სასწრაფოდ უნდა აიღოთ ან შეიძინოთ. სარეცხი საპნის მოულოდნელი გამოყენება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

72990
სასწრაფოდ უნდა აიღოთ ან შეიძინოთ. სარეცხი საპნის მოულოდნელი გამოყენება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის
სასწრაფოდ უნდა აიღოთ ან შეიძინოთ. სარეცხი საპნის მოულოდნელი გამოყენება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

ოდესღაც, ყველა დიასახლისს სახლში ერთი სარეცხი საპონი მაინც ჰქონდა, მაგრამ მას მხოლოდ სარეცხად არ იყენებდნენ. თუ ეს ჯადოსნური საშუალება ჯერ კიდევ არ გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ, რადგან თეთრები ღირს, ხოლო მისი გამოყენებას მრავალმხრივად შეძლებთ.თაობების მიერ უკვე გამოცდილი რჩევები გაითვალისწინეთ.

სარეცხი საპნის გამოყენება

1.სქელი თმისთვის და ქერტლის საწინააღმდეგოდ

თუ გსურთ გრძელი და სქელი თმა ან  ქერტლის მოშორება, მაშინ სარეცხ საპონზე საუკეთესო საშუალებას ვერ იპოვით. ჯერ შამპუნი გამოიყენეთ, შემდეგ კი თავი საპნით დაიბანეთ. შემდეგ თავზე რამდენიმე წვეთი ძმარი შეიზილეთ. ეს მეთოდი ცხიმიანი ტიპის თმის მფლობელებს გამოადგებათ.

2.თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ

დეპილაციის შემდგომ მგრძნობიარე კანზე გაღიზიანება რომ არ გამოჩნდეს, ეს ადგილი საპნით დაიბანეთ.

3.კანის გასაახალგაზრდავებლად

კანის გასაახალგაზრდავებლად სახე სარეცხი საპნით კვირაში 2-ჯერ დაიბანეთ. ამის შემდეგ სახეზე აუცილებლად ჩვეულებრივი საბავშვო კრემი წაისვით. ასეთი დაბანის ეფექტი უბრალოდ შესანიშნავი იქნება.

4.ორთქლის აბაზანის მოყვარულებისთვის

სარეცხი საპნის ხსნარში დასველებული არყის ცოცხით დაბანა კანს იდეალურად ასუფთავებს.

5.სურდოს დროს

სარეცხი საპონი სურდოს დროს დაგეხმარებათ, თუ მკურნალობას პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე დაიწყებთ. საპნიანი ხსნარი გააკეთეთ, მასში ბამბის დისკი დაასველეთ და ცხვირის ნესტოები დაიმუშავეთ.

6.სოკოს საწინააღმდეგოდ

ეს შესანიშნავი საშუალება ქუსლზე სოკოვანი დაავადებების დროს დაგეხმარებათ. დაზიანებული ადგილი სარეცხი საპნით და ჯაგრისით დაიბანეთ, შემდეგ კანი იოდით დაიმუშავეთ.

7.დეზინფექცია

გირჩევთ კბილის ჯაგრისი სარეცხი საპნის ხსნარით დაამუშაოთ და მასში მთელი ღამე დატოვოთ. ამ მეთოდით მის დეზინფექციას შეძლებთ.

8.შეშუპების და ჩალურჯების დროს

შეშუპების და ჩალურჯების მოსახსნელად ეს სასწაული საპონი წყალში გახსენით და ამ ხსნარით კანი დაიმუშავეთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე ჩაიტარეთ.

9.ძირმაგარას დროს

ძირმაგარას მოსაშორებლად 1:1 პროპორციით გახეხილ ხახვი, სარეცხი საპონი და შაქარი აურიეთ. ეს მალამო ძილის წინ ძირმაგარაზე დაიდეთ და შეიხვიეთ.

10.დახეთქილი ქუსლების დროს

დახეთქილი ქუსლების დროს გაიკეთეთ აბაზანა, ამისთვის 2 ლ მდუღარე წყალი, 1 ჩ/კ სოდა და 1 ს/კ გახეხილი სარეცხი საპონი ერთმანეთს აურიეთ.

11.მზის დამწვრობის დროს

მზის დამწვრობის დრო დაზიანებული ადგილზე სარეცხი საპონი წაისვით და შეშრობა აცადეთ. ეს კანის შეწითლებისა და წყლულის გაჩენისგან დაგიცავთ.

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სარეცხი საპონი, თუმცა ბევრად უფრო სასარგებლო.

სარეცხი საპნის გამოყენების საიდუმლო მეთოდები მეგობრებს გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს