როგორ შევიქმნათ წარბების ისეთი ფორმა, რომელიც ვიზუალურად უფრო ახალგაზრდას გამოგვაჩენს.

4430
წარბების კორექცია სახლის პირობებში
წარბების კორექცია სახლის პირობებში

მოხდენილი და ლამაზი წარბები — ნებისმიერი გოგონას ოცნებაა, ვინაიდან სწორედ ისინი იზიდავენ ყურადღებას თქვენი ლამაზი თვალებისკენ. ვივიენმა და ტოპ ვიზაჟისტმა გაარჩიეს ყველა ნიუანსი რაც შეეხებოდა წარბების ასაკის საწინააღმდეგო კორექციას და გიზიარებთ ჩვენს შემუშავებულ საიდუმლო ხრიკებს.

რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ?

ამჟამად ტრენდულია ბუნებრივი, ნატურალური წარბები, არც ზედმეტად განიერი და არც წვრილი. ითვლება, რომ დაბლა დასმული წარბები სახეს უფრო ახალგაზრდულს და ბავშვურსაც კი ხდის, თუმცა სინამდვილეში ეს ხრიკი მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებზე მუშაობს, რომელთა ასაკიც 30 წლამდეა. საქმე იმაშია, რომ ასაკთან ერთად გრავიტაციის ზემოქმედებით სახის კონტურების ცვლილება ხდება, რაც  თვალებისა და წარბების არეს ნამდვილად არ უვლის გვერდს. სწორედ ამიტომ წარბების  ასაკისსაწინააღმდეგო კორექცია მიმართულია მზერის გახსნაზე და ქუთუთოს ვიზუალურად აწევაზე. წარბების ისეთი იდეალური ფორმის შესაქმნელად, რომელიც ვიზუალურად გაგაახალგაზრდავებთ უნდა დაიცვათ მარტივი სქემა.

 

რა სქემაზეა საუბარი?

წარბების სწორი არქიტექტურის შესაქმნელად საჭიროა დავადგინოთ სამი წერტილი: დასაწყისი, ყველაზე მაღალი წერტილი და წარბის დასასრული. აიღეთ წარბების ფუნჯი  ან რაიმე რაც სახაზავის ფორმისაა და თეთრი ფანქარი, ისინი დაგეხმარებიან დაგეგმვაში. პირველი წერტილის დასადგენად ვერტიკალური ხაზი უნდა ავავლოთ პირსინგის ადგილიდან (ჩაღრმავებული ადგილი ცხვირი ნესტოზე) ზემოთ და ვნიშნავთ ამ წერტილს თეთრი ფანქარით. მეორე წერტილიც იმავე ადგილიდან წარბის ცენტრზე უნდა ავიღოთ, ვზომავთ და ვსვავთ ნიშანს. მესამე წერტილიც პირსინგის ადგილიდან უნდა ავიღოთ თვალის გარე კუთხით, ბოლო წამწამზე გავლით.

ახლა გვჭირდება ამ შტრიხების შეერთება. წარბი, რომ მსუბუქი და ბუნებრივი იყოს თავი უნდა ავარიდოთ კუთხეებს, ყველა ხაზს ვამრგვალებთ. ასეთივე სქემით ვგეგმავთ მეორე წარბსაც. მიაქციეთ ყურადღება: საჭიროა, რომ ორივე წარბი ერთ სიმაღლეზე გამოგვივიდეს. ყველაფერი რაც თეთრ ხაზზე ან მის მიღმაა დააკორექტირეთ პინცეტით.

 

როგორ შევიღებოთ წარბები ხნით სახლის პირობებში.

გახსოვდეთ, რომ წარბები — ორი და არის და არა ტყუპები. სახის ბუნებრივი ასიმეტრიის გამო სრულიად დასაშვებია მცირეოდენი აცდენები. ნუ იქნებით სრული პერფექციონისტი. სრულფოყილებისკენ სწრაფვისას თქვენ რისკავთ გადაამეტოთ წარბების კორექციისას და დაგრჩეთ წვრილი (სამაგიეროდ სიმეტრიული) წარბებით.

