იმისათვის, რომ შეიგრძნოთ ლიმნის უპირატესობები, გამოიყენეთ პრაქტიკაში ჩვენი რჩევები.
ლიმნის კანი შეიცავს 10 ჯერ მეტ ვიტამინებს, ვიდრე მისი წვენი! ლიმნის ცედრა ძალიან სასარგებლოა როგორც ყოფაცხოვრებაში, ისე ჯანმრთელობისთვის. მეცნიერთა ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ლიმნის კანი კიბოს პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა.
გაყინული ლიმონი
მოათავსეთ გარეცხილი ლიმონი საყინულეში რამდენიმე საათით, ხოლო შემდეგ გახეხეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მარტო ლიმნის კანი, არამედ რბილობიც და კურკებიც.
ლიმონი შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ კერძში. ამით თქვენ უფრო მეტად გააგემრიელებთ სხვადასხვა სალათებს, საწებელს, წვნიანს, თევზეულსა და ხორციან კერძებს.
ლიმნის კანი ანეიტრალებს კიბოს უჯრედებს და ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ტოქსიკური ნივთიერებები. ამიტომ ხშირად გვირჩევენ, მივიღოთ ლიმონი, როგორც პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც ეხმარება ორგანიზმს მუშაობის ნებისმიერი შეფერხების დაძლევაში.
ლიმონი გვეხმარება ნებისმიერ საყოფაცხოვრებო სირთულესთან გამკლავებაში. მისი წვენი კარგად წმენდს სხვადასხვა სახის ზედაპირს და აღიავებს სახის კანს. ცედრა ასუფთავებს ჰაერს და განდევნის მწერებს.
ლიმნის კანის არა მარტო გაყინვა შეგიძლიათ, არამედ გახმობაც. ათქვიფეთ იგი ბლენდერით და გააკეთეთ ლიმნის პუდრი. ასეთი ფხვნილი განსაქუთრებულ არომატს მისცემს გამომცხვარ პროდუქტს. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, ფაფებს, ჩაის და ყავას.
თუ ლიმნის ფხვნილს შევურევთ შაქარს, მივიღებთ საოცარ ლიმნის შაქარს. მას სასწაული არომატი აქვს.
ლიმნის ცედრის ღეჭვა რეკომენდებულია ჭამის მადის დაქვეითებისას, საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისთვის, ნაღვლის ბუშტის კარგი მუშაობისთვის. ამასთან ცედრა აქრობს ანთებას. თუ ყელის ტკივლი გაწუხებთ, სასწრაფოდ ჩაღეჭეთ ცედრის პატარა ნაჭერი. მაშინვე უკეთ იგრძნობთ თავს.
უამბეთ თქვენ ახლობლებს გაყინული ლიმნის სარგებელზე.