სიყვარული, სექსი, ქორწინება – გაიგეთ სრული სიმართლე ქალი ვერძის შესახებ

3163
სიყვარული, სექსი, ქორწინება - გაიგეთ სრული სიმართლე ქალი ვერძის შესახებ
სიყვარული, სექსი, ქორწინება - გაიგეთ სრული სიმართლე ქალი ვერძის შესახებ

ნამდვილი ვალკირიები ამბობენ, რომ ქალი ვერძი ნებისმიერი ჯოხის შეხებით ათასობით პატარა განაწყენებულ ბატკნად იშლება, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა: ისინი უბრალოდ თავს წააცლიან ნებისმიერს ისე, რომ არც გვარს ჰკითხავენ და სახის გამომეტყველებასაც არ შეეცვლებათ. ნამდვილად ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი (ვინც ახლა 40 კატის შესახებ გაიხუმრებს, ღმერთმა დაიფაროს). ფიქრობს, რომ არის „ქალღმერთი“. ცხოვრებისეული კრედო: „თავხედობა და ეგოიზმი“. დევიზი: „არ დაუსტვინოთ, თორემ გაფრინდებით“.

დადებითი თვისებები

ვერძი ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. მათ, ვინც ამ თვისებას უარყოფითად თვლის, უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ ვერძი მათზე უბრალოდ ცუდად ფიქრობს. სიჯიუტით და შეუპოვრობით გამოირჩევა: მკაფიო მიზნებს ისახავს და ყოველთვის სასურველს აღწევს, მრავალფეროვანი დაბრკოლება კონკურენტების, ცხოვრებისეული უსიამოვნებების და უცნაური ფიქრების „მგონი აზრი შევიცვალე“ სახით არ აშინებს. „ფორმულა 1“-ის სისწრაფით ცხოვრობს, ასე რომ ვისაც გზაზე თან გაიყოლებს, მას ახალი შთაბეჭდილებები ელოდება.

ნამდვილი აფთარი: ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დედლებთან შებრძოლებას ცდილობს. მამლებს, საბედნიეროდ, ყურადღებას არ აქცევს. მამლებს, რომლებიც მასთან კონკურენციას გაბედავენ, უბრალოდ თავს კვეთს.

ქალი ვერძის გამოსწორების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: დაელოდეთ, სანამ სიბერით გარდაიცვლება, გული ამოიღეთ, სხეული დაწვით, ფერფლი მჟავეში გახსენით და კანალიზაციაში გაუშვით. მაშინ შანსი გაქვთ, რომ უკანასკნელი სიტყვის სათქმელად უკან არ დაბრუნდება. თუმცა ზუსტად არავინ იცის.

სიყვარული

ვერძის აზრით, სექსი გაცნობის მიზეზი არ არის. ასე რომ თუ პირველი შეხვედრაზე ვერძთან ლოგინშიაღმოჩნდით, არ იფიქროთ რომ ეს დიდი და წმინდა სიყვარულია  – ეს თქვენი მხრინდა უბრალოდ დიდი გულუბრყვილობა იქნება. მეორე მხრივ, გამოსაცდელი სექსის გარეშე არაფრის იმედი არ უნდა გქონდეთ: ვერძის აზრით, რომანტიული ურთიერთობა სექსის გარეშე დიდი ფუფუნებაა. ასე რომ ჯერ ლოგინი, შემდეგ უკვე იმაზე ფიქრი, ღირს თუ არა შეყვარება. სინამდვილეში, პირველ რიგში, ვერძს ელვისებურად უყვარდება, ასე რომ ფიქრის დრო უბრალოდ არ აქვს, მეორე მხრივ, ეს მისი ძლიერი მხარე არ არის. აქ სიყვარულზე არ ვსაუბრობთ.

სიყვარული ზუსტად რომ ძლიერი მხარეა: სიყვარულის ობიექტს და მომხბივლელ შეხვედრებს ცაში ბრილიანტები და უცნაური ვარჯიშებიც მოჰყვება.

სექსი

„მივცე თუ არ მივცე?“  ამ კითხვას სხვა ზოდიაქოს ნიშნები ყოველთვის საკუთარ თავს უსვამენ, მაგრამ არა ვერძი, რადგან მან უნდა „აიღოს“. თუ ვერძის პარტნიორს მისი დაუფლების იდეა თავში მოუვა, ან მას დანებებას აიძულებს, დანებება თავად მოუწევს და შეიძლება მოტეხილობის გარეშე ვერც გამოძვრეს. პარტნიორი, რომელიც მეორე ნომრის როლს დათანხმდება ცაში ბრილიანტებს დაინახავს. თუ მოასწრებს, რა თქმა უნდა. ვერძი ხშირად ისე სწრაფად მოქმედებს, პარტნიორი ვერაფრის გაგებას ვერ ასწრებს: აი, მან ახლახანს ბარში ლამაზმანი მოხიბლა და უკვე ჰოპ! დაეცა, გაიღვიძა და გიფსშია. იმ გაგებით, რომ დაეცა და მხოლოდ წინდებში წევს, ვერძმა უკვე დაამთავრა, სიგარეტი მოსწია და საათს მოუთმენლად უყურებს.

ქორწინება

ვერძი ძლიერი ქალია და სუსტი მამაკაცი ქმრად არ სჭირდება. მას უნდა ძლიერი მამაკაცი, მომხიბვლელი მებრძოლი, რომელიც ყოველდღიურ მინი-აპოკალიფსს გაუძლებს. სწორედ ამიტომ, როცა ვერძი ნახულობს მამაკაცს, რომელიც მას გაუძლებს, თავს ცხვრად ასაღებს და ცოლად მიჰყვება. შემდეგ კი ყველაზე საინტერესო იწყება. ცეცხლოვანი ვერძის ალში ნებისმიერი ლითონის გაცხელებას, შემდეგ გაჭედვას შეძლებთ – ნამდვილად ლამაზი და საოჯახოდ გამოსადეგი ნივთი გამოვა. სწორედ ასე ხდება ვერძის მამაკაცების შემთხვევაში, როგორც წესი, ამით კმაყოფილნი არიან.

შეთავსება

ვერძი + ვერძი

არც თუ ისე ცუდი პროგნოზი. იმ შემთხვევაში, თუ ვერძი ვერძობას მოეშვება და მიხვდება, რომ ძალაუფლება მის ცხვარს უნდა გადასცეს. ორივე ჯიუტია, მაგრამ ვერძ ქალს გენდერული უპირატესობა აქვს, მაგ., საჭირო დროს მორალური უფლება აქვს საყვარელ ადამიანს თავში ტაფა ჩაარტყას.

ვერძი + კურო

ბედნიერი ცხოვრების შანსი იშვიათად აქვს და ისეც გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში: ვერძი, როგორც მინიმუმ 90 წლის უნდა იყოს, ხოლო კურო 25 წლის. ამ შემთხვევაშიც გამორიცხული არაა, რომ ვერძი მუდმივად კუროს თავში არ წამოარტყამს, რომ კურო სწრაფად მოტრიალდეს. და კიდევ უფრო სწრაფად იაზროვნოს.

ვერძი + ტყუპები

ნათელი, მაგრამ ხანმოკლე ურთიერთობა. სიტუაცია, რომ ვერძი ტყუპებს კასრს ესვრის ისე, რომ ტყუპები გამოფხიზლებასაც ვერ მოასწრებს.

ვერძი + კირჩხიბი

ჩემოდანი სახელურის გარეშე: ტარებაც ძნელია და მიტოვებაც. ვერძს კირჩხიბის მიტოვება უჭირს, რადგან მასში ბევრი ძალისხმევა არის ჩადებული და თითქოს უკვე ნაყოფი გამოიღო, მაგრამ ის ისეთი ნელია! კირჩხიბი, თავის მხრივ, ვერძს თავად არ მიატოვებს და კირჩხიბს ესმის, რომ ეს ქალი მას წარმატებას მოუტანს.

ვერძი + ლომი

ნამდვილი ჯოჯოხეთი: ორივე ცეცხლის ნიშანი ერთმანეთს ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობს და პარტნიორის ვნების ჯოჯოხეთის ქვაბში იხარშებიან. მთავარია, ბედნიერები იყვნენ.

ვერძი + ქალწული

მამაკაცი ქალწული იშვიათად არის ისეთი სულელი, რომ აქტიურ ვულკანს საკუთარი ნებით გაეკაროს. თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება. პრობლემა იმაშია, რომ ვერძს, როგორც წესი, ქალწული რატომღაც არ უყვარს.

ვერძი + სასწორი

კარგად აღჭურვილი ჯოჯოხეთი სასწორისთვის: ის სკანდალების მოყვარულია, ის ყველაფერს აკრიტიკებს. ის არა სიტყვებს, არამედ საქმეს მოითხოვს. მას ვნება სურს. სასწორი კი გაქცევასაც ვერ მოახერხებს, რადგან ვერძი მაინც დაეწევა და კიდევ ერთხელ მისცემს.

ვერძი + მორიელი

ის იშვიათი შემთხვევა. როცა პლუს დამატებული პლუსი იძლევა – ვერც კი დაიჯერებთ! კვლავ პლუსს. კედელზე თავის რტყმევით მათ თანასწორი არ ჰყავთ, მაგრამ ვერძი, როგორც წესი, ამას განსაზღვრული მიზნით აკეთებს, მორიელი ხელოვნების მიმართ სიყვარულის გამო. ასე რომ, როცა ვერძი მორიელის დამანგრეველ ძალას საჭირო რელსებზე გადაიყვანს, მათი საერთო ბედნიერება, მშვიდობა და კმაყოფილება დაისადგურებს. ანუ ბედნიერება, სკანდალები, თბილი ჩხუბი.

ვერძი + მშვილდოსანი

ორი ცეცხლოვანი ნიშნის შესანიშნავი კავშირი, სადაც სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, ამასთან ერთ დღეში. მეორე მხრივ, მთავარია მათ ერთმანეთი მოსწონდეთ.

ვერძი + თხის რქა

გსმენიათ ხუმრობა იმის შესახებ, თუ ადამიანი სასიკვდილო როგორ ვცემოთ მხოლოდ ჩაის პაკეტით? თქვენი ფსონი გააკეთეთ: ჩვენი ჯადოსნური ბურთი ირწმუნება, რომ ჩაის პაკეტი ვერძის ხელში უკვე პირველი კვირის შემდეგ ხვდება. ვინ მისცემს მეტს? მსურველი არავინ არის?

ვერძი + მერწყული

ბრძოლა თანასწორი იყო: ვერძი დაუღალავად ეცდება მერწყულს კედელზე თავი არტყმევინოს, რომ რაღაც სასარგებლო მაინც შეაგონოს, თუმცა ეს არ იმუშავებს. ოს ხის არის, მაგრამ სხვათა შორის, ეს მოსწონს.

ვერძი + თევზები

თუ თევზები ნამდვილად ნიჭიერი შემოქმედებითი პიროვნება არის და საკუთარი თავის შესახებ რაღაც წარმოდგენები არ აქვს, მაშინ მათი კავშირი ხელსაყრელია: ვერძი ეცდება ამ სულელურ სამყაროში საკუთარი თავისა და მისი პარტნიორის გულისთვის იბრძოლოს და ნამდვილად ღირებულს შექმნიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს