კოჟრები და ხორცმეტები მოსვენებას არ მაძლევდა, თუმცა ხალხურმა მედიცინამ მიხსნა საშინელი ტკივილებისგან

4281

კოჟრების მოშორება უმეტეს შემთხვევაში არც ისე ადვილია. კოჟრის წარმოქმნისას ფეხზე პირველ რიგში სასურველია ფეხსაცმლის გამოცვლა, ის უნდა იყოს მოხერხებული და ფართო.

 

კოჟრი – კანის რქოვანი გარსის შემოსაზღვრული შესქელებაა, რომელიც ვითარდება მუდმივი ზეწოლისა და ხახუნისგან. ყველაზე ხშირად ჩნდება ხელებსა და ფეხებზე. კოჟრს გააჩნია ფესვი რომელიც ღრმად ჩაიზრდება ხოლმე კანში.  სასარგებლოა ყოველ საღამოს 10 წუთიანი ფეხის აბაზანები ცხელი წყლით, შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი, კარგად შეიმშრალეთ და ჩაიცვით სუფთა წინდა და ფეხსაცმელი. ცხელ აბაზანასთან ერთად ყოველ საღამოს კოჟრზე შეიძლება ნავთის აპლიკაციის გაკეთება 20 – 30 წუთი. ხალხურ მედიცინაში კოჟრის მოშორების პროცედურები იწყება საპნიანი და სოდიანი აბაზანებით კანის დარბილების შემდეგ შეიძლება გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთმოცემული საშუალება.

რეცეპტები:

  1. ქრისტესისხლას ბალახი შეურიეთ ვაზელინში ან უმარილო ღორის ქონში 1 :4 პროპორციით. მალამო მალე რომ არ გაფუჭდეს დაუმატეთ ცოტა კარბოლის მჟავა 0,25 % მალამო გამოიყენება კოჟრებსა და მეჭეჭებზე.
  2. 10 წუთიანი ფეხის აბაზანის შემდეგ კოჟრზე დაადეთ გაჭრილი ლეღვი შიგნითა მხრიდან. პროცედურა მეორდება ყოველდღე მთელი კვირის განმავლობაში. ლეღვის ნახარში შეიძლება დააჭყლიტოთ და დაიდოთ კოჟრზე. ასვე კარგი ეფექტი აქვს ლეღვის წვენს თუ მას წაუსვამთ ყოველდღე კოჟრის ადგილას.
  3. ბაბუაწვერას ახალი წვენი ისმევა კოჟრის ან ხორცმეტის მოსაშორებლად.
  4. ძლიერ მტკივნეულ კოჟრის შემთხვევაში სასარგებლოა დაედოს ტომატპასტა ან მისი წვენი დღეში რამდენჯერმე.
  5. კარტოფილი გათალეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში გადაიტანეთ მიღებული მასა მარლის საფენზე, კარტოფილის სისქე საფენზ არ უნდა იყოს 1სმ ნაკლები სისქის. გადააკარი საფენი დაზიანებულ ადგილზე, 2 საათის შემდეგ იცვლება კარტოფილის ფაფა. ასე უნდა გაკეთდეს რამდენჯერმე დღეში, ტკივილის გაქრობამდე.
  6. კოჟრის მოსაშორებლად ქილაში ჩადეთ ხახვის ნაფრცქვენი დაასხით სუფრის ძმარი ისე რომ დაიფაროს ნაფრცქვენები. ქილას დაახურეთ პერგამენტის ქაღალდი, შემოაკარით ძაფი, დააყენეთ 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ ამოიღეთ ნაფრცქვენი, ჩამოიწუროს ძმარი, კოჟრის ირგვლივ ჯანსაღ კანს წაუსვით ვაზელინი და დააფინეთ ნაფრცქვენი 2 – 3 მმ სისქეზე, გადაახვიეთ მთელი ღამის განმავლობაში, დილით აბაზანა გაიკეთეთ ფეხზე, ფრთხილად ძალის გამოყენების გარეშე ააფხიკეთ კოჟრი. თუ ის დიდია პროცედურის გამეორება შეიძლება რამდენჯერმე, მის მთლიან მოშორებამდე.
  7. ფისი ნებისმიერი წიწვოვანი ჯიშისგან საუკეთესო საშუალებაა კოჟრის მოსაშორებლად, ეფექტი აქვს 3-5 დღე- ღამეში ედება კოჟრზე, გადაეკვრება ლეიკოპლასტი, იცვლება 24 საათის შემდეგ, დადებამდე კოჟრი კარგად უნდა დალბეს.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს