პანკრეასის მუშაობა 2 კვირაში გავააქტიურე. ვახშამი ფაფით ჩაანაცვლეთ და პანკრეასი

13671
პანკრეასის მუშაობა 2 კვირაში გავააქტიურე. ვახშამი ფაფით ჩაანაცვლეთ და პანკრეასი
პანკრეასის მუშაობა 2 კვირაში გავააქტიურე. ვახშამი ფაფით ჩაანაცვლეთ და პანკრეასი

პანკრეასი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. ასე მანამ ხდება, სანამ პანკრეასი სერიოზულად არ შეგვაწუხებს. ტკივილები და სპაზმები ყველა საქმის გადადებას და აფთიაქში გაქცევას გვაიძულებს. თუმცა ასეთი აჩქარება მხოლოდ ზიანს გვაყენებს.

პანკრეასის პრობლემის დროს, მას სააფთიაქო საშუალებებით კიდევ უფრო ვაზიანებთ, რადგან სწრაფად გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს. შედეგად კი მდგომარეობას კიდევ უფრო ვართულებთ.

ჩვენი წინაპრები პანკრეასის მკურნალობს სიფრთხილით ეკიდებოდნენ და მხოლოდ ყოველგვარი ქიმიის გარეშე ხალხურ საშუალებებს იყენებდნენ. დიახ, იმ დროს ბევრი საეჭვო პროდუქტი არ არსებობდა, როგორც ახლა, ადამიანები გაზიან ტკბილ სასმელებს და სწრაფი კვების პროდუქტებს არ მიირთმევდნენ. თუმცა უხარისხო და მძიმე საკვები ყოველთვის არსებობდა.

ხალხური მეთოდით პანკრეასის მკურნალობა

დღეს ღვიძლის და პანკრეასის დაავადება იშვიათობას არ წარმოადგენს. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ მოხუცებულებში, არამედ ახალგაზრდებშიც გვხვდება. გასაოცარი არაა, რომ პანკრეასის სამკურნალო მედიკამენტი თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება.

რამდენად უსაფრთხოა ასეთი მედიკამენტი? გვერდითი მოვლენებისგან დაზღვეული არავინაა. აი, ხალხური საშუალება უფრო რბილად მოქმედებს. და სამკურნალოდ ეფექტი ყველა მოლოდინს აჭარბებს.

მხოლოდ 2 კვირაში პანკრეასის მკურნალობას ბალახების ნაყენების გამოყენებით შეძლებთ. უბრალოდ ჭურჭელში 1 ს/კ გვირილა და უკვდავა ჩაყარეთ, 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით დააყენეთ. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და დღეში 2-ჯერ, ნახევარი ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ.

წიწიბურას მოყვარულთათვის სამკურნალო საშუალება არსებობს. უბრალოდ წიწიბურა ფქვილის მიღებამდე დააბლენდერეთ და 1 ჭიქა კეფირი დაასხით. მთელი ღამე დააყენეთ, დილით კი ჩვეული საუზმის ნაცვლად მიიღეთ.

რძის პროდუქტები პანკრეასისთვის ნამდვილი მხსნელები არიან. ოხრახუში დააქუცმაცეთ და მდუღარე რძე დაასხით ისე, რომ მწვანილი ოდნავ დაფაროთ. დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთით ადუღეთ. მთელი დღის განმავლობაში 2 ს/კ ყოველ საათში მიიღეთ.

პანკრეასის სამკურნალოდ დაფნის ფოთოლიც გამოდგება. უბრალოდ 10 დაფნის ფოთოლი გარეცხეთ, ჭურჭელში მოათავსეთ და 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 24 საათით დააყენეთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 50 მლ ნაყენი მიიღეთ.

და ბოლოს, ყველაზე გემრიელი და ნამდვილად მოქმედი საშუალების რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც გოგრისა და ფეტვისგან მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფეტვი
  • 300 გრ გაწმენდილი გოგრა
  • 2 ლ სასმელი წყალი
  • 1 ს/კ კარაქი

მომზადება:

1.წყალი აადუღეთ და მასში გარეცხილი ფეტვი ჩაყარეთ, მომზადებამდე ხარშეთ.

2.გოგრა გახეხეთ და ფაფას დაუმატეთ. პიურეს მიღებამდე მოამზადეთ.

3.მზა ფაფაში კარაქი გაადნეთ.

ეს სამკურნალო საკვები ვახშმის დროს მიიღეთ. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ჩვეულებრივად იკვებოთ. დადებითი ეფექტი უკვე რამდენიმე დღეში შესამჩნევი იქნება.

პანკრეასის აღდგენა მნიშვნელოვანი საქმეა და მისი გადადება არ შეიძლება, მაგრამ საკუთარ თავს ზიანი რომ არ მიაყენოთ, სჯობს პირველ რიგში ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ.

ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს გაუზიარეთ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ და დაე, დაავადებამ გვერდი აგიაროთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს