კინომანებისთვის იდეალური პერიოდი მოდის. ოსკარის ნომინაციის ღირსი ფილმების შერჩევა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 2018 წელს ბევრი შესანიშნავი ფილმი გამოვიდა, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაყურებელთა გულებს განსაკუთრებულად იპყობს. მოდით ვნახოთ რამდენიმე პოტენციური ოქროს ქანდაკების მფლობელი ფილმი, ისევე რომლებმაც თქვენი წელი უფრო ნათელი და საინტერესო გახადა.
ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ფილმს, რომლებიც შესაძლოა ნომინირებულები იყვნენ ,,ოსკარ 2018-ზე”.
1. ხმა ლუქსი / Vox Lux
მთავარი გმირი არის მსოფლიოში ცნობილი მომღერალი, რომელსაც ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, სელესტა სასწაულებრივად გადაურჩა სროლას, რომელიც მისმა თანაკლასელმა მოაწყო. პოპ კულტურისა და ძალადობის შესახებ თანამედროვე ფილმი 21-ე საუკუნეზეა. მთავარ როლს ასრულებს ჭკვიანი და ლამაზი ნატალი პორტმანი, რომელიც მისი თამაშით ნამდვილად იმსახურებს ოსკარის ნომინაციას. მეორეხარისხოვან როლში კი ჯუდ ლოა.
IMDB რეიტინგი – 6.3
2. ბენი დაბრუნდა / Ben is Back
ბენი ნამდვილი ხიფათის მომტანია. შობის დღესასწაულზე, ის რეაბილიტაციის ცენტრიდან გაიქცევა, მოსიყვარულეა, მაგრამ დედამ თავის თავი უკვე ამოწურა. ის თავისი შვილის გამო ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ბენი არ შეცვლილა და ახალი პრობლემების გარდა არაფერს უნდა ველოდოთ მისგან. რამდენად შორს წავა ეს ძლიერი ქალი შვილის გადასარჩევად? ჯულია რობერტსმა ლუკას ჰედესთან ერთად შეასრულა ეს რეალური დრამა.
IMDB რეიტინგი – 6.8
3. მერვე კლასი / Eighth Grade
ფილმის მთავარი გმირი, კეილა, 13 წლისაა. იგი გარდატეხის ასაკშია და ყველაფერი რთულად ეჩვენება. მას ერთი წინაღობის გავლა დარჩა – დაასრულოს მერვე კლასი და გადავიდეს უმაღლეს სკოლაში. ფილმი, რომლის თემებიც მაყურებელს გულზე ნამდვილად მოხვდება, ყველა შანსი აქვს ნომინაციაში “საუკეთესო ორიგინალური სცენარი”.
IMDB რეიტინგი – 7.6
4. გამანადგურებელი / Destroyer
ერინი კრიმინალურ დაჯგუფებაშია ჩართული. მძიმე სამსახურში, ის თავის კოლეგას უყვარს, მაგრამ მალე ერთ-ერთი სპეცოპერაცია იწვევს ნამდვილ ტრაგედიას. ერინი აღმოაჩენს შურისძიების ძალას. ამ როლისთვის ნიკოლ კიდმანი საოცრად შეიცვალა, რომელიც შესაძლოა გახდებს ,,საუკეთესო მსახიობი ქალი-ის” ნომინაციის გამარჯვებული.
IMDB რეიტინგი – 6.6
5. ლამაზი ბიჭი / Beautiful Boy
დევიდი (სტივ ქარელი) ვერ გაიგებს, როგორ უყვარდა თავისი საყვარელი შვილი (ტიმოტი შალამი), რომელიც სასიამოვნო ჭკვიანი ბიჭიდან გადაიქცა სასოწარკვეთილ ადამიანად. ბიჭი გაიზარდა მოსიყვარულე, მდიდარ ოჯახში და კარგად სწავლობდა. რა უთხრეს მშობლებმა, როდესაც მათი საყვარელი შვილი უხერხულ გზას დაადგა? დიდად სავარაუდოა, რომ ორივე მსახიობი (კარლი და შალამი) ნომინაციაში დასახელდებიან.
IMDB რეიტინგი – 7.3
6. შეგიძლია ოდესმე მაპატიო? / Can you ever forgive me?
კომედიური დრამა მელისა მაკარტის მონაწილეობით, ეფუძნება ნამდვილ მოვლენებს და მოგვითხრობს ავანტიურისტი მწერლის ამბავს. ცოცხალი დიალოგი, საინტერესო ამბავი და ნათელი გმირები, განსაკუთრებით გამორჩეულია მელისას შესრულება. ბევრი კრიტიკოსი, მსახიობს, ნომინაციაში გამარჯვებას ვარაუდობს, და ჩვენ გვჯერა, რომ დამსახურებულად.
IMDB რეიტინგი 7.6
7. ნარკოტიკების კურიერი / The Mule
87 წლის ერლის, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს, დაენგრევა კერძო ბიზნესი. მას შესთავაზეს მარტივი სამუშაო: ტვირთის ტრანსპორტირება A წერტილიდან B-მდე. მალე, ის აცნობიერებს, რომ ის მხოლოდ გადამზიდი არაა, არამედ დაუკავშირდა ნარკოტიკების კარტელს. მესაზღვრეები ეჭვის თვალით უყურებენ ერთმანეთს უჩვეულო, მოხუც მამაკაცს. კლინტ ედვუდვუდი, როგორც მსახიობი ასევე რეჟისორია. სავარაუდოდ, ის რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვებს.
IMDB რეიტინგი – 7.3
8. თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება / If Beale Street Could Talk
სიუჟეტის ცენტრში – აფრიკელი, ამერიკელი წარმოშობის ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც ელოდება თავის პირმშოს საყვარელი ქმრისგან. მათ ბედნიერებას საფრთხეს უქმნის, ახალგაზრდა მამაკაცის ბრალდება. ის ყველაფერს აკეთებს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. გულწრფელი დრამატული ფილმი, რასიზმის შესახებ, ოსკარის მფლობელი ფილმის “Moonlight” – ის შემქმნელებისგანაა.
IMDB რეიტინგი – 7.1
9. ქემერონ პოსტის არასწორი აღზრდა / The Miseducation of Cameron Post
1993 წელს, გამოსაშვებ საღამოზე, თინეიჯერ გოგონას, ქემერონ პოსტს, მანქანის უკანა სავარძელზე საღამოს დედოფალთან ერთად აღმოაჩენენ. ამ ფაქტის შემდეგ მისი კონსერვატორი ბიძა გადაწყვეტს გაგზავნოს იგი არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ სამკურნალო კურსზე, კლინიკაში. ეს ფილმი აუცილებლად იმსახურებს ნომინაციას კატეგორიაში “საუკეთესო ადაპტირებული სცენარი”.
IMDB რეიტინგი – 6.8
10. ქვრივები / Widows
რამდენიმე ბედნიერი დაქორწინებული ქალი მხოლოდ ერთი ღამით დაქვრივდა. ახლა ქალებს მოუწევთ გაეცნონ მეუღლეების მოქმედებებს, გაარკვიონ ვინ შეასრულა მათთვის სამუშაო. კრიმინალური დრამა, რომელიც გამოირჩევა ფემინიზმის სულისკვეთებით. (როლებში: ვიოლა დევისი, მიშელ როდრიგესი, ელიზაბეტ დებიკა).
IMDB რეიტინგი – 7.4
11. რომა / Roma
1970 წელს მექსიკაში მცხოვრები საშუალო კლასის ოჯახის ისტორია. ორი სახელმწიფო მოსამსახურე ოთხშვილიან დედას ეხმარება, რომლის ქმარმაც ოჯახი გაურკვეველი დროით მიატოვა. ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” ნამდვილად ფავორიტია.
IMDB რეიტინგი 8.6
12. პირველი რეფორმირებული ეკლესია / First Reformed
პასტორი ტოლერი, რომელიც ჯარისკაცი შვილის ცხედარს დასტირის, შვებას ეკლესიის თაღებს ქვეშ ეძებს. აქ ის გაიცნობს ახალგაზრდა მრევლს მერის, ბუნების დამცველის ცოლს. როდესაც ეკოლოგ-აქტივისტი ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს, ტოლერი და ქვრივი მერი სააშკარაოზე გამოიტანენ კორუფციულ შეთანხმებას, რაშიც გარეულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები და მათ შორის ღვთის მსახურებიც.
IMDB რეიტინგი – 7.1
თქვენი აზრით, რომელი ფილმი აიღებს ,,ოსკარს”? გაგვიზიარეთ კომენტარებში.