ქუთუთოები ნაოჭების გარეშე: გამოიყენეთ ეს მარტივი პროდუქტი და დაივიწყეთ დაბერება

44826

ასაკის მომატება ბევრ არასასურველ ცვლილებას იწვევს ჩვენს სხეულში. ყველაზე ხშირად ეს ცვლილებები თვალის არეში ჩნდება. ქუთუთოების კანი თხელი და დელიკატურია და მასზე მარტივად შეიძლება აისახოს სტრესი, ვიტამინების ნაკლებობა და უძილობა.

არსებობს ბევრი კოსმეტიკური პროდუქტი ქუთუთოს კანის მოვლისთვის, მაგრამ ყველაზე ეფექტური იყო და იქნება მხოლოდ ბუნებრივი საშუალება. კვერცხისგან დამზადებული ნიღბების გამოყენება შეგიძლიათ თვალების ირგვლივ, რათა კანი გახდეს უფრო ელასტიური და შემცირდეს ნაოჭები. ეს სწორედ ისაა, რასაც ეძებდით!

ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე მარტივი ნიღბის რეცეპტი, რაც ხელს შეუწყობს თვალის გარშემო კანის ელასტიურობას და სირბილეს.

კვერცხის ცილისგან მომზადებული ნიღაბი

1. მარტივი, მაგრამ არანაკლებ ეფექტური გზა, ქუთუთოების კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არის კვერცხის ცილა.

საჭიროა მხოლოდ 1 კვერცხის ცილა და ბინტი. წაისვით ცილა თვალის გარშემო. დახუჭეთ თვალები და გაიჩერეთ ცოტა ხანს. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

2. რეცეპტი, რომელიც მოცემულია ქვემოთ, იქნება ერთგული საშუალებაა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეურიეთ კვერცხის ცილა, ქერის ფქვილი და თაფლი თანაბარი პროპორციით. წაისვით თვალების ირგვლივ და 20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ, ჩემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას და თვალების გარშემო კანის განახლებას.

3. შემდეგი ნიღაბი ხელს შეუწყობს შეშუპების მოცილებას და სწრაფად მოგაშორებთ სიშავეს თვალების ქვეშ და ნაოჭებს.
თქვენ დაგჭირდებათ: 2 კვერცხის ცილა, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. ზეთისხილის ან გარგარის ზეთი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და წაისვით თვალის გარშემო, გაიჩერეთ არაუმეტეს ნახევარი საათისა და ჩამოიბანეთ.

4. მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალება, რომელიც მოგაშორებთ ქუთუთოების სიმშრალეს და დაღლილობას.

შეურიეთ 1 კვერცხის ცილა, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი. წაისვით და გაიჩერეთ ეს ნიღაბი 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ.

5. განსაცვიფრებელი ეფექტი ექნება, თუ ამ რეცეპტებს რძესაც დაუმატეთ. ეს ხელს შეუწყობს თქვენს გაახალგაზრდავებას.

და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნიღაბი უნდა გამოიყენოთ სახის გაწმენდისა და მაკიაჟის მოშორების შემდეგ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს