ერთადერთი არა ჰაეროვანი სიმბოლო ზოდიაქოს წრეში, სასწორი ჰაერის სტიქიის მეორე ელემენტია.
ამ ნიშნის წარმომადგენლის შესანიშნავი თვისება საკუთარ თავთან ჰარმონიისკენ მისწრაფება არის. მშვენიერების შეგრძნების უნარის მქონე, დიპლომატი, მდგრადი სულის და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიმართ უდრეკი ნების მქონე, სასწორი ხშირად მოსამართლის, ასევე ყველა დონის იურისტის როლში გამოდის.
მდგრადობა, საიმედოობა და შემოქმედებითი ძალა – ამ ნიშნის საუკეთესო თვისებაა!
აი, კიდევ 15 შესანიშნავი თვისება, რომლებიც სასწორს ახასიათებს:
1.ისინი სხვებს შესანიშნავად უგებენ
სასწორი შეიძლება ადვილად მოგეწონოთ, რადგან შეუძლია თავი საინტერესოდ და მნიშვნელოვნად გაგრძნობინოთ. ისინი კარგი მსმენელები არიან.
სასწორმა თქვენი გრძნობები და ემოციები კარგად იცის. მას საკუთარი და სხვისი ქმედების შედეგების განსაზღვრა კარგად შეუძლია.
ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი ძალიან დაკვირვებულნი არიან და განსაკუთრებული აღქმის უნარი აქვთ. ისინი ისწრაფვიან ურთიერთობისკენ მათთან, რომლებიც მათ მოსწონთ და ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობას ეძებენ.
ამასთან ზედაპირულ ადამიანებს ვერ იტანენ და მეგობრობის წრიდან გამოგრიცხავენ როგორც კი, თქვენს სიყალბეს და ფარისევლობას შეამჩნევენ.
2.ისინი ძალიან კეთილები არიან
სასწორი ყველა პრობლემის მოგვარებას არ დაგპირდებათ, მაგრამ როცა ამის აუცილებლობა დგება, თქვენს დასახმარებლად მთელ ძალისხმევას გაიღებენ. თუ ემოციური მხარდაჭერა გჭირდებათ, სასწორს მიმართეთ. ისინი თქვენს საზრუნავს და ეჭვებს გაფანტავენ!
სასწორის შინაგან სამყაროს ყველაზე ძლიერად უარყოფითი გარემო ანგრევს. მის გარშემო ყველა ადამიანი პოზიტიური ენერგიით სავსე უნდა იყოს და კონფლიქტებს თავი უნდა აარიდოს. თუ ასე არ ხდება, სასწორი ადამიანით იმედგაცრუებული რჩება და მასთან ურთიერთობას წყვეტს.
3.ისინი თვითნაბადი დიპლომატები არიან
უხერხულ სიტუაციებს სასწორზე უკეთ თავს ვერავინ გაართმევს. ისინი ცნობილი დიპლომატები არიან და ნებისმიერ უცნაურობას ადვილად ხსნიან. ამასთან ელეგანტურები და მოდურები არიან.
სასწორს ხალხის გარშემო ყოფნა სიამოვნებს. უბრალოდ სიცილი, ყოველგვარი სისულელის ან რთული საკითხების საათობით განხილვა – აი, რა აბედნიერებთ. სასწორი შემოქმედებითი ადამიანია, რომელსაც დიალოგი სჭირდება.
4.ისინი ცნობისმოყვარეები არიან
სასწორი ჰაერის ნიშანია, ამიტომ ყოველთვის თვითგანვითარებისკენ მიისწრაფვის. მისთვის ინტელექტი პირველხარისხოვანი მნიშვნელობის არის.
ის ყოველთვის რაციონალურად აზროვნების უნარს ინარჩუნებს. ნებისმიერ სიტუაციაში სამუშაო და საყოფაცხოვრებო პროცესების ოპტიმიზაციის საშუალებებს ეძებენ. სწორედ ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა საშუალებას აძლევს, რომ ერთ ადგილას არ გაჩერდნენ და ყოველთვის წინ ისწრაფოდეს.
5.ისინი უანგაროები არიან
სასწორი ძალიან მგრძნობიარეა და ნამდვილად ინტერესდება იმით, თუ მეგობრების ცხოვრებაში რა ხდება. მაშინაც კი, თუ მას კონფლიქტი აქვს, ქარიზმის და სიკეთის წყალობით ყველაფერი ადვილად ლაგდება.
ახლობელს რომ დაეხმაროს, სასწორს დამატებითი მიზეზი არ სჭირდება. ის ყოველთვის დახმარების ხელს გამოგიწვდის და სამაგიეროდ არაფერს მოითხოვს. თუ მის გამოყენებას შეეცდებით, საკუთარი ცხოვრებიდან გამოგრიცხავთ.
6.მათ მეგობრობა შეუძლიათ
სასწორი ადამიანებს იზიდავს, როცა მათ პრობლემები აქვთ, რადგან სიტუაციის სხვა მხრიდან დანახვის უნარი არ გააჩნიათ. სასწორი ყველა აზრის მოსმენას ცდილობს, სანამ დასკვნას გამოიტანს.
ბუნებრივია, ასეთი თვისება ადამიანებს იზიდავს. სასწორს ბევრი ერთგული და საიმედო მეგობარი ჰყავს. და მიუხედავად იმისა, რომ საძაგელ ადამიანთან არასდროს იმეგობრებს, მეგობრის გამო ეშმაკთან გარიგების დადება შეუძლია.
7.მას განსაკუთრებული გემოვნება აქვს
სასწორი ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფება, რომელიც სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთად ითვლება. სასწორი სილამაზეს ყველაფერში აფასებენ: მეგობრებსა და სიყვარულში, ხელოვნებაში, წერილებსა და მუსიკაში.
სწორედ ამიტომ, ინტერიერსა და დიზაინს დიდ ყურადღებას აქცევენ. საკუთარი გემოვნებით ამაყობენ და ამის სრული უფლება აქვთ! ამასთან არ მალავენ, რომ ყველაფერი ლამაზი და ხარისხიანი უყვართ.
8.ისინი პერფექციონისტები არიან
სასწორი ყოველთვის ცხოვრების ყველაზე საუკეთესო, ყველაზე სრულყოფილ და ყველაზე ჰარმონიულ მეთოდს ეძებენ. იდეალურ სამყაროში ყველაფერი დაბალანსებული და სამართლაინია. ამ სამყაროში კონფლიქტები არ არსებობს.
რა თქმა უნდა, იდეალური სამყარო არ არსებობს. და ეს სასწორის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მუდმივად პირადი სრულყოფილების ზრდას ცდილობს.
9.ისინი სამართლიანები არიან
სასწორი იდეალური ხელმძღვანელია. მას სხვა ადამიანების ენერგიის მართვა და საკუთარი უნარის პირადი მოგებისთვის გამოყენება შეუძლიათ.
სასწორისთვის სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სხვებისგან არასდროს მოითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ.
სასწორი სამსახურს ინტერესით უდგებიან და თანამშრომლებს შორის ჯანსაღ ურთიერთობას აფასებენ. ასე რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, ჰარმონია და მოდუნებული კონცენტრირებულობა შეინარჩუნოს.
10.ისინი ნამდვილი რომანტიკოსები არიან
სასწორს ღრმად და მთელი გულით უყვარს. თუ გაგიმართლათ და ამ ნიშნის წარმომადგენელს შეუყვარდით, დარწმუნებული იყავით: თქვენ კარგ ხელში მოხვდით!
სასწორს სურს, რომ მისმა პარტნიორმა იცოდეს და იგრძნობს ის, რაც მათ აწუხებთ. მას მცირე სასიამოვნო სიურპრიზების და დიდებული ქცევების გაკეთება შეუძლიათ. თუ სასწორთან რომანი გქონდათ ან ახლა მასთან სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებით, გეცოდინებათ: რაც არ უნდა მოხდეს, მის დავიწყებას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შეძლებთ!
11.მას ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება შეუძლია
როგორც წესი, სასწორი კულტურული ადამიანია. სოციალურ წრეს და ბუნებას აფასებს. ჩვეულებრივ ნაკითხი, კარგად ინფორმირებული და მოდურად ჩაცმულია.
მას მზის ჩასვლა და ღრმა საუბრის ერთნაირად შეფასება შეუძლიათ. სწორედ ყველაფერში სიამოვნების დანახვის უნარი საშუალებას აძლევთ მოდუნება და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
12.ისინი სინდისის მიხედვით მუშაობენ
სასწორი ხშირად ზარმაცად მიაჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი კარიერის არჩევაში არის. თუ არჩეული სფერო სასწორს აკმაყოფილებს, მაშინ ამ სფეროში წარმატებას მიაღწევენ!
ასევე სასწორი წარმატებას სოციალურ ცხოვრებაში აღწევს, სწორედ ამიტომ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. მას თანმიმდევრულობა არ უყვარს და ყოველთვის მეტს მოითხოვენ როგორც საკუთარი თავისგან, ასევე სხვებისგან.
13.ისინი თავგადასავლებზე გიჟდებიან
ვერძს ერთ ადგილას გაჩერება და მონოტუნორობა არ უყვართ. მათი ცხოვრება საინტერესო მოვლენებით, თავგადასავლებით, მოგზაურობით სავსე უნდა იყოს.
მსგავსი ხასიათის მქონე ადამიანის პოვნის შემდეგ, მათ ნამდვილად ბედნიერების შეგრძნება შეუძლიათ. ასე რომ, თუ თავგადასავლები გიყვართ, სასწორის გვერდით იყავით! არ ინანებთ!
14.ისინი ძალიან მიმზიდველნი არიან
სასწორს მაგნიტური გარეგნობა აქვს, თუმცა ყველას ლამაზს ვერ ვუწოდებთ. მათი სილამაზე ბუნებრივია.
ამ მიზეზით მათ ბეჯითად შრომა არ სჭირდებათ, რომ გარეგნობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახადოს. ისინი აღიარებას ძალით არ ცდილობენ. მაგრამ მას მაინც ღებულობენ. სასწორის პიროვნება პრაქტიკულად ყველას იზიდავს – გამონაკლისის გარეშე!
15.ისინი ეგოისტები არ არიან
სასწორი ერთგული პარტნიორი და საყვარელია, რომელიც თქვენს მოთხოვნილებებს საკუთარზე მაღლა აყენებს. თუმცა ერთი ნახვის სიყვარულის არ სჯერა.
ურთიერთობაში ძალიან ფრთხილია და მასთან სწრაფი ინტიმის მიღება გაგიჭირდებათ. ის ნამდვილად მყარ კავშირს ეძებს. მისი პოვნის შემდეგ, ისეთი მზრუნველობით აგავსებთ, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ.
ამ აღწერას ეთანხმებით? გაუზიარეთ ნაცნობ სასწორებს!