თუ ხშირად გაწუხებთ სახსრების ტკივილი, სიმძიმე ფეხებში, ძველი დაზიანება და სახსრების ქრონიკული დაავადება, თქვენ ნაკლები ეფექტის მქონე ძვირადღირებული მალამოების და გელების ყიდვა აღარ დაგჭირდებათ.
თქვენთვის სასწაულ მოქმედი მალამოს რეცეპტი მოვამზადეთ, რომელიც სახსრების ტკივილს აქრობს და რადიკულიტის, ართრიტის, ართროზის, ოსტეოქონდროზს კურნავს. ერთი სიტყვით ყველაფერს კურნავს, რაც სახსრებთან, ძვლების ქსოვილებთან და კუნთებთან კავშირში არის.
სახსრების ტკივილის მოსახსნელი საშუალება
ინგრედიენტები:
- 300 მლ სპირტი
- 1 ბოთლი ქაფურის სპირტი (10 მლ)
- 1 ბოთლი იოდი (10 მლ)
- 10 ტაბლეტი ანალგინი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და ბნელ ადგილას 21 დღით დააყენეთ. ამის შემდეგ მალამო გამოყენებისთვის მზად იქნება.
თქვენთვის კიდევ ერთი მალამოს რეცეპტი მოვამზადეთ, რომელიც სახსრების ტკივილს აქრობს და დისკომფორტს ამცირებს.
ინგრედიენტები:
- 50 გრ ქაფური
- 50 გრ მდოგვის ფხვნილი
- 50 მლ სპირტი
- 3 კვერცხის ცილა
მომზადება:
სპირტი და ქაფური გახსენით, შემდეგ მდოგვი დაუმატეთ. ცალკე თასში ცილა ათქვიფეთ, რომელიც წინასწარ უნდა გააგრილოთ. ორივე მასა ერთმანეთს აურიეთ. მიღებული მალამო მაცივარში უნდა შეინახოთ. ძილის წინ მტკივნეულ სახსრებში შეიზილეთ, ზემოდან თექის ქსოვილი გადაიხვიეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.
უკვე პირველი პროცედურის შემდეგ შესამჩნევ სიმსუბუქეს იგრძნობთ, ტკივილის სრულად მოსახსნელად 8-10 ასეთი პროცედურა არის საჭირო.
თუ სახსრების ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება თქვენთვის ცნობილია, ეს საშუალება წაისვით, რომ ცხოვრება შეიმსუბუქოთ და თავის მოსაბეზრებელი დაავადება მოიშოროთ!