ვარსკვლავები მთელ ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ, ეს ფაქტია. პლანეტების განლაგებაზე თქვენი განწყობა, ხასიათი და ბედი არის დამოკიდებული. ზოდიაქოს ნიშანს თქვენს მიზნებზე, სურვილებსა და მისწრაფებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.
მას შეუძლია გითხრათ, თუ ვისთან ღირს ურთიერთობა და ვისგან სჯობს თავი შორს დაიჭიროთ. ასე რომ, ნახეთ თქვენი იდეალური პარტნიორი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ვერძი თამამი და ენერგიულია, დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის. სტაბილური და ლოგიკური ადამიანია. ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს სიამოვნებით გადალახავს, პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის. სურს თავდაჯერებული ადამიანის პოვნა, რომელსაც რისკზე წასვლა უყვარს.
იდეალური წყვილი ვერძისთვის: ლომი, მშვილდოსანი, ტყუპები და მერწყული.
კურო (21 აპრილი – 21 მაისი)
კურო საიმედო პარტნიორი და ერთგული მეგობარია. ხანმოკლე სასიყვარულო ინტრიგები არ იზიდავს, სერიოზულ ურთიერთობებს ეძებს აზრიან და საიმედო ადამიანთან. ფიზიკურ მხარეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
იდეალური პარტნიორი კუროსთვის: მორიელი, კირჩხიბი, თხის რქა, ქალწული და თევზები.
ტყუპები (22 მაისი – 22 ივნისი)
ტყუპები მოთამაშე, კომუნიკაბელური და მიმზიდველია. ამ ნიშნის წარმომადგენელი მრავალმხრივი, თავგადასავლების მოყვარული და მეგობრული პიროვნებაა და მას ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია. პარტნიორი ასევე მხიარული და კომუნიკაბელური უნდა იყოს.
იდეალური წყვილი ტყუპებისთვის: მშვილდოსანი, ლომი, სასწორი, ვერძი და მერწყული.
კირჩხიბი (22 ივნისი – 21 ივლისი)
კირჩხიბს დრო სჭირდება, რომ ვინმეს გული გადაუშალოს. ის საკუთარ გულს მხოლოდ სანდო ადამიანს გადაუშლის. მას ვნებიანად უყვარს. ცოტა მგრძნობიარეა, ამიტომ მაღალი ემოციური ინტელექტი გააჩნია.
იდეალური პარტნიორი კირჩხიბისთვის: მორიელი, კურო, თევზები და ქალწული.
ლომი (22 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომი ბუნებით ოპტიმისტია. უყვარს, როცა მისით აღფრთოვანებულნი არიან და ანებივრებენ. სიყვარულში ძალიან ერთგულია. ლომი ძლიერი და თავდაჯერებული პიროვნებაა. მას უფრო რბილი და დამთმობი პარტნიორი სჭირდება, მაგრამ არა ნაკლებად ენერგიული.
იდეალური ვარიანტი ლომისთვის: ტყუპები, სასწორი, მშვილდოსანი და ვერძი.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ქალწული ცივი გაანგარიშებით და სპონტანურობით გამოირჩევა. მას გამჭრიახობა და მახვილი გონება ახასიათებს. დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს. ქალწული პერფექციონისტია. თავდაჯერებულ და გონიერ პარტნიორებს ეძებენ.
იდეალური კანდიტატები ქალწულისთვის: მორიელი, თხის რქა, კირჩხიბი და კურო.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორმა ყოველთვის იცის, თუ რა სურს და არ შეჩერდება, სანამ საკუთარს არ მიაღწევს. ისინი ყველგან ბალანს ეძებენ და მხოლოდ საუკეთესოზე თანხმდებიან. სასწორი ენერგიული, მომხიბვლელი და კომუნიკაბელურია, ადამიანებთან შესანიშნავად ურთიერთობობენ.
იდეალური წყვილი სასწორისთვის: ტყუპები, მერწყული, მშვილდოსანი და ლომი.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მორიელი მამაცი და ძლიერია. თუ რაღაც სურს, აუცილებლად მიიღებს და მას ხელს ვერავინ შეუშლის. მორიელს უყვარს ადამიანები, რომლებიც მას იწვევენ და შთააგონებენ. მას ღრმა და ამბიციური ადამიანი სჭირდება.
იდეალური პარტნიორი მორიელისთვის: თევზები, ქალწული, თხის რქა და კირჩხიბი.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მშვილდოსანი უშიშარი ნიშანია. მას თავგადასავლები და თავისუფლება უყვარს. პარტნიორის არჩევის დროს საკუთარ გულს უსმენს. სადაც კი მან არ უნდა წაიყვანოს. მშვილდოსანს სჭირდება პარტნიორი, რომელიც მის თავგადასავლების სიყვარულს გაიზიარებს.
იდეალური ვარიანტი მშვილდოსნითვის: ლომი, მერწყული, ვერძი და სასწორი.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქა ამბიციური, კონსერვატიული და შრომისმოყვარეა. მას კარიერა აინტერესებს. შეიძლება კარგი ლიდერი და გამორჩეული ორგანიზატორი იყოს. თხის რქას ჭკვიანი, მოდური, ერთგული და მიწიერი პარტნიორი სჭირდება, რომელსაც საკმარისი ამბიცია ექნება.
იდეალური ვარიანტი თხის რქისთვის: თევზები, კურო, ქალწული და მორიელი
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყული ყოველთვის წინ მიისწრაფვის. ის ნიჭიერი შემოქმედია და ყოველთვის ინოვაციებისკენ მიისწრაფის. მას შეზღუდვები არ უყვარს. მერწყულს საკუთარი გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია. ის საკუთარ თავისუფლებას აფასებს. მერწყული მხიარულებას და მსუბუქ ურთიერთობას ეძებს.
იდეალური წყვილი მერწყულისთვის: სასწორი, ვერძი, ტყუპები და მშვილდოსანი.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
თევზების გაგება ძალიან რთულია. ისინი მგრძნობიარე, ემოციური ადამიანები არიან და ხშირად ღრუბლებში დაფრინავენ. ეს ადამიანები შემოქმედებითი, მორიდებულნი არიან. თევზებს რომანტიკა უყვართ. მას სტაბილური და მიწიერი ნიშანი სჭირდება, რომელიც მას ოცნებებში ღრმად ჩაძირვის უფლებას არ მისცემს.
იდეალური წყვილი თევზებისთვის: კირჩხიბი, მორიელი, თხის რქა და კურო.
ასტროლოგების რჩევებს ეთანხმებით?