თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი გულ-სისხლძარღვთა დაავადებით იტანჯება. ცხოვრების გიჟური რიტმი ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად დროს პრაქტიკულად არ გვიტოვებს და პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სამსახურში კომპიუტერთან მჯდომარე პოზაში დიდ დროს ატარებს.
ეს და სხვა ბევრი ფაქტორი გულის მუშაობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. გულის მუშაობა რომ არ შეფერხდეს, ცნობილი კარდიოლოგის რჩევები უნდა გაითვალისწინოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვათ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი და სიგარეტი ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, არავის აოცებს. ყოველი მხრიდან სხვადასხვა აკრძალვის შესახებ გვესმის, ხოლო თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, თუ გულის ჯანმრთელობა როგორ ვუზრუნველყოთ.
როგორ გავაძლიეროთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა
დღეს ერთ საინტერესო კვლევაზე გიამბობთ, რომელიც ფინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. 25 წლის განმავლობაში, მკვლევარები 2000 კვლევის მონაწილეს აკვირდებოდნენ, რომელიც დაყვეს ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენ რძის პროდუქტს მიირთმევდა, როგორი ცხოვრების წესი ჰქონდა და რას მიირთმევდა.
ექსპერიმენტის შედეგებმა მთელი მსოფლიო გააოცა:
კვლევის მონაწილეები, რომელთა რაციონში ფერმენტული რძის პროდუქტები მუდმივად იყო, გულის დაავადების 26%-ით ნაკლები რისკი ჰქონდათ.
ადამიანები, რომლებიც ნაყინს და კარაქს ხშირად მიირთმევდნენ, კორონალური გულის დაავადების რისკის ქვეშ აღმოჩდნენ.
შემდეგ კვლევა ჩინელმა და ნიდერლანდელმა მეცნიერებმა გააგრძელეს. მათ 20 000 ადამიანის სამედიცინო ბარათი და კვების რაციონი გაანალიზეს და გასაოცარი კანონზომიერება შეამჩნიეს: ადამიანები, რომლებიც ყველს ხშირად მიირთმევდნენ, კორონალური გულის დაავადების რისკი 14%-ით, ხოლო ინსულტის რისკი 10%-ით შეუმცირდათ (იმათთან შედარებით, ვისაც ყველი დიდად არ უყვარდა).
სწორედ ამიტომ, კარდიოლოგები გირჩევენ, რომ ყოველდღიურად 40 გრ ყველი მიირთვათ, თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. ეს ძვირადღირებული მედიკამენტების შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენს. არ დაგავიწყდეთ, ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ.