ყველაზე გულწრფელი ჰოროსკოპი: გაიგეთ სრული სიმართლე ქალი ლომის შესახებ

2765

ჩვენ გადავწყვიტეთ სიმართლე გითხრათ თქვენს შესახებ. ამ შემთხვევაში და ლომის შესახებ ჭეშმარიტებას დავადგენთ.

როგორია ის?

პრინცესა არა, დედოფალი. და არა მარტო ის თავად ფიქრობს ამას, არამედ აქვს მთელი რიგი აუცილებელი თვისებები. არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია მისი გენეტიკა, მისი სილამაზე კაშკაშებს. მისი დევიზია “ყველა ქალი ჩვეულებრივი ქალია, მე კი ქალღმერთი ვარ!”

დადებითი თვისებები

კარგი, კეთილშობილი, მისი ჩვევები არ არის ძველმოდური: უყვარს ყველაფერი, მათ შორის საკუთარი სახლი, საჩუქრის ჩუქება მეზობლებისთვის, კარგი საკვები, სახლი გემოვნებიანად აქვს მოწყობილი და უყავრს დამოუკიდებლობა. ის არასდროს არავის აყენებს შეურაცხყოფას და იშვიათად უშვებს შეცდომებს შეცდომებს და შეუძლია შეცდომების აღიარება, ვინაიდან მიაჩნია, რომ ყველა შეიცვლება შეცდეს. ქედან გამომდინარე, მას ყველა პატივს სცემს.

უარყოფითი თვისებები

ისინი ეგოისტები არიან და ყოველთვის პირველი ადგილის დაკავება სურთ. ის ყველაფერს აკეთებს, რომ მიზანს მიაღწიოს და საკუთარ მიზანს ყოველთვის ყველაფერზე წინ აყენებს. ის არ მოითმენს კრიტიკსა და ხუმრობები. ის აუცილებლად იძიებს შურს ყველაფრის გამო, თუ ის რამის გამო არ შეაქეს ამას ძალიან განიცდიან. ის ყველასგან მაქსიმალურის გაკეთებას ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ იცის ზოგჯერ სხვას ეს არ შეუძლია.

სიყვარული

ლომს ძალიან უყვარს სიყვარული და შეყვარებული ყოფნა. თუმცა ის ხშირად ამის გამო იტანჯება. მან არ იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ მისი ვნების ობიექტი არაფრად არ აგდებს. თუმცა მას შეუძლია საყვარელ ადამიანს ყველაფერი გაუკეთოს, ის ყოველთვის კარგად სწავლობს ობიექტს, ყურადღებით ეცნობა მას და შემდეგ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი გული მოიგოს. და მიაჩნია, რომ ამის გაკეთება მისი ვალია.

სექსი

ლომს ყველაფრის თეატრალიზება უყვარს, მათ შორის სექსისაც. მას განუსაზღვრელად დიდი ენერგეტიკა აქვს და  სამწუხაროდ, ენერგეტიკის მნიშვნელოვან ნაწილს ეს ყველაფერი ეწირება და ზოგჯერ რჩება ძალიან ცოტა სექსი. თუ თქვენ ოდესმე გიცდიათ ველური კატის განადგურება, მაშინ აუცილებლად გაიგებთ, რაზე ვსაუბრობთ.

თავსებადობა

ლომი + ვერძი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები ტემპერამენტით ერთმანეთთან ახლოს არიან, აღნიშნული კავშირი ვერ იარსებებს რეალური და ღრმა სიყვარულის გარეშე. ლომებს თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი დაბრკოლება ცხოვრებასა და სიყვარულში, მაგრამ არა ქორწინებაში. ორივე პარტნიორს თითქმის ერთნაირი ვნება აქვს, თუმცა ვერძის ეს თვისება ციკლით მიმდინარეობს, ხოლო ლომი შეიძლება შეუჩერებლად სულ აღგზნებული იყოს დღე და ღამე