რამდენად კარგად შეიგრძნობთ თქვენს სხეულს? შეიძლება, ეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გამო ხდება?
ასტროლოგიაში რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანს გამოყოფენ, რომლებიც საკუთარ სხეულთან სრულ ჰარმონიაში იმყოფებიან.
მათ ყოველთვის იციან, თუ რას გრძნობენ, ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი ნიშნების ესმით. სწორედ ამიტომ, ამ ადამიანებს ყოველთვის კარგი განწყობა აქვთ და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში იმყოფებიან, რადგან მას კი არ ამოწმებენ, არამედ სიგნალებს ყურადღებით უსმენენ. განსაკუთრებით აქტიური მუშაობის ან სპორტით დაკავების დროს.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბი მგრძნობიარე ნიშანი და ეს იმის გაცნობიერებაში ეხმარება, თუ მის სხეულში რა ხდება. კირჩხიბს საკუთარი თავის პირველ ადგილას დაყენება შეიძლება გაუჭირეს, მაგრამ ხვდება: თუ თავს კარგად იგრძნობენ, ასე სხვების დახმარებას შეძლებენ.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომი საკუთარ თავზე კარგად ზრუნავს. ისინი საკუთარ სხეულს უსმენენ. სტრესის დროს, ყოველთვის იპოვიან დროს, რომ დამშვიდნენ.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ეს არა მხოლოდ მათი სექსუალურობის გამო. მათ იციან, თუ რას მოაქვს მისთვის სიამოვნება და რა აღიზიანებს. ინტუიციას იყენებენ იმისთვის, რომ სხეულის მიერ გამოგზავნილი სიგნალები უკეთ გაიგონ.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულს საკუთარი სხეულის მოსმენა შეუძლია. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი მათთვის – ბუნებაში ფიზიკური აქტიურობა არის. უბრალო სეირნობის დროს ის მშვიდდება და სხეულის თითოეული ნაწილის კარგად შეგრძნება შეუძლია.
თქვენ რამდენად კარგად გრძნობთ საკუთარ სხეულს?