იმისათვის რომ წარბები ვიზუალურად უფრო ხშირი გავხადოთ, შეგიძლიათ შეღებოთ საღებავით ან ხნით! თუ გსურთ, რომ მხოლოდ თმის ღეროები შეიღებოს აირჩიეთ საღებავი. ხოლო ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ პიგმენტმა კანიც შეღებოს, გირჩევთ აირჩიოთ ხნა.

მოვლა შინაურ პირობებში

წარბების მაკიაჟისას შეავსეთ მხოლოდ პრობელები, მოახდინეთ თმის იმიტირება, წარბები მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. მთავარია — აირჩიოთ ნატურალური ფერი და არ შეიღებოთ წარბი მუქ ფერში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ავტომატურად უფრო ხნიერი გამოჩნდებით. წარბების შეღებვა უმჯობესია ისეთ ფერში, რომელიც ოდნავ ღიაა წარბების ძირებზე. თუ წარბების დასაფიქსირებლად გელი ან ტუში ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ლაკი.აპრიხეთ ზემოთ გამჭირვალე გელით ან ფერადი ტუშით და მზადაა.

კორექციისთვის საჭირო საუკეთესო პროდუქტები შეგიძლიათ იხილოთ ფოტოებზე!

წარბების გამომკვეთი პუდრა Eyebrow Intense Powder, Pupa Milano, 30 ლარი
წარბების გამომკვეთი პუდრა Eyebrow Intense Powder, Pupa Milano, 30 ლარი
წარბების მოსავლელი ნაკრები Kit Sourcils, Clarins, 102 ლარი
წარბების მოსავლელი ნაკრები Kit Sourcils, Clarins, 102 ლარი
ტუში წარბებისთვის Romanovamakeup, 36 ლარი.
ტუში წარბებისთვის Romanovamakeup, 36 ლარი.
წარბებისთვის ფორმის მისაცემი ნაკრები Brow Zings, Benefit, 57 ლარი.
წარბებისთვის ფორმის მისაცემი ნაკრები Brow Zings, Benefit, 57 ლარი.

 

რითი შეგვიძლია წარბების კორექტირება?

პინცეტი — კორექციისთვის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ხელსაწოა. გამოუცდელი ადამიანის მიერ პროცედურის წარმატებით ჩასატარებლად სახლის პირობებში ის უბრალოდ იდეალურია. ის ხშირად შედის კორექციისთვის საჭირო სპეციალურ ნაკრებებში. მაგალითად Clarins ან Brow Zings ნაკრებებში თქვენ ნახავთ მინი პინცეტს, რომელიც შესანიშნავად აშორებს თმის ღეროებს.

ფორმების ძაფით შექმნა — საკმაოდ გავრცელებული პროცედურაა სილამაზის სალონებში. ერთი ის რომ ძაფით მარტივად არის შესაძლებელი წარბების გვერდით უფერული ღინღლების მოშორება და მეორე თავად ფორმების შექმნიც პროცესიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ხოლო სახლის პირობებში, ძაფის გამოყენება რომ ისწავლოთ და შეძლოთ იდეალური ფორმების შექმნა ცოტა ვარჯიში მოგიწევთ.

ტრიმერი — შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც ტკივილის ეშინია და არ იტანჯება კოსმეტოლოგიური მაზოხიზმით. ერთადერთი მინუსი აქვს: ვინაიდან ტრიმერი თმას ფესვიანად არ აშორებს, არამედ უბრალოდ პარსავს მათ შედეგის განახლება საკმაოდ ხშირად მოგიწევთ. სამაგიეროდ პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. ნუ აგერევათ ტრიმერი “საპარს ბრიტვაში”. ტრიმერი სპეციალურად არის განკუთვნილი სახიდან არასასურველი ღინღლების მოშორებისთვის და წარბების შესწორებისთვის, ხოლო თქვენ მაინც გადაწყვიტეთ წარბების ფორმის კორექცია ბრიტვით მოახდინოთ, სავარაუდოდ ამის აკურატულად გაკეთება არ გამოგივათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს