ზუსტად ის სწრაფად მოსამზადებელი ტორტი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

1718
ზუსტად ის სწრაფად მოსამზადებელი ტორტი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
ზუსტად ის სწრაფად მოსამზადებელი ტორტი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

„ეს ხომ უჩვეულოდ გემრიელია“ – ვფიქრობდი, როცა ერთ-ერთ რესტორანში შოკოლადის ტორტის ნაჭერს მივირთმევდი და არ მჯეროდა, რომ მსგავსი სასწაულის მომზადებას თავადაც შევძლებდი. როგორც აღმოჩნდა, მომზადების რეცეპტი არა უბრალოდ მარტივი, არამედ ელემენტარულია! არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა და ვირტუალური გაფორმების ცოდნა – საკმარისია შოკოლადის ბისკვიტი გამოაცხოთ, ნაზი არაჟნის კრემი მოამზადოთ და სახლში მომზადებული ნამცხვარი სიყვარულით მორთოთ.

გიზიარებთ 2 წამში მოსამზადებელ შოკოლადის ტორტის მარტივ და სწრაფ რეცეპტს, რომელსაც ასე დიდი ხანია ეძებდით. ნებისმიერი დღესასწაულის ან ჩაის სმის დროს – დიასახლისის ნამდვილი მხსნელი იქნება.

გემრიელი შოკოლადის ტორტი

ცომის ინგრედიენტი:

  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 3 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი

კრემის ინგრედიენტები:

  • 250 მლ ნაღები ნებისმიერი ცხიმიანობის
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 250 მლ არაჟანი
  • 250 მლ ნატურალური იოგურტი

მომზადება:

1.მიქსერით შაქარი და კვერცხი ამოიყვანეთ. ფქვილს გამაფხვიერებელი მოაყარეთ.

2.ათქვეფილი კვერცხი და ფქვილი აურიეთ, ვანილის შაქარი, რძე და კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი საშუალო სისქის ცომის მასას არ მიიღებთ.

3.ცომი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ. ახალგამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ და ორ თანაბარ ნაწილად გაჭერით.

4.კრემის მომზადებას შეუდექით: არაჟანი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ, იოგურტი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცალკე ჭურჭელში ნაღები მიქსერით ამოიყვანეთ. ორივე მიღებული მასა ერთმანეთს აურიეთ და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კრემი მზადაა!

5.ბისკვიტის თითოეულ ფენას კრემი წაუსვით. ფენები ერთმანეთს დაადეთ, ზემოდან ტორტი ისე მორთეთ, როგორც გსურთ – კაკლით, შოკოლადით, კენკრით, ხილით ან ჭიქურით. სახლში მომზადებული შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით მზადაა!

მოგეწონათ რეცეპტი? მაშინ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს