თუ დარწმუნებული ხართ, რომ 2019 არის წელი, როცა ბოლოს და ბოლოს მოგზაურობის დროს ახალ, მიმზიდველ და საინტერესო ადგილებს მიაღწევთ, მაშინ დაგეგმვა ადრე არ არის.
SkyScanner-ის აზრით, საერთაშორისო რეისების ყველაზე იაფი ავიაბილეთების დაჯავშნის საუკეთესო დრო – გამგზავრებამდე ორი თვით ადრეა, ანუ საგაზაფხულო დასვენებისთვის ბილეთების დაჯავშნა შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ.
ერთადერთი პრობლემა? ამ სამყაროს იმდენი წარმოუდგენელი ადგილის ჩვენება შეუძლია, რომ ერთზე გაჩერება თითქმის შეუძლებელია.
სწორი დასასვენებელი ადგილის შერჩევა შეიძლება ძალიან რთული იყოს. არჩევის ერთ-ერთი მეთოდი – ყურადღება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს მიაქციეთ, რომ გაარკვიოთ რომელი ადგილი შეგეფერებათ ყველაზე მეტად.
ვერძი: კოსტა-რიკა
ვერძს ჩვეულებრივ უყვარს საქმიანობა, რომელიც ადრენალინის სერიოზულ გამოყოფას გამოიწვევს. უბრალოდ წარმოიდგინეთ: დაივინგი გამოქვაბულში, წყალში ხტომა, პარაშუტით ხტომა, ჯომარდობა…ეს სია უსასრულოდ გრძელდება!
ვერძი თავისი მამაცობით არის ცნობილი და ნებისმიერი თავგადასავლებისთვის ყოველთვის მზად არიან!
ვერძის სტიქიაა ცეცხლი, ამიტომ აღელვება მისი ამოსავალი წერტილია, რომ ცხოვრება შეიგრძნოს.
კურო – ამალფის სანაპირო, იტალია
კუროს ფუფუნება უყვარს. ღვინო, ვახშამი და სასიამოვნოდ დროს გატარება, კუნძულის ხედი და გემრიელი საკვები – ეს საუკეთესოა, რისი წარმოდგენაც კუროს შეუძლია.
კურო მიწის ნიშანია და ბუნებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ საპორტო ქალაქ სალერნოსა და სორენტოს მთების ხედებით, გრანდიოზული სახლების, ტერასების, ვენახის და ლიმონის ხეების ნახვით ნამდვილად დატკბება.
ტყუპები: ნიუ-იორკი
Moonbox-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ტყუპები სწრაფად განვითარებადი ქალაქის ნახვით, რომელსაც არასდროს ძინავს, ნამდვილად აღფრთოვანებულნი იქნებიან! უდიდესი არჩევანი, შთაბეჭდილებები და შესაძლებობები. ნიუ-იორკი ცოცხალი ადგილია, რომლის შესწავლა ტყუპებს შეუძლიათ.
ტყუპები ჰაერის ნიშანია, ანუ მათი ერთ ადგილზე გაჩერება საკმაოდ რთულია.
კირჩხიბი:დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია
მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი სახლში ჯდომის მოყვარულია და უსიტყვოდ საკუთარი მყუდრო ბინის კომფორტით ტკბება, მას საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა და მზით ტკბობა სიამოვნებს.
ჩრდილოეთ ავსტრალიის სანაპიროზე დიდი ბარიერული რიფის წყლის სტიქიასა და სხვა ზღვის არსებებთან დაკავშირებით ახალი სამყაროს აღმოჩენას შეძლებთ.
ნავზე სეირნობა და ვერტმფრენის ტურები ნამდვილად ისაა, რაც გჭირდებათ!
ლომი: ბალი, ინდონეზია
ლომს უყვარს ადგილი, სადაც საკუთარი მეფური და ბუნებრივი არსების გამოვლენას შეძლებს.
„ბალი – ესაა მხატვრული, ამაღელვებელი, შთამაგონებელი ადგილია, სადაც შინაგან ცხოველურ სამყაროსთან გაერთიანებას შეძლებთ და საკუთარ გულს გახარების უფლებას მისცემთ“.
პლიუსი იმაში მდგომარეობა, რომ ეს შესანიშნავი კუნძული ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ სპა-სალონს, გამაჯანსაღებელ ცენტრებს და პროცედურებს გთავაზობთ.
ეს იდეალური ადგილია ცეცხლოვანი და თანდაყოლილი ლიდერის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის.
ქალწული: მაჩუ-პიქჩუ, პერუ
დიდებული ხედების გარდა, ქალწული, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავ და ბუნების მოყვარულია, მაჩუ-პიქჩუში გასეირნება, სადაც ინკები ბინადრობდნენ, მოეწონება.
ყურადღება დეტალებზე, რომლებიც უძველესი ქალაქის შემქნელმა ადამიანებმა ამ არქიტექტურას, სოფლის მეურნეობას და დაგეგმას მიანიჭეს, ქალწულის შთაგონების წყარო იქნება.
სასწორი: სენას სანაპირო, პარიზი
რომანტიული სასწორი პარიზში მოგზაურობას ნამდვილად დააფასებს. სასწორის ალბათ სიყვარულის ქალაქში დროის გატარების იდეა მოეწონებათ.
ვენერას მმართველობით, რომელიც სიყვარულის და სილამაზის სიმბოლოა, ეს ნიშანი ყოველთვის მზადაა ელეგანტური საღამოებით, ულამაზესი შემოქმედებით, მუსიკით, კულტურით დატკბეთ და ახალი რომანი გააჩაღოს!
მორიელი: ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
მორიელი ღრმა, ზოგჯერ იდუმალებით მოცული, მაგრამ ყოველთვის ლამაზი ნიშანია.. როგორც ლოს-ანჯელესი. აქ თითქმის ყველაფერია, რაც გსურთ, სანაპირო და თოვლიანი მთები, მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე ბრწყინვალე ხეობები, უდაბნოები და სამხრეთ კალიფორნიის მთები.
მგრძნობელობის და კრეატიულობის ელემენტს მორიელში წყალი მართავს, ამიტომ გასაოცარი არაა, რომ ის ყველაფერს შეესაბამება, ჰოლივუდის მსახიობის თავისუფალი სულის სტილიდან დაწყებული ქუჩის მხატვრების და ჰიპერებით დამთავრებული.
ყველაფრით დაინტერესებული მორიელი ლოს-ანჟელესში მიმავალი მოხვეული გზატკეცილით აღფრთოვანებული იქნება.
მშვილდოსანი: ანგკორ-ვატი, კამბოჯა
მშვილდოსანმა შეიძლება 2019 წლის მოგზაურობა უკვე დაგეგმა, მაგრამ კამბოჯას შანსი მიეცით! Moonbox-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დაუოკებელი წყურვილის წყალობით ეს ნიშანი ყოველთვის მოძრაობაშია! მას უყვარს ფილოსოფია, მისტიკა და უძველესი კულტურის შესწავლა. მშვილდოსანი, ეჭვგარეშეა, თავის წყურვილს ანგკორ-ვატში დაიოკებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ ძეგლს წარმოადგენს.
ასეთი რაოდენობის ტაძრების კომპლექსში მშვილდოსნისთვის საკმარისი ადგილი არსებობს. აქ შეგიძლიათ იხეტიალოთ, შთანთქათ და გააკეთოთ ყველაფერი, რაც საუკეთესოდ გამოგდით – თავისუფლებით დატკბეთ“.
თხის რქა: აღდგომის კუნძული, ჩილეს სანაპირო
თხის რქა ჭკვიანი, შრომისმოყვარე ადამიანია, ამიტომ მოგზაურობის დაგეგმვის დროს, მათ ნამდვილად მოდუნება სურთ. აღდგომის კუნძული სწორად ისაა, რაც მათ სჭირდებათ.
უმჯობესია თუ იმოგზაურებთ მარტო ან მცირე ჯგუფთან ერთად. აღდგომის კუნძული მსოფლიოში ყველაზე შორეული/უკაცრიელი კუნძულია და ამიტომ დროის გასატარებლად შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს.
თხის რქა თანამედროვე სამყაროს ხმაურიდან მოშორებით კმაყოფილი დარჩება. არაფერი რომ არ ვთქვათ, მის ამტანობაზე, ამიტომ მანძილი მნიშვნელობას არ წარმოადგენს! კუნძულის ერთი სანტიმეტრიც კი უყურადღებოდ არ დარჩება.
მერწყული: იაპონია
მზად ხართ რაღაც განსაკუთრებულისთვის? Moonbox-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ მერწყულს ყოველთვის არატრადიციული იზიდავს და ტექნოლოგია მასში მხოლოდ ინტერესს აღვიძებს.
იაპონის განსხვავებულ კულტურაში ჩაიძირეთ და ქალაქებს შორის ყველაზე სწრაფმავალი მატარებლით იმგზავრეთ.
თევზები: ისლანდია
ისლანდიის მყინვარების, ლაგუნების და შუასაუკუნოვანი ქანების პეიზაჟები ყველაზე მეოცნებე და შეუცვლელ ვიბრაციას ქმნის, რაც მას სულიერი თევზებისთვის იდეალურ ადგილად აქცევს.
„ყველა თევზს მოსწონს ადგილი, სადაც დროის დინების გაყოლას და თვითგანვითარებაზე განწყობას შეძლებს. თევზები ყოველთვის ძალიან შემოქმედებითი, გულახდილები, ცნობისმოყვარეები და პოზიტიურები არიან, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან“.
სწორედ ამიტომ, ცხელი წყაროები არის ადგილი, სადაც სრულად განტვირთვას შეძლებს ყველაფრით, რისი მიცემაც ამ ჯადოსნურ ადგილს შეუძლია.
ეთანხმებით ამ არჩევანს? ამ ადგილებში ნამყოფი ხართ?