ხელის, ფეხის, თითის ან მხრის ღრძობა ცხოვრებაში ერთხელ ყველას ემართება. ეს უსიამოვნო და მტკივნეული ტრავმაა და საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე პირველი დახმარების გაწევა ძალიან მნიშვნელოვანია.
სხეულის ნაღრძობი ნაწილით არასწორი მოქმედება მძიმე გართულებებს გამოიწვევს. ნაღრძობი სახსრების მდგომარეობის დარღვევას წარმოადგენს, ამასთან ძვლები შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ ერთმანეთში გადახლართული იყოს. ნაღრძობის სწორი დიაგნოზი – დაზიანებულის დახმარების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. გახსოვდეთ, რომ ნაღრძობი მარტივად შეიძლება მოტეხილობაში გადავიდეს, რადგან ორივე შემთხვევაში მოძრაობის დროს ტკივილი წარმოიქმნება.
ნაღრძობის გამოვლენა ექიმ-ტრავმატოლოგს შეუძლია, მაგრამ თუ იმწამსვე ექიმთან ვიზიტი შეუძლებელია, ყურადღება რამდენიმე ნიშანს მიაქციეთ.
ნაღრძობის ნიშნები
- სახსრების ან კუნთების გარშემო ტკივილი, შეშუპება, ჩალურჯება;
- სახსრების ფორმის და ზომის თვალსაჩინო ცვლილება;
- სახსრების გარშემო შესივება და შეწითლება;
- ნაღრძობის ადგილას შესაძლოა მგრძნობელობის დაკარგვა, რაც ნერვული დაბოლოების დაზიანებით არის გამოწვეული;
- მოძრაობის მცდელობის დროს მკვეთრი ტკივილი.
პირველი დახმარება ნაღრძობის დროს
1.სხეულის ნაღრძობი ადგილის სიმშვიდე უზრუნველყავით, მისი გადაადგილება არ შეიძლება. დაზიანებული სახსრის დასაფიქსირებლად მტკივნეულ ადგილას მჭიდროდ შეხვეული ფიქსატორის გამოყენება ძალიან კარგი იქნება.
2.პირსახოცში გახვეული ყინულები ნაღრძობ სხეულის ნაწილზე 20 წუთით დაიდეთ. მითითებულ დროზე მეტხანს არა!
3.თუ შესაძლებლობა გაქვთ და ეს დამატებით ტკივილს არ იწვევს, ნაღრძობი ნაწილი ზემოთ ასწიეთ, რომ შეშუპება მოხსნათ. ჭრილობის და კანის წვრილი დაზიანების შემთხვევაში ნაღრძობი სხეულის ნაწილი სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით დაამუშავეთ.
4.დაზიანებულს ტკივილგამაყუჩებელი აუცილებლად სჭირდება. ყურადღება მიაქციეთ! გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს და ქალებს, რომელთაც ორსულობის ეჭვი აქვთ ან ორსულობის პირველ თვეებში იმყოფებიან, ექიმის რეკომენდაციის გარეშე საერთო ტკივილგამაყუჩებლის მიღება აკრძალული აქვთ. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი გამაყუჩებელი გამოიყენეთ – მაგ., შეშუპების და ტკივილის მომხსნელი კრემი.
5.ტრავმატოლოგიის განყოფილებაში წადით. ეს აუცილებელია, რენტგენი ნებისმიერი ნაღრძობის შემთხვევაში უნდა გადაიღოთ, რომ გართულებები და უსიამოვნო შედეგები თავიდან აიცილოთ.
ნაღრძობის თავად გასწორება არ შეიძლება! ეს ექიმმა უნდა გააკეთოს, ამ დროს შეიძლება ანესთეზია დაგჭირდეთ. თუ პირველი დახმარება სწორად იქნა გაწეული, ნაღრძობის აღდგენა სწრაფად მოხდება.
მეგობრებს ამ მნიშვნელოვანი სტატიის შესახებ უამბეთ და ისინი კრიტიკულ სიტუაციაში არ დაიბნევიან.