ბევრი ქალი სახის კანზე ზედმიწევნით ზრუნავს, რომ ახალგაზრდობა და სილამაზე დიდხანს შეინარჩუნონ. თუმცა ხშირად ქუთუთოს კანის მოვლა ავიწყდებათ! და სულ ტყუილად! სწორედ ეს ზონა თქვენს ასაკს პირველ რიგში ამჟღავნებს…
გთავაზობთ თვალის ირგვლივ კანის მოვლისთვის შესანიშნავ ნიღბებს, რომლებიც ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება. ეფექტურობა გამოცდილია!
თვალის ირგვლივ კანის ნიღბები
სანამ მოვლის პროცედურას დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ ქუთუთოს კანი ძალიან თხელი და ნაზია და ცხიმოვანი ფენა არ აქვს. სწორედ ამიტომ ამ დელიკატურ ზონაზე ზრუნავ მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოს.
ოხრახუში
ოხრახუში კანისთვის რომ სასარგებლოა, ეს ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ: აახლებს, ატონიზირებს, უფრო ნათელს და გაჯერებულს ხდის. რაც მთავარია – ალერგიისკენ მიდრეკილ კანს უხდება. ამასთან, არა მხოლოდ არომატული მწვანილი, არამედ მისი ფესვებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
1.ოხრახუშის და არაჟნის ნიღაბი
ოხრახუშის რამდენიმე ფოთოლი წვრილად დაჭერით, რომ ცოტა წვენი გამოვიდეს, 2 ჩ/კ უცხიმო არაჟანს აურიეთ. ნარევი ქუთუთოზე წაისვით, ზემოდან სველი ბამბის დისკი დაიდეთ. 15 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
2.ოხრახუშის და კარაქის ნიღაბი
მშრალი კანისთვის. როგორც წინა რეცეპტის შემთხვევაში, ოხრახუში წვრილად დაჭერით. აურიეთ 1 ს/კ დარბილებულ კარაქს. 10-15 წუთის შემდეგ ნარჩენები ბამბის დისკით მოიშორეთ.
3.ოხრახუშის ფესვების ნიღაბი
შესანიშნავი საშუალება შეშუპების საწინააღმდეგოდ. ოხრახუშის ფესვები გარეცხეთ, წვრილად გახეხეთ. ფაფა ქუთუთოზე დაიდეთ და 15-20 წუთით გაიჩერეთ.
კარტოფილი
ძველად კარტოფილის ნიღბები დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, ეს გასაოცარი არაა: კარტოფილს კანი ტონუსში სწრაფად მოჰყავს, როგორც ახალგაზრდობის ინექცია ისე მოქმედებს.
1.მოხარშული კარტოფილის ნიღაბი
კარტოფილი მოხარშეთ, ორ ნაწილად გაჭერით, ოდნავ გაგრილებული თვალებზე 10 წუთით გაიჩერეთ.
2.ნედლი კარტოფილის, რძის და ფქვილის ნიღაბი
გარეცხილი კარტოფილი წვრილად გახეხეთ. 1 ს/კ მიღებული ნარევი 1 ჩ/კ თბილ რძეს და 1 ჩ/კ ფქვილს აურიეთ. ქუთუთოზე 15-20 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. რადგან ნიღბის ინგრედიენტები ძალიან აქტიურია, ფრთხილად გამოიყენეთ, თუ ალერგიის მიმართ მიდრეკილი ხართ.
დამამშვიდებელი ნიღბები თვალის ირგვლივ კანისთვის
კიდევ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ ნიღბების რეცეპტს გთავაზობთ, რომლებიც არამედ მხოლოდ ნაოჭებს გაასწორებს, არამედ კანს გააჯანსაღებს.
1.ბანანის ნიღაბი
მეოთხედი ბანანის რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ, ქუთუთოზე წაისვით და სველი სალფეთქი დააფარეთ. 15 წუთში ჩამოიბანეთ.
2.ხაჭოს და არაჟნის ნიღაბი
ხაჭო და არაჟანი სქელი კრემის მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. თვალის ირგვლივ კანზე სქელ ფენად წაისვით. 15 წუთში ფრთხილად მოიშორეთ.
3.შვრიის ნიღაბი
შესანიშნავი გადაწვეტილება ჩამოწეული კანისთვის. 1 ს/კ შვრიის ფანტელი და 1 ს/კ თბილი რძე ერთმანეთს აურიეთ. დაელოდეთ, სანამ ფაფა სქელი გახდება. ნიღაბი 20 წუთით გაიჩერეთ.
4.კიტრის ნიღაბი
თვალის ირგვლივ კანს ორი კიტრის ნაჭერი შესანიშნავად აახლებს და ატენიანებს. 15 წუთით გაიჩერეთ.
5.ჩაის კომპრესი
ჩაის პაკეტები – შესანიშნავია მეთოდია, რომ თვალის ქვეშ დაღლილობა, შეშუპება და ჩალურჯება მოიხსნათ. უბრალოდ ოდნავ გაგრილებული, დაყენებული ჩაის პაკეტები თვალზე დაიდეთ. დროა მოდუნდეთ და 15 წუთით დაისვენოთ.
თვალის ირგვლივ კანის ეს ნიღბები ძვირადღირებული კრემების შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მიღებული შედეგით დატკბით! იყავით ლამაზი!