სტერეოტიპების ჰოროსკოპი: რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები

1230
სტერეოტიპების ჰოროსკოპი: რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები
სტერეოტიპების ჰოროსკოპი: რას ფიქრობენ თქვენზე გარშემომყოფები

ზოდიაქოს ნიშნები ზოგჯერ ისეთები არ არიან, როგორც მათზე ერთი შეხედვით ვფიქრობთ. ნახეთ რა სტერეოტიპები არსებობს ზოდიაქოს ნიშნებზე.

თხის რქა: რკინის ლედი

რატომღაც ყველა დარწმუნებულია, რომ თხის რქას თუნდაც პური არ აჭამო, მთავარია საკუთარ და პარტნიორის ბედზე პასუხისმგებლობის საშუალება მისცეთ და მას მტკიცე ხელით ნათელი მომავლისკენ მიმართავს. ვინც საკუთარ ბედნიერებას ვერ დაინახავს, გზა ხსნილი აქვთ და თხის რქას სახეზე ერთი ნერვიც არ აუთამაშდება.

ყველაფერი ეს ჭეშმარიტება არის, მაგრამ სინამდვილეში თხის რქა ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე უფრო მგრძნობიარეა. საკუთარ ემოციებს არასდროს მალავს. უბრალოდ სამყარომ თხის რქა როგორ მობილური არსება ისე შექმნა: ემოციები დაუყონებლივ ცეცხლგამძლე ძრავას კვებავს, რომელიც ყველა ზედმეტ ცრემლს, ხელების მანჭვას და წარბების სარკასტულად შეკვრას აღმოფხვრის: მთელი რესურსი ტვინის მუშაობაზე მიდის! თუმცა თხის რქა ძალიან ემოციურია, კი!

მერწყული – რა საყვარელი სულელია

მერწყული ის იშვიათი ნიშანია, რომელსაც ერთსა და იმავე საქმის გამო თან აქებენ და თან ეჩხუბებიან: ძალიან ფუქსავატი. არანაირი ღრმა ემოცია და ღრმა აზრი. ცხოვრებაში დაფრინავენ, როგორც ნემსიყლაპიები, და მათთვის რატომღაც ყოველთვის გამოჩნდება ერთგული ჭიანჭველები, რომლებიც მერწყულის ასეთი მდგომარეობის წინააღმდეგი არ არიან. მასთან ურთიერთობა სამაგიეროდ მარტივია! არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ სხვების სულშიც ღრმად არ იჭრება!

როგორც ხვდებით, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. მერწყული ზედაპირული ნამდვილად არ არის და საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანზე ღრმად დაფიქრებაზე უარს არ ამბობს. ამასთან ბევრი ნიჭიერი მერწყული საკუთარ თავში მარიანას ღარის გათხრას ახერხებენ ისე, რომ ბევრი ინტელექტუალი სნობი შურისგან მხოლოდ გაოცებას ახერხებენ. უბრალოდ მერწყულს ურჩევნია არა პრობლემის მოგვარება, არამედ მისი თავიდან აცილება. მერწყული საკუთარ გულში არავის უშვებს და სხვის სულში დაუპატიჟებლად ხელების ფათური არ ახასიათებს.

თევზები – ამ ქვეყნის გოგო საერთოდ არაა

იდუმალებით მოცული, ჩუმი, მგრძნობიარე, უმწეო, ლამაზი, როგორც განთიადი, და ჭკვიანი, როგორც ყვავილი, – აი, ასე ფიქრობენ გარშემომყოფები.

სინამდვილეში თევზი ამ სამყაროდან არის იმაზე უფრო მეტად, ვიდრე შეიძლება მოგეჩვენოთ, რადგან თევზები შინაგან სამყაროში იმალებიან არა იმიტომ, რომ ჩვენს სამყაროში ცხოვრება უჭირთ, არამედ აქ ძალიან მოსაწყენია, მათთვის ყველაფერი გასაგებია და აქ რა უნდა გააკეთონ? სწორედ ამიტომ ვიღაც სხვა გააკეთებს. ბოლოს და ბოლოს, აი ესეც მისი იდუმალება მანიპულაციის კარგი მეთოდია. სხვათა შორის, არ გეგონოთ ამის ცოდნა მასზე წინააღმდეგობის გაწევაში დაგეხმარებათ. ასეთი ჭკვიანები უკვე იყვნენ, მაგრამ ცოცხლები აღარ არიან.

ვერძი – მებრძოლი ქალი

ფეთქებადი ხასიათის მქონე ვერძით ნებისმიერ ასაკში ბავშვების შეშინება მიღებულია, თუმცა მათ რატომღაც არ ეშინიათ. აი მამაკაცები თვლიან, რომ ვერძი ჯერ თავში ტაფას ჩაგარტყამს, შემდეგ კი გვარს გკითხავს  თუ, რა თქმა უნდა, აზრზე დარჩებით.

სინამდვილეში, ერთი ნიუანსი არსებობს: ვერძი ნაზი, მომთმენი, ლამაზი ქალია და წვრილმანების გამო არასდროს ჩხუბობს. ზრდასრულ და გონიერ ადამიანს თავიდან ხომ არ აღზრდის? ხოლო როცა წვრილმანები კრიტიკულ ზღვარამდე აღწევს – აქ უკვე საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს. უბრალოდ ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ყოველდღიურად თავში არ არტყამენ ყველაფერი კარგადაა. და შემდეგ ასე: „ისევ იწყებ?!“ ჩვეულებრივია!

კურო – ნამდვილი დიასახლისი

ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ კუროს სასიცოცხლო სარგებლისა და სხეულის სიამოვნებით სიხარული იმას ნიშნავს, რომ ის ამ კულტს თავს მოიზიდავს და საკუთარ თავს თავად უზრუნველყოფს.

სინამდვილეში, კუროს კომფორტი არ უყვარს. კუროს კომფორტის გარეშე არ შეუძლია, როგორც სუნთქვა ჟანგბადის გარეშე. აი ზოგიერთს, შინაგან სამყაროში წესრიგის დასამყარებლად, უბრალოდ გაქცევა სჭირდება, ხოლო კუროს ასე არ შეუძლია. მას სრული სიმშვიდე, ჰარმონია და სავსე მაცივარი სჭირდება და მაშინ  შინაგან სამყაროზე ზრუნვას დაიწყებს. და ჭიქა ვინ არ გარეცხა?

ტყუპები – მაიმუნი ყუმბარით ხელში

ტყუპების შესახებ ერთი რამ დარწმუნებით იციან: არავინ იცის, მისგან რას უნდა ელოდოთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამის შესახებ თავად ტყუპებმაც არ იციან. რა უნდა თქვათ? სამჯერ ჰა ჰა.

სინამდვილეში ტყუპების ლოგიკა, წინასწარგანზრახული და ანალიტიკური აზრონვნება ქალწულის შურსაც კი იწვევს. პირველ რიგში, უბრალოდ ამ პროცესების სისწრაფე ტყუპებში ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ადამიანის სისწრაფეს 8-ჯერ აღემატება. მეორე მხრივ – ყველა მისი მრავალრიცხოვანი პიროვნება ყველაფერს ერთდროულად აკეთებს. ასე რომ, მკაცრად რომ ვთქვათ, ნამდვილად შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ ტყუპები შემდეგში რას მოიმოქმედებს.მაგრამ თავად ტყუპები აქ არაფერ შუაში არ არიან.

კირჩხიბი – მზრუნველი დედა

კირჩხიბთან ერთად ხანგრძლივი მოგზაურობის სურვილი ყველას აქვს, რადგან ფიქრობენ, რომ ის მზრუნველი დედის ეტალონს წარმოადგენს, რომელიც მათ კვებაზე, მკურნალობაზე, მოსმენაზე იზრუნებს. ყურადღებას მიაქცევს, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ნაბახუსევით არ წახვიდეთ, ხოლო მოგზაურობის დროს არ გაცივდეთ. ერთი სიტყვით ნამდვილ სამოთხეში იცხოვრებთ!

ზოგადად, ასე ნამდვილად იცხოვრებთ! იმ თვალსაზრისით – რომ ცოდვას არ ჩაიდენთ. და აქ საუბარია არა ისე, როგორც წმინდა წიგნში წერია, არამედ როგორც კირჩხიბი გადაწყვეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ანათემას გადაგცემთ და ყურადღებას არ მიაქცევთ, თუ ვინ ხართ.

ლომი – გვირგვინი არ გიჭერს?

ლომის შემხედვარე მისი მოშურნეები ფიქრობენ, რომ მისი თავიდან გვირგვინი არ ჩამოვარდება.

სინამდვილეში ლომს თავზე არანაირი გვირგვინი არ აქვს, ეს მხოლოდ მოჩვენებითია. გვირგვინი რომ ნამდვილად რომ ჰქონდეს, ლომს არ დააინტერესებს, თუ მასზე რას ფიქრობთ. და თუ მასზე ცუდად ფიქრობთ, შემდეგს გეტყვით: სჯობს გვირგვინი ჰქონოდა, რადგან ლომს კბილები აქვს. საბედნიეროდ, თავს მხოლოდ ერთხელ დაგესხმებათ, რადგან სამეფო საქმეებით არის დაკავებული. ასე რომ თუ აცდება, გაიხარეთ. და ისეთი სახე მიიღეთ, თითქოსდა მოჩვენებით გვირგვინს ნამდვილად ხედავთ.

ქალწული – უგრძნობი მანიაკი

ზოდიაქოს ყველაზე უგრძნობი მანიაკის სტატუსს ქალწული სიხარულით და სიამაყით ატარებს, მხოლოდ კისერზე ჟღარუნა აკლია. რის წყალობით, ზოგიერთი გამჭრიახი ადამიანის დასკვნის გაკეთებას მოახერხებს, ხოლ მათ ვისაც გამჭრიახობა აკლიათ, ვკითხავთ: არ გეჩვენებათ, რომ თუ ვინმე მასზე სტერეოტიპს სიამოვნებით ღებულობს, აქედან რაღაც სარგებელს ელოდება?

აი, ქალწულს ნამდვილად აქვს: ყველა ფიქრობს, რომ ის უგრძნობი არსებაა და მისგან ადამიანურ საქციელს არავინ ელოდება. ხოლო როცა მის ადამიანურ ბუნებას ავლენენ, ყველა გაოცებული და  ბავშვივით ბედნიერია. აი ასე, ჩვეულებრივ ადგილას შეიძლება მორალური დივიდენდები მიიღოთ! ისწავლეთ!

სასწორი – ასეთი მოულოდნელი, წინააღმდეგობებით აღსავსე

სასწორის განწყობა ისე სწრაფად იცვლება, როგორც მთიდან დაშვებული მოთხილამურის მიერ დანახული სურათები. ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ სასწორს გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, სანამ ყველა „კი“ და „არას“ 100500-ჯერ არ აწონის.

ყურადღება კითხვა მოყვარულებისთვის: არ გიფიქრიათ, რომ სასწორის ანგარიში საშუალებას გაძლევთ ამ სისულელეზე დრო დახარჯოთ? პასუხი: მათ ყველა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, სანამ დანარჩენები სამყაროს ჯერ კიდევ იმას ეკითხებიან „ვინ ვარ?“ და „ეს ყველაფერი რისთვის არის საჭირო?“. სასწორი ამ დროს უკვე ლურჯ და წითელ კაბას შორის არჩევანი გააკეთონ.

მორიელი – ნამდვილი ალქაჯი

საზიზღარი და გულგრილი ურჩხული და ჭორების მიხედვით თავად ბნელეთის მოციქულის ტყვე – წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენ თაღლითობას როგორ ახერხებს. აი, მორიელის მიმართ ასეთი სტერეოტიპი არსებობს.

მორიელი სინამდვილეში ასეთი არ არის? მოტყუვდით? ნამდვილად ასეთია, ნამდვილად! მორიელი იდეალური სარკეა და ძალიან უყვარს იმის არეკვლა, რასაც აჩვენებენ – მართალია, ათმაგად გაზრდილი სახით. რას ამბობთ, მსგავსი არაფერი არ გინახავთ? ბოდიში, დაგვავიწყდა აღგვენიშნა:სტერეოტიპი „მორიელის ყველაფრის გამჭოლი თვალით დანახვა შეუძლია“ – სტერეოტიპი უკვე აღარ არის.

მშვილდოსანი  – ჩვენი მეგობარი

მუდმივად ოპტიმისტი, შესანიშნავი მეგობარი „შენი მეგობარი“ – აი, ყველაზე რომ მსგავსი სტერეოტიპი ჰქონდეთ. თუმცა მშვილდოსანს ეს არ მოსწონს. და ჩვენ არ ვიცით, რატომ: იმიტომ, რომ ირგვლივ ყველა სულელია, რომლებიც თავისუფლება და ხელმისაწვდომ თავისუფლებას ერთმანეთში ურევენ. ასე რომ, მშვილდოსანი სტერეოტიპის გამო ყველაზე მეტად იტანჯება. ანუ დაიტანჯებოდა, ამისკენ მიდრეკილი რომ იყოს. თუმცა, სტერეოტიპი არ იტყუება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს