ეს 9 საიდუმლო თხის რქის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ

37078
ეს 9 საიდუმლო თხის რქის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ
ეს 9 საიდუმლო თხის რქის შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ

ერთგული, სანდო, კარგად აღზრდილი – ეს ის სიტყვებია, რომლითაც ასტროლოგები თხის რქას აღწერენ. მიზანდასახულობა, მდგრადობა, პასუხისმგებლობა – ამ ნიშნის წარმომადგენელთა ძლიერი თვისებებია.

თხის რქას მარტოობის არ ეშინია, მზადაა ყოველდღიური სირთულეები და ნებისმიერი დაბრკოლება მედგრად და გმირულად გადალახოს. ურჩევნია თავისი ღრმა გრძნობები არავის გაუმხილოს, ადამიანებთან საერთოდ ენას რთულად ნახულობს და მეგობრული კავშირების დაკარგვა არ უყვარს. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არაა!

აი, თხის რქის 9 თვისება, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით:

1.მათ თვალებით წაკითხვა შეუძლიათ

დიახ, ეს 100%-ით მართალია. მათ ადამიანების ფიქრების წაკითხვაც შეუძლიათ, რაც არარეალურად შეიძლება მოგეჩვენოთ. თხის რქას ადამიანების შეცნობის ინსტინქტი აქვს, ამისთვის მხოლოდ თვალებში ჩახედვა სჭირდება.

2.გენდობა, მაგრამ გამოწმებს!

თხის რქა წარმოდგენილ ფაქტს არასდროს ეყრდნობა, სანამ მათ თავად არ გადაამოწმებს. თხის რქას იუმორის ან ხანგრძლივი დისკუსიის ინტერესი არ აქვს, ერთადერთი, რაც მას სურს – სიმართლეა. სკეპტიკოსად დაიბადა!

3.თხის რქა დისციპლინის დამცველია!

არაპროგნოზირებად, მისთვის უჩვეულო გარემოში ორიენტირება უჭირს. ხშირად კონსერვანტი და პროგნოზირებადი ადამიანია. შეთანხმების დარღვევას ვერ იტანს და დისციპლინის დაცვას მოითხოვს.

4.ღალატს არ გაპატიებთ!

თხის რქას კარგი მეხსიერება აქვს, ის ღალატს არ ივიწყებს და არ პატიობს. საკუთარ გრძნობებს დიდად აფასებენ, მაგრამ ამ გრძნობებს თავისთვის ინახავს. შეიძლება მკაცრი და აგრესიული იყოს, თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ.

5.ჭკვიანი და უკიდურესად ანგარიშიანია

თხის რქა ნაბიჯს არ გადადგამს, თუ მასზე ათასჯერ არ დაფიქრდება. ინტელექტის წყალობით ნებისმიერ შეჯიბრებაში ყოველთვის ლიდერული პოზიცია უკავია.

6.შესანიშნავი ინტუიცია აქვს

პრაქტიკული ხასიათი პრობლემის დროულად და ზუსტად გადაჭრის საშუალებას აძლევს. ყოველთვის სასარგებლო ხალხით არის გარშემორტყმული.

7.თხის რქის სარკაზამი – 80 დონისაა!

თხის რქის უმეტესობა ნაკითხია და სიტყვების მარაგს სარკასტული ხუმრობებისთვის ხშირად იყენებს. თუმცა მისი მისამართით ხუმრობას ვერ იტანს.

8.ერთგული შეყვარებულია

თხის რქა შესანიშნავი მეოჯახეა, თუმცა ზოგჯერ მოსაბეზრებელი და წუწუნაა. თხის რქა იშვიათად ღალატობს, ურთიერთობის ხანგრძლივ მომავალს ხედავს და შესაძლო ზიანს ზუსტად განსაზღვრავს.

9.ერთგული მეგობარია

თხის რქა „პლანეტაზე ყველაზე მოსაწყენ“ ადამიანად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მხიარულია, მხოლოდ კარგად გამოცდილ კომპანიაში. ასაკი, პირადი გამოცდილება, განსაკუთრებით ნეგატიური, გამოცდილი წრე თხის რქის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს.

თხის რქებო, ჩვენგან რისი დამალვა მოახერხეთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს