მეგობარს რთულ სიტუაციაში კი არა, არამედ ჰოროსკოპის და ასტროლოგიური შეთავსების მიხედვით გამოიცნობთ! გთავაზობთ, საიმედო და ერთგული მეგობრის მოძებნას სწორედ ამ მეთოდით.
აი, 10 უცნაური წყვილი ზოდიაქოს ნიშნებში, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის მეგობრობისთვის არიან განწირულნი.
1.თევზები და მერწყული
თევზები – მზრუნველი და ყურადღებიანია. მათ სინაზის და სიკეთის გამო აფასებენ. მერწყული ასეთი თვისებების მოხარული იქნება და სიამოვნებით მიიღებს. მეორე მხრივ, მერწყულს დამოუკიდებლობა უყვარს. თევზები ამაში მერწყულს არ შეზღუდავს.
თევზები და მერწყული კარგი მეგობრები გახდებიან. მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. განსაკუთრებით უყვართ შემოქმედებაზე, სიახლეებსა და კლასიკაზე საუბარი. მერწყულს მეგობრობაში ინტერესების დამთხვევა აინტერესებს, თევზებს კი ემოციები. თუ ნახულობენ იმას, რასაც ეძებდნენ – მათგან ნამდვილი მეგობრობა გამოვა.
2.მერწყული და ქალწული
ორივე ნიშანი ძალიან ჭკვიანია, ამიტომ ერთმანეთს გაუგებენ. როცა ეს ორი ნიშანი ერთმანეთს ხვდება, გრანდიოზული გეგმების შედგენას, ხმამაღალ დისკუსიას და მსოფლიოს ახალი პოლიტიკის განხილვას იწყებენ.
მათ შორის მუდმივად იქნება კამათი, მაგრამ ეს მათ მეგობრობას ზიანს არ მიაყენებს. მერწყული უფრო ფართოდ ფიქრობს, ქალწული კი, პირიქით დეტალებს აკვირდება. ისინი ერთმანეთს ავსებენ.
ქალწულის და მერწყულის მეგობრობა ნაყოფს გამოიღებს, თუ ერთმანეთის დადებითი თვისებების გადატანას ისწავლიან.
3.სასწორი და მორიელი
სასწორის და მორიელის მეგობრობა იშვიათი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მოვლენაა. მორიელის დასამშვიდებლად სასწორს მისივე მეთოდით,ეშმაკობით, მოქმედება მოუწევს.
სასწორისთვის მორიელთან მეგობრობა მომგებიანია – ისინი ყოველთვის ერთმანეთს მხარს დაუჭერენ და რჩევებს მისცემენ. მით უფრო, რომ მორიელი მას ცუდს არაფერს უსურვებს.
სასწორი არც თუ ისე რბილი და ჰაეროვანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ისინი ადამიანს საკუთარი მიზნისთვის ხშირად იყენებენ. მაგრამ მორიელთან ეს არ გაჭრის. მორიელს არამიწიერი გამჭრიახობა ახასიათებს, ამიტომ სასწორი მის გაცურებას ვერ შეძლებს.
4.ლომი და ქალწული
მეგობრობა გაუჭირდებათ, რადგან თითოეულს დედამიწის ცენტრში ყოფნა სურს. ორივე ლიდერობისკენ ისწრაფვიან, ურთიერთობაშიც კი. თუ უთანხმოების გადალახვას შეძლებენ, მეგობრული კავშირი წლების განმავლობაში გაძლიერდება.
ლომი და ქალწული – ორი ურთიერთსაპირისპირო ნიშანია, მაგრამ, როგორც ცნობილია, ერთმანეთს იზიდავენ. თითქოსდა, უპასუხისმგებლო ლომი პედანტურ ქალწულთან მეგობრობას ვერ შეძლებს, მაგრამ რატომაც არა?
თუ დათმობაზე წავლენ, ძლიერ მეგობრულ ურთიერთობას შექმნიან. ქალწული ლომით, მისი ღირსებით და სიბრძნით ნამდვილად აღფრთოვანებული იქნება. ლომი კი ქალწულის ჭკუით და ერთგულებით გულწრფელად აღტაცებული იქნება.
5.ვერძი და კურო
მათ ბევრი საერთო აქვთ, ერთმანეთთან არ მოიწყენენ. მათ ყველაფერზე საუბარი შეუძლიათ – უკანასკნელ სიახლეებსა და პირად მოვლენებზე. მართალია, ჩხუბის და კამათის თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ. კონფლიქტის პროვოცირება როგორც ვერძს, ასევე კუროს შეუძლია.
ჩვეულებრივ წვრილმანების გამო ჩხუბობენ. მიუხედავად ამისა, ვერძმა ასეთ ერთგულ და გულახდილ მეგობართან, როგორიცაა კურო, კავშირი არ უნდა დაკარგოს.
ორივე მზის ნიშანი გრძნობს, რომ ერთმანეთისგან ბევრის სწავლას შეძლებენ. კუროს ფინანსური დამოუკიდებლობა სურს, ვერძი ენერგიული და შეუპოვარია. ერთად ბევრ რამეს მიაღწევენ.
6.ლომი და კირჩხიბი
ერთგული და საიმედო მეგობრები, ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან. მომთმენი და თავშეკავებულნი არიან, მაგრამ თუ ერთმანეთს გულს გადაუშლიან, ძლიერი მეგობრობის შექმნას შეძლებენ. კირჩხიბმაც და ლომმაც დათმობა უნდა ისწავლონ, მაგრამ ეს ამად ღირს.
კირჩხიბი ლომს ქებით აავსებს, ის კი, თავის მხრივ, დაცვით უზრუნველყოფს. კირჩხიბის ხასიათის სწრაფი ცვლილებები ლომს არ შეაშინებს, მას მშვიდად შეხვდება.
ფინანსების გამო შეიძლება კონფლიქტი წარმოიშვას. ლომს კირჩხიბი ძუნწი მოეჩვენება, კირჩხიბს ლომის გულუხვობა გააღიზიანებს. მათ შორის მეგობრობა შესაძლებელია, თუ ურთიერთგაგებას იპოვიან.
7.ლომი და თხის რქა
ერთმანეთთან სათქმელი და გასახსენებელი არ დაელევათ. მათ განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ: ლომი ნათელი და დაუმორჩილებელია, თხის რქა კი სერიოზული და თანმიმდევრული.
მათ შორის უთანხმოება გარდაუვალია: ლომს ეკონომია არ შეუძლია, თხის რქა კი ნამდვილი ძუნწია. ლომი ბუნებით მოუთმენელია, ხოლო თხის რქა იმდენ ხანს დაგელოდება, რამდენ ხანსაც საჭირო არის.
თხის რქა ლომის ენერგია და შემოქმედებითი შესაძლებლობები, ასევე ორიგინალური გარეგნობა აღფრთოვანებას იწვევს. ლომს თხის რქის რჩევების მოსმენა უწევს. მის სიტყვებში ყოველთვის საღი აზრია, რაც წარმატებას მოგიტანთ.
8.ვერძი და თევზები
ვერძს მეოცნებე და მრავალმხრივ განვითარებულ თევზებთან ურთიერთობა მოეწონება. თუმცა თევზების მიმართ ხშირად დათმობა და ნაკლები კრიტიკის გამოხატვა მოუწევთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო მოქნილი უნდა იყოს.
თევზები ცოტა წყენიანები არიან, მაგრამ ეს ერთად კარგი დროის ტარებას ხელს არ უშლით. მათ ბევრი საერთო ინტერესი და გასართობი აქვთ.
წყლის სტიქიის წარმომადგენელ თევზებს ცეცხლოვან ლომზე გავლენა აქვს და ადვილად საკუთარ ადგილას მოსმა შეუძლიათ. ვერძის და თევზების თავსებადობა რაღაც მისტიურის მსგავსია, რომლისაც არავის სჯერა. თუმცა, ზოგჯერ ეს შესაძლებელია.
9.ვერძი და მორიელი
ისინი ან კარგი მეგობრები არ იქნებიან, ან მტრები იქნებიან. ორივეს თავისუფლება ძალიან უყვარს. ვერძი მორიელზე დამორჩილებას არ აპირებს. მორიელს, ვერძთან მეგობრობის დროს, ეშმაკობის და ერთგულების გამოვლენა სჭირდება.
10.მორიელი და მშვილდოსანი
ისინი ერთმანეთს ავსებენ. მორიელი სტაბილურობით გამოირჩევა, მშვილდოსანი კი ცვლილებებისკენ მიისწრაფვის. თუ მორიელი მშვილდოსანთან მეგობრობას გადაწყვეტს, ამას არც ინანებს.
მისი ცხოვრება ნაცნობებით და შთაბეჭდილებებით იქნება სავსე. მთავარია, რომ ერთმანეთს პატივი სცენ. ორივე აფასებს ოჯახს, ახლობლებს უსიამოვნებისგან იცავენ და სუსტს ადამიანებს ეხმარებიან. ორივე ცნობისმოყვარეა.
მშვილდოსანმა შეიძლება კამათი და კონფლიქტი გამოიწვიოს. მას ეს მოსწონს. მაგრამ მორიელის წყობილებიდან გამოყვანა ასეთი მარტივი არაა. მათთან ერთგული მეგობრები და პარტნიორები გამოვა.
ამ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ ინფორმაციის წაკითხვა საინტერესო იყო?