სომხური ხაშლამა: სწორად მომზადებულ ხაშლამაში უნდა იყოს 10 სახის სუნელი და არ უდნა იყოს კარტოფილი

7760

კავკასიური სამზარეულო ცნობილია თავისი რეცეპტებით, რომლითაც ხორცი მზადდება. ერთ-ერთ ასეთ ცნობილ კერძს წარმოადგენს სომხური ხაშლამა, რომელიც იდეალურად შერწმული ხორცისა და ბოსტნეულ-მწვანილისგან შედგება. ხაშლამის ვარიანტები უამრავია მათ შორის საქართველოშიც

თუმცა მომზადების პრინციპი ყველგან ერთია: ნაჭრებად დაჭრილი ხორცი და ბოსტნეული ფენებად ლაგდება სქელძირიან ქვაბში, შემდეგ კი იშუშება საკუთარ წვენში. მომზადების პროცესში ხორცი ნაზი ხდება, ხოლო ბულიონი ბოსტნეულით, სანელებლებით და სუნელებით გაჯერდება.

როგორ მოვამზადოთ სომხური ხაშლამა

ასეთი ხაშლამის შემადგენლობაში ტრადიციულად შედის ხახვი და ტკბილი წიწაკა. ხშირად უმატებენ სტაფილოს, უფრო იშვიათად – ბადრიჯანს და კარტოფილს. ტომატს უმატებენ სოუსის ნაცვლად, რაც მზა კერძს სასიამოვნო გემოს სძენს.


ამბობენ, რომ ნამდვილი ხაშლამა 10 სანელებელს უნდა შეიცავდეს. სხვადასხვა სანელებლების შერწყმით კი თქვენ ყოველ ჯერზე ფაქტიურად ახალ კერძს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ძროხის ხორცი
  • 500 გრ პომიდორი
  • 500 გრ ხახვი
  • 500 გრ ბულგარული წიწაკა
  • 300 გრ სტაფილო
  • კარტოფილი სურვილისამებრ
  • 20 გრ ნედლი კამა
  • 20 გრ ნედლი რეჰანი
  • 50 გრ ნედლი ოხრახუში
  • 3–4 კბილი ნიორი
  • მარილი და სუნელი ხორცისთვის, გემოვნებით.

მომზადების წესი:

1.დაჭერით ხორცი მსხვილ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და სუნელები, გადაურიეთ, დააყენეთ ნახევარი საათით.

2.დაჭერით ხახვი ნახევარ წრეებად, ხოლო ბულგარული წიწაკა წვრილად. სტაფილო დააქუცმაცეთ.

3.პომიდორი გარეცხეთ. ბასრი დანით გაუკეთეთ ჯვარის ფორმის ჭრილი. ის უნდა გაუკეთოთ გვერდებიდან ურთიერთ საპირისპირო მხარეს. ჩაალაგეთ პომიდორი მდუღარე წყალში და გააჩერეთ 2 წუთით.

4.ქაფქირის დახმარებით ამოიღეთ ბოსტნეული ადუღებული წყალიდან და რამოდენიმე წუთით მოათავსეთ ცივ წყალში –  ამ დროის განმავლობაში ის მოსწრებს გაცივებას იმ დონემდე, რომ თქვენ მოახერხოთ კანის გაცლა, გაფრთხილდით არ დაიწვათ.
5.გაასუფთავეთ პომიდორი, მოაჭერით ყველა ზედმეტი ნაწილი და დაჭერით ტომატის რბილობი არცთუისე დიდ ნაჭრებად.  შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვირებული პომიდორიც, კანის გარეშე. ეს გაგიადვილებთ მიზანს.

6.მწვანილი გარეცხეთ და გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი შეკარით კონად.
7.დარჩენილი მწვანილი კი დაჭერით.
8.ნიორი დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეურიეთ დაწუცმაცებულ მწვანილს
9.ქვაბის ძირზე მოათავსეთ ხორცი. მის ზემოდან კი მოათავსეთ ხახვის და პომიდორის ფენა, შემდეგ ბულგარულის და სტაფილოს ფენა.

10.ზემოდან მოაყარეთ მწვანილი და დააფარეთ თავსახური
11.ხორცი 2,5 საათის მანძილზე  დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ.

12.მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე ჩაამატეთ ნიორისა და მწვანილის დანაყული ნაზავი. კერძს მადების დროს გადარევა არ სჭირდება.
13.ამგვარად სომხური ხაშლამა მზად არის!

სინამდვილეში ხაშლამა გემრიელი ახალმომზადებული არის, რადგან გაცივების შემდეგ როგორც არომატს ასევე გემრიელ ფორმებსაც კარგავს.

ეს კერძი რეკომენდირებულია ხანგრძლივი სუფრების დროს, რაღათქმაუნდა ღვინოსთან ერთად. ის საკმაოდ კალორიული, არომატული, კოლორიტული და ვინაიდან მასში უამრავი ბოსტნეულია სასარგებლოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს