შეგიმჩნევიათ ოდესმე, რომ თქვენი სახის კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება ვიდრე კანი ხელებზე? ამას ერთი მარტივი ახსნა აქვს: ვივიენმა თქვენთვის სამი მთავარი მიზეზი მოიძია იმისა, თუ რატომ გასცემენ სწორედ თქვენი ხელები ასაკს პირადობის მოწმობის გარეშეც კი.
სახლის სამუშაოები
ჭურჭელის და იატაკისს მუდმივი რეცხვა, ყოველდღიური ნესტიანი დალაგება — ყოველივე ეს ხელის კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. განსაკუთრებით მაშინ თუ მექანიკურ ზემოქმედებას ემატება აგრესიული სარეცხი საშუალებები. ცხელი წყლის მუდმივი ზემოქმედება და თერმული დამწვრობები ეპიდერმის აშრობს და ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოს რღვევას. ამ ორი ეგრეთწოდებული სილამაზის ცილის დღვევა იწვევს კანის გამოშრობას და დათხელებას, მისი ბუნებრივი შეფერილობა იკარგება, ზედაპირზე ჩნდებბა ნაოჭები.
ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს ხელის კანისთვის. ის ანადგურებს ბუნებრივ, სასარგებლო მიკროფლორას, აშრობს ეპიდერმმისს და დროთა განმავლობაში ხელის კანს ზუმფარის ქაღალდად გადააქცევს. დახმარება ამ სიტუაციაში რეზინის ხელთათმანს შეუძლია, ის არ დაუშვებს აგრესიული საწმენდი საშუალებების კანზე მოხვედრას.
ხრიკი ვივიენისგან:
თქვენ არა მხოლოდ ხელის კანის ნაადრევი დაბერებისგან გადარჩენა შეგიძლიათ, არამედ შეძლებთ გადააქციოთ დალაგების პროცესი სპა-რიტუალად. ოდესმე, რამე გსმენიათ ბრაზილიური მანიკურის შესახებ? ის დაუდევარი მანიკურისს ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც თითქმის ყველა სალონშია ხელმისაწვდომი. მისი მთავარი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ნუნების დარბილება და ხელის კანის გაძლიერებული კვება სპეციალურ კრემიანი ხელთათმანების წყალობით ხდება. თუ თქვენ მზად ხართ ხელთათმანები ხელების სილამაზისთვის გაწიროთ, მაშინ სანამ მათ ხელზე წამოიცმევდეთ ხელებზე კრემი წაისვით ან ცოტაოდენი ლოსიონი პირდაპირ ხელთათმანში ჩაასხით. ამისათვის ნებისმიერი ბიუჯეტური კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ.
თბილ წყალთან ფორები გაიხსნება, ხოლო დამატენიანებელი კრემი ეპიდერმისის უფრო ღრმა ფენებში შეაღწევს. ამ ხრის პატარა ნაკლიც აქვს. სავარაუდოდ ხელთათმანში ხელები იცურებს, რაც ნამდვილად არ გაგიადვილებთ დალაგების პროცეს.
UV-გამოსხივების ზემოქმედება
თუ მრავალმა ქალბატონმა უკვე გააცნობიერა SPF-იანი საშუალებების გამოყენების მნიშვნელობა სახის კანისთვის, SPF-ს გამოყენება დეკოლტეს ზონის და ხელების დაცვისთვის პროდუქტის უაზრო ხარჯვად ეჩვენებათ. ხელები სხეულის სხვა ნაწილებზე არანაკლებ ზარალდებიან მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. UV-გამოსხივება ანადგურებს კოლაგენურ უჯრედებს კანში, რასაც ეპიდერმისის დათხელებამდე და პიგმენტური ლაქების გაჩენამდე მივყავართ.
ასეთი არცთუ მარტივი სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა ჩვენ მაინც შევძელით: ზოგიერთი მწარმოებელი დამატენიანებელ კრემში SPF-ფილტრებსაც უმატებენ, რომელიც შესანიშნავად იცავს მზის სხივებისგან. აი ასაკობრივ პიგმენტაციასთან საბრძოლველად კი დაგჭირდებათ საშუალება მათეთრებელი ეფექტით. საუკეთესო ასაკის საწინააღმდეგო კრემს თქვენ მიაკვლევთ Clarins აბ Guinot-თან. ისინი ეფექტურად ებრძვიან პიგმენტაციას და ღრმად კვებავენ კანს, ამიტომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ადგილს თქვენს სამუშაო მაგიდაზე ან ქალის კუთხეზე.
პატარა ხრიკი ვივიენისგან:
ლიმონის წვენი ფლობს მათეთრებელ ეფექტს, ამიტომ თუ ხელებზე იარა ან ბზარები არ გაქვთ, ხოლო მჟავის არ გეშინიათ, შეგიძლიათ თამამად შეიზილოთ რამოდენიმე წვეთი კანში. სწორედ ამ მეთოდით სარგებლობს ჰოლივუდელი ვარსკვლავი ჯოან კროუფორდი. ლიმონის წვენის შეზელვის შემდეგ გირჩევთ ხელები დაიტენიანოთ, რითაც ლიმონის წვენის აგრესიულ ქმედებას გააუვნებელყოფთ.
ზამთარი ახლოსაა
გამოიცანით ყველაზე მეტად რითი ზიანდება ქართველი ლამაზმანების ხელები? მკაცრი ზამთარით და ხელის კანის გათეთრებით ცივ სეზონზე. თითქოს და როგორ შეიძლებაო თავს უშველოთ ასეთ პირობებში? პირველ რიგში შეიძინეთ თბილი ხელთათმანები, რომელიც მთავარი დამცავი ბარიერი იქნება ეპიდერმისა და მინუს ტემპერატურას შორის ქუჩაში. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არასოდეს გახვიდეთ გარეთ ზამთარში სველი ხელებით. მესამე და ასევე ძალიან საჭირო, აუცილებლად შეიძინეთ ულტრამკვებავი კრემი ან ლოსიონი ხელებისთვის. ნუ უგულვებელყობთ ჩვენს რჩევებს და თქვენ ნებისმიერ ზამთარს გადალახავთ სილამაზისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
ინოვაციური საშუალება რომელზე ორი სიტყვის უთქმელადაც ამ სტატიას ვერ დავასრულებდი – ეს თხევადი ხელთათმანია. ის წარმოადგენს სპეციალურ კრემს(ან ზეთს), რომელიც კანი ზედაპირზე ძალიან თხელ დამცავ ფენას ქმნის და გიცავთ ქარისგან, მკაცრი ამინდებისგან და აგრესიული სარეცხის საშუალებებისგანაც კი.
ვივიენის ვერდიქტია: თხევადი ხელთათმანი აუცილებელია ცივ სეზონზე.