როგორი სიყვარული შეუძლია ქალ კირჩხიბს – ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

2750
როგორი სიყვარული შეუძლია ქალ კირჩხიბს - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
როგორი სიყვარული შეუძლია ქალ კირჩხიბს - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ქალი კირჩხიბი სულიერად მდიდარი ადამიანია, რომელსაც წვრილი სულიერი ორგანიზაცია აქვს. იმდენად წვრილი, რომ მისი შემჩნევა თავად მას უჭირს. მიდრეკილია მისტიური აზროვნებისკენ: სჯერა ჰოროსკოპის, კარმის, სულის გადასვლის და სამყაროს სამართლიანი ბუმერანგის შესახებ, რაც ხელს არ უშლის იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი. ტოტემური ცხოველი – მალვინა. არც ერთი ხის ბურატინო მის სახლიდან მშიერი და თავიდან აღზრდის გარეშე არ წავა. სასიცოცხლო კრედო „ვინ თუ არა მე“, დევიზი „უფრო ცუდად არ გახდეს“

დადებითი თვისებები

ქალი – დედა. ამასთან ყველა ცოცხალი არსების დედა. კირჩხიბი ყველას მიმართ დედობრივ ზრუნვას იჩენს, ვისაც ახლობლად თვლის. ასევე შეიძლება ზრუნვა გამოხატოს მათ მიმართ, ვისაც ახლობლებად არ თვლის. იმ შემთხვევაშიც თუ მათ ზრუნვა არ სჭირდება და ხელიდან დასხლტომას ცდილობენ. როგორც წესი, საკმაოდ ჭკვიანია და ოცნებობს რომ გახდეს ცნობილი – მაგრამ ჯერ საქმეა, შემდეგ გართობა! თუ „გართობაზე“ დრო მაინც რჩება, წარმატებას აღწევს, მაგრამ ვარსკვლავური ავადმყოფობა არასდროს არ ემართება. ნამდვილად წარმოუდგენელი მოთმინება და პატიების უნარი აქვს. თუმცა, სად არის ზღვარი, უცნობია. ნამდვილი სუპერი გმირი ქალი: ქალი – სტაბილურობა.

უარყოფითი თვისებები

ნებისმიერი ცვლილების პანიკურად ეშინია და ტრადიციებს ჯიუტად იცავს, ამასთან სხვებსაც იმავეს გაკეთებას აიძულებს. გულწრფელად სწამს, რომ ნათელმხილველობის უნარით არის დაჯილდოებული, ამიტომ მომავლის წინასწამეტყველება მისი წმინდა მოვალეობაა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კირჩხიბი ყოველთვის ერთსა და იმავეს გაიძახის: ჭირი, სენი, შავი ჭირი, ქრონიკული დიარეა და აპოკალიფსი. ერთადერთ გამონაკლისს მისი ახლობლები წარმოადგენენ. იმ გაგებით, რომ მათ სამმაგი მოცულობით ამას უჩურჩულებს. კირჩხიბის გადარწმუნება შეუძლებელია: ის უბრალოდ ჭურვში დაიმალება, სადაც ვერ მისწვდებით. მალე ბრაზდება, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც კანფეტი წაართვეს: ნებისმიერი გაუფრთხილებელი სიტყვა მას ფარულ აზრზე აფიქრებინებს და კიდევ სამი დღე ამაზე გაბრაზებული იქნება. კითხვაზე „რა მოხდა“ ყოველთვის პასუხობს „არაფერი“, თან ისეთი ტონით, რომ იმწამსვე ქვესკნელში ჩასვლის სურვილი გაგიჩნდებათ.

სიყვარული

კირჩხიბს სიყვარულის ეშინია, რადგან იცის, რომ სიყვარული  მის მშვიდ სამყაროს თავდაყირა დააყენებს. ეს ვის უნდა? კირჩხიბს არ სჭირდება. კირჩხიბს უნდა, რომ ყველაფერი ცოტათი უკეთესად იყოს. სწორედ ამიტომ კირჩხიბი არც საკუთარ გრძნობებს ენდობა და არც პარტნიორის საპასუხო გრძნობებს. კირჩხიბი უბრალოდ მასზე ზრუნვას იწყებს – ნამცხვრის გამოცხობა, პერანგის დაუთოება და ცხოვრების და უფროსის შესახებ წუწუნის მოსმენა. თუ სიყვარული მაინც არ დაიბადება, კირჩხიბი ძლიერ იტანჯება. დაფიქრდით! სამაგიეროდ იცოდით, რითი დაკავებულიყავით.

სექსი

კირჩხიბთან სექსი სამი სიტყვით შეიძლება აღწეროთ: ხანგრძლივი, ძვირი, გასაოცარი. ხანგრძლივი იმ შემთხვევაში, თუ კირჩხიბს ხანგრძლივი და ნაზი სექსი ნამდვილად უყვარს, თუმცა თავიდან მისი მოხიბვლა დიდხანს მოგიწევთ. ამ ეტაპზე მოუთმენლები ნებდებიან. ძვირი იმიტომ, რომ კირჩხიბი ძვირად ღირს, გადახდა მოგიწევთ. კირჩხიბი ფულს და საჩუქრებს არ ღებულობს, მხოლოდ ხელი და გული სჭირდება. ამ ეტაპზე უკვე ისინი ნებდებიან. ვისაც თავისუფლების დაკარგვის ეშინია. ხოლო ვინც ფინიშს მიაღწია გასაოცარ სექსს მიიღებენ. ზოგჯერ, თუ კირჩხიბი განწყობაზე იქნება: თავიდან დიდხანს-დიდხანს, შემდეგ ძვირად….

ქორწინება

ოჯახის შექმნაზე კირჩხიბის დათანხმება მარტივი არ არის, მაგრამ თუ მოახერხეთ, ის საკუთარ თავს ყოველმხრივ გამოავლენს: ჭკვიანი, ლამაზი და მეოჯახე. იდეალური წესრიგი სახლში, კარგად აღზრდილი ბავშვები, ქმრის ნათესავებთან კი შესანიშნავად იმეგობრებს. საყვარელ ადამიანს ყოველთვის მხარს დაუჭერს. რადგან ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარია. ხოლო თუ ოჯახურ პასუხისმგებლობას თავს აარიდებთ, კირჩხიბისგან მოგხვდებათ. ამ დროს შეიძლება ინანოთ, რომ ვიღაც მორიელი არ მოიყვანეთ ცოლად,,, მაგრამ წუწუნი გვიანია.

შეთავსება

კირჩხიბი + ვერძი

ყველაფერი ძალიან ცუდადაა. საბედნიეროდ, კირჩხიბს ინტუიცია ეხმარება, რომ მისი ბაკანი ვერძის ჩლიქების ქვეშ სწრაფად იშლება. ამიტომ ვერძ მამაკაცს არც კი უყურებს. უყურებს როგორც საყვარელ, მაგრამ სულელ კატას.

კირჩხიბი + კურო

შესანიშნავი კავშირი! კირჩხიბი ერთი ხელით ნამცხვარს აცნობს, მეორე ხელით კი უკვდავი სიყვარულის შესახებ რომანს წერს. კურო მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნავს და კირჩხიბს თავს ევლება ისე, რომ საზღვარი არ დაარღვიოს. სიმშვიდე, ბედნიერება და კეთილდღეობა.

კირჩხიბი + ტყუპები

ასეთი კავშირი იშვიათად გვხვდება: ორივეს თავდაცვის ინსტინქტი აიძულებს ერთმანეთისგან თავი შორს დაიჭირონ. კირჩხიბი გრძნობს, რომ მთელი გზა წყენის ჩუმად გადატანა და ღალატის მოთმენა მოუწევს, ტყუპები კი განსაზღვრავს ხაფანგში მოხვედრის ალბათობას ისე, რომ გაქცევასაც ვერ შეძლებს.

კირჩხიბი + კირჩხიბი

ფრთხილად, სახიფათო მომენტი! საერთოდ ერთმანეთს ეთავსებიან, მაგრამ დიდხანს და უბედურად ცხოვრების შანსი არსებობს, თუ რაღაც ისე არ წავა: ზედმეტი ძალისხმევისგან გათავისუფლებას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როცა ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება. კუბო, კუბო, სასაფლაო, და ესეც ფაქტი არაა.

კირჩხიბი + ლომი

არც თუ ისე ცუდი კავშირი: კირჩხიბი მორჩილი მეუღლის როლს თამაშობს, ლომი კი კმაყოფილის მეფის როლს. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ლომი მეფური კლანჭის ჩარჭობას არ მოეშვება, ხოლო კირჩხიბს ლომის სისულელის გადაჭარბებით შეფასება ახასიათებს. არა, ის სულელია, მაგრამ არა ამ დონეზე!

კირჩხიბი + ქალწული

იდეალური კავშირი, ერთმანეთის ზრუნვით სავსე. ორივე შეეცდება იმის შემოწმებას, საკმარისად ცხელი არის თუ არა ჩაი პარტნიორის ჭიქაში და ქუდის დახურვა ხომ არ დაავიწყდა. ასევე პარტნიორის კრიტიკება არ აწუხებთ: ისინი სიამოვნებას ღებულობენ.

კირჩხიბი + სასწორი

ყველაფერი ძალიან კარგად არის: კირჩხიბი ნაზ და ფრთხილ პარტნიორს მიიღებს, სასწორი კი მზრუნველ და ერთგულ ოჯახის დამცველს და მის ნაზ სულს ამასთან.

კირჩხიბი + მორიელი

არაფერი გამოვა: რამდენჯერმე იჩხუბებენ და შემდეგ მშვიდობიანად დაშორდებიან. ყველაფერი იმიტომ, რომ ორივეს კარგი ინტუიცია აქვთ.

კირჩხიბი + მშვილდოსანი

საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გააკეთოთ  – გაბრუნდეთ და უკანმოუხედავად გაიქცეთ. მალე, სანამ არაფერი დაწყებულა! თუმცა, ეს არის ინსტრუქცია უკიდურეს შემთხვევაში – თუ ორივეს ერთდროულად სახურავიდან აგური დაეცათ, ნორმალურ მდგომარეობაში მშვილდოსანი და კირჩხიბი ერთმანეთს უყურებენ და ცხრილს ადგენენ „არ შეხვიდე, მოგკლავენ“.

კირჩხიბი + თხის რქა

შესანიშნავი კავშირი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზე არის. თხის რქა მატერიალურ მხარეზე ფიქრობს, კირჩხიბი კი სახლში კეთილდღეობის შენარჩუნებაზე ზრუნავს. სწრაფად ახდენს იმის გაანალიზებას, რომ თხის რქას ეს ატმოსფერო არ აღელვებს, თუნდაც კარადიდან ყველა გვამი გამოიტანოთ, ის ვერაფერს შეამჩნევს, მხოლოდ იმას იტყვის, თუ რა გემრიელია წვნიანი და რა ლამაზი ცოლი ჰყავს! იდეალურია!

კირჩხიბი + მერწყული

ყველაზე ცუდი ვარიანტი ორივესთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, მას მერწყული იზიდავს და იძულებულია ათრიოს მანამ, სანამ არ ჩამოშორდება.

კირჩხიბი + თევზები

კირჩხიბი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ამ მოსაწყენი ადამიანიდან საზოგადოებისთვის სასარგებლო პიროვნება მიიღოს, ფულის გამომუშავება, ჭურჭლის დარეცხვა და იატაკის მოწმენდა აიძულოს. კირჩხიბი თევზებს გამჭოლი თვალით უყურებენ და ხვდებიან, რომ ასეთი სახლის მოყვარული არსებები ქუჩაში დაყრილი არ არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს