რით ჩავანაცვლოთ ძვირადღირებული ყველი: ჩანაცვლების მომგებიანი ვარიანტები და ყველის მომზადების რეცეპტები

5102
რით ჩავანაცვლოთ ძვირადღირებული ყველი: ჩანაცვლების მომგებიანი ვარიანტები და ყველის მომზადების რეცეპტები
რით ჩავანაცვლოთ ძვირადღირებული ყველი: ჩანაცვლების მომგებიანი ვარიანტები და ყველის მომზადების რეცეპტები

მე ყველის მოყვარული ადამიანი ვარ. ჩემს მაცივარში ქართული ყველის ან ბრინზას ნაჭერს ყოველთვის იპოვით. როცა კულინარიულ რეცეპტებში ვაწყდები ყველის სახეობებს, რომლებიც მე არ მაქვს, იმედგაცრუებული ვრჩები. ელიტური ყველის ფასი საშუალო სტატისტიკური მყიდველისთვის ძალიან მაღალია, მაგრამ ზოგჯერ ეგზოტიკური კერძის მომზადების ძალიან დიდი სურვილი გვაქვს! შეიძლება, ძვირადღირებული ყველი მისაღები ანალოგებით ჩავანაცვლოთ?

რით ჩავანაცვლოთ ყველი

დღეს გიამბობთ იმის შესახებ, თუ ძვირადღირებული ყველი რით ჩაანაცვლოთ. თქვენს წინაშე ჩანაცვლების მომგებიანი ვარიანტები და ყველის თავად მოსამზადებლად საუკეთესო რეცეპტებია.

რა თქმა უნდა, თუ პარმეზანის, რიკოტტას და მასკარპონეს ყიდვის შესაძლებლობა გაქვთ, ამ ჩანაცვლებას არაეფექტურად ჩათვლით. და ელიტური ყველის მცოდნე გურმანი ჩანაცვლებას იმწამსვე შეამჩნევს. მიუხედავად ამისა, მისაღები ანალოგებით მომზადებული კერძი უფრო გემრიელი გამოვა და ორიგინალურისგან დიდად არ განსხვავდება. ასე, რომ მოდით ექსპერიმენტები ჩავატაროთ!

რით ჩავანაცვლოთ პარმეზანი

პარმეზანის მაღალი ღირებულება იმით აიხსნება, რომ მის მომზადებას 2 წელი სჭირდება! ხოლო 5 გრ მზა პროდუქტის მოსამზადებლად 60 ლ რძე იხარჯება! თუმცა თუ ძალიან პრეტენზიული არ ხართ, კლასიკური პარმეზანის უფრო იაფი სახეობა „გრანა პადანოს“ გამოყენება შეგიძლიათ. სხვაობა პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

პიცის ან ლაზანიას მოსამზადებლად გამოგადებათ ლიტვური ყველი „როკიშკისი“ ან „ჯიუგასი“, შვეიცარული ყველი. უკიდურეს შემთხვევაში ნებისმიერი ჰოლანდიური ყველი ან ქართული ხმელი სახეობის ყველი გამოგადგებათ.

რით ჩავანაცვლოთ რიკოტტა

რიკოტტა რძის პროდუქტია, რომელიც მოცარელას მომზადების შემდეგ დარჩენილი შრატისგან მიიღება. ამ შრატს მაღალ ტემპერატურაზე აცხელებენ, სანამ შრატის ცილა ფანტელების წარმოქმნას არ დაიწყებს. სწორედ ამ ფანტელების დამუშავებაზე არის დამოკიდებული ამა თუ იმ რიკოტტას სახეობის მიღება. რიკოტტას რბილი კონსისტენცია და მოტკბო გემო აქვს, ამიტომ მას დესერტების მოსამზადებლად იყენებენ.

სახლის პირობებში რიკოტტას მოსამზადებლად, თქვენ ჩვეულებრივი 9%-იანი კეფირი ან მაწონი დაგჭირდებათ. კეფირი პოლიეთილენის პაკეტში მოათავსეთ და გაყინეთ. 8-12 საათის შემდეგ გაყინული პაკეტი გამოიღეთ, დაჭერით და რამდენიმე ფენა მარლა დაფარებულ საწურზე დააწყვეთ. საწური ქვაბზე დადეთ, რომ რძის შრატი მასში ჩაიწუროს.

ასეთი სახით ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. როცა შრატი დაიწურება, საწურზე რბილი ხაჭოს მასა დარჩება, გემო და კონსისტენცია ხაჭოს მსგავსი იქნება. მარლა ფრთხილად შეაგროვეთ და ხელებით ოდნავ გაწურეთ.

რით ჩავანაცვლოთ მასკარპონე

მასკარპონე – ძალიან ცხიმიანი და კალორიული მდნარი ყველია, რომელსაც კრემის მსგავსი შემადგენლობა აქვს. ყველს სიტყვაზე უწოდებენ, რადგან მის მოსამზადებლად ნაღები, აჭრილი ღვინის მჟავა, ლიმონის წვენი ან ღვინის ძმარი გამოიყენება. მასკარპონე – იდეალური პროდუქტია ტირამისუს და სხვადასხვა სახის დესერტის მოსამზადებლად. მასკარპონეს მსგავსი ხაჭოს მასის მომზადება რამდენიმე მეთოდით შეიძლება.

როგორ მოვამზადოთ მასკარპონე

1.ხაჭოსგან

230 გრ უმჟავო ცხიმიანი ხაჭო, 2 ს/კ არაჟანი და 2 ს/კ 35%-იანი ნაღები მიქსერით ამოიყვანეთ.

2.არაჟნისგან

აიღეთ 500 გრ ხარისხიანი ცხიმიანი არაჟანი, უმჯობესია სახლის არაჟანი, და 1,5 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ და მასა დაბალ ცეცხლზე დადგით. ნარევი ხარშეთ 5 წუთით, თან მუდმივად მოურიეთ. არ აადუღოთ! როცა არაჟანი თხევადი გახდება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ!

მიღებული მასა ბამბის ქსოვილ ან ვაფლის პირსახოც გადაფარებულ საწურზე გადაიტანეთ. მთელი ღამე ასე დატოვეთ, რომ შრატი დაიწუროს. 500 გრ არაჟნისგან დაახლოებით 300 გრ მასკარპონე გამოვა.

3.ნაღებისგან

მშრალ ქვაბში ცხიმიანი ნაღები (25 ან მეტი პროცენტის) და ნახევარი ლიმონის წვენი აურიეთ. მიღებული მასა წყლის ორთქლზე გააცხელეთ. მუდმივად მოურიეთ. 6-9 წუთის შემდეგ ნაღები შესქელდება. ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. მიღებული პროდუქტი ბამბის ქსოვილის ან 8 ფენა მარლის ქვეშ გაწურეთ.

როცა შრატი დაიწურება, მარლის ბოლოები ისე შეკარით, რომ კვანძი მიიღოთ. ყველი 3-5 საათით დაკიდეთ, რომ შრატი მოაშოროთ. 1 ლ ნაღებისგან დაახლოებით 360 გრ მასკარპონე გამოვა.

რით ჩავანაცვლოთ ყველი „ფილადელფია“

„ფილადელფია“ – რძის ან ნაღების კრემისებური ყველის სახეობაა, რომელსაც ნაზი გემო აქვს. ასეთი ყველი იაფი არ ღირს. ამიტომ სუშის ან სხვა კერძების მომზადების დროს ხშირად ჩნდება კითხვა, თუ ყველი „ფილადელფია“ რით ჩავანაცვლო. მისი მსგავსი შემადგენლობა და გემო ყველაზე უფრო მეტად მასკარპონეს ყველს აქვს, რომლის მომზადებაც თქვენ უკვე იცით.

ამ რბილი ყველის მომზადების კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს. ის ძალიან მარტივია, არაფრის მოხარშვა ან წყლის ორთქლზე გაცხელება საჭირო არაა. უბრალოდ 500 გრ ცხიმიანი არაჟანი და 250 გრ იოგურტი დანამატების გარეშე აურიეთ. ½ ჩ/კ სოდა დანის წვერით, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ. ყველი საწურის ან მარლის გამოყენებით გადაწურეთ  – გამოიყენეთ იგივე პრინციპი, როგორც მასკარპონეს მომზადების დროს. 10-12 საათის შემდეგ ყველი „ფილადელფია“ მზად იქნება.

ზოგიერთი ელიტური სახეობის ყველი შეიძლება იაფი ანალოგებით ჩავანაცვლოთ.

მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს