გასაოცარი მცენარეების სია შევადგინეთ, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლავე უნდა ჩართოთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ მცენარეების ნახევარი თქვენ სამზარეულოში უკვე გაქვთ!

ტოპ 10 აიურვერდული ბალახი

1.კურკუმა

კურკუმა ყველა დაავადების სამკურნალო მცენარედ ითვლება. ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. ის ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონეს ამცირებს, ღვიძლის ფუნქციას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. კურკუმა ტემპერატურას დაბლა სწევს, გაციებას და ციებ-ცხელებას, სხვადასხვა სახის ინფექციებს კურნავს, ქალის და მამაკაცის სასქესო ორგანოებზე დადებითად მოქმედებს.

2.აშვაგანდა

ჯანსაღი კვების სფეროს სპეციალისტები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ აშვაგანდა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გარე სამყაროსთან საბრძოლველად ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაზრდელად. მცენარეს ინდურ ჯენშენს უწოდებენ. ის იმუნურ სისტემას აძლიერებს და ქალურ ნაყოფიერებას ზრდის. აშვაგანდა დაღლილობას ხსნის, დაბერებას აფერხებს და სქესობრივ ვნებას ზრდის.

3.დარიჩინი

სურნელოვანი დარიჩინი სისხლის მიმოქცევას, ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. სანელებელი კურნავს თავის ტკივილს, გრიპს, საკვების მონელების აშლილობას, ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ნაყენი, ხსნარი და დარიჩინის ფხვნილი გამოიყენება როგორც სტიმულატორი, ოფლმდენი, გაზმდენი, მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

4.ილი

ილი ხშირად უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც ცენტრალური ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პრობლემები აწუხებთ. ილის მწვანე ნაყოფს კუჭის პრობლემების, გულისრევის, დილის თავბრუსხვევის და ასთმის დროს იყენებენ. მას ღებულობენ, როგორც ბუნებრივ დამამშვიდებელ, აფროდიზიაკს, ანტიოქსიდანტს, განწყობის ასამაღლებელ საშუალებად, ასევე კოფეინის ინტოქსიკაციის დროს.

5.ალოე ვერა

ეს სამკურნალო მცენარე ბევრი აქტიური ნივთიერებების ბუნებრივ საწყობს წარმოადგენს. აიურვერდული თერაპევტები ალოე ვერას გირჩევენ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაზრდილი მჟავიანობა, გადაჭარბებული გაზის წარმოქმნა, კუჭის აშლილობა, შეკრულობა, მადის დაქვეითება და ბუასილი. ახალ დაწურული წვენი სახეზე პიგმენტურ ლაქებს აფერმკრთალებს.

6.ძირა

მას ხშირად კვლიავიში ურევენ. გარეგნულად ძალიან ჰგვანან, რადგან ერთ ოჯახს მიეკუთვნებიან, მაგრამ გემო და თვისება აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ. ძირას მარცვლები უფრო რბილი და თხელია, მკვეთრად გამოხატული კაკლის, მომწვარო-მომჟავო სუნი აქვთ.

ძირა მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, გაზმდენი, შარდმდენი, ლაქტოგონური საშუალება. მცენარე ნაწლავებს აძლიერებს, მონელების პროცესს აუმჯობესებს, მადას ზრდის, გულისრევის შეგრძნების დროს გვეხმარება, დიზენტერიას და ეგზემას კურნავს.

7.ნიმი

ნიმი ან ნიიმი, ან ინდური აზადირაჰტა ცნობილია, როგორც „აფთიაქის ხე“, „ღვთაებრივი ხე“ და „ყველა დაავადების პანაცეა“. მცენარეს ანტისეპტიკური თვისებები ახასიათებს, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და პირის ღრუს აჯანსაღებს.

აიურვერდულ მედიცინაში ნიმი ჭიების და სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიდიაბეტური და დამამშვიდებელი საშუალებაა. ამ ხის საფუძველზე დამზადებული საშუალება გამოიყენება აკნეს, ფსორიაზის, ალერგიის, ჰერპესის და ჰეპატიტის დროს.

8.ქინძი

ბევრი მებაღისთვის ეს მცენარე ცნობილია. ქინძი სიმსუქნის დროს გვეხმარება, თავისი თვისებების წყალობით ორგანიზმიდან ცხიმები გამოაქვს. ქინძს გამოიყენებენ როგორც სანელებელს, ასევე ამზადებენ ჩაის, გამოიყენებენ ჭამამდე და ჭამის შემდეგ ღვიძლის მუდმივი შეშუპების დროს და მადის გასაზრდელად.

ახალი მწვანილი ფიტოესტროგენების მდიდარი წყაროა (ქალური სქესობრივი ჰორმონის მცენარეული ალტერნატივა) და გამოიყენება, როგორც მენჯის ორგანოების, ენდომეტრიოზის დაავადების და ყოველთვიური ტკივილის დროს. ქინძს ნაწლავებიდან პარაზიტები გამოაქვს და სისხლს წმენდს.

9.ამლა

ინდური ხურტკმელა ან ამლა – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამაახალგაზრდავებელი მცენარეა აიურვერდულ მედიცინაში. ამლა ძლიერი ანტიოქსიდანტია. ამლას ერთი ნაყოფი 6-ჯერ უფრო მეტ ასკორბინის მჟავას შეიცავს, ვიდრე მთელი ლიმონი. ამლაზე დაფუძნებული მედიკამენტი ინიშნება სისხლდენის, ბუასილის, ანემიის, დიაბეტის, პოდაგრის, გასტრიტის, კოლიტის, ჰეპატიტის, ოსტეოპოროზის, ღვიძლის და ლორწოვანის დაავადების, ნაადრევი ჭაღარის და თმის ცვენის, ფქსიკიკური აშლილობის დროს.

10.ძირტკბილა

ძირტკბილა საკუთარი სამკურნალო თვისებით არის ცნობილი სწორედ ის შედის ხველების საწინააღმდეგო ძირტკბილას კანფეტებსა და სიროფებში. ზრდის იმუნიტეტს, ყელს, გაციებას, ხველას, გასტრიტს, გულძმარვას კურნავს, სუსტ ღვიძლს აძლიერებს და წყლულებს კურნავს.

თუ აიურვერდული მედიცინის საშუალებები ეფექტურად მიგაჩნიათ, ეს სტატია სოციალურ ქსელში მეგობრებს გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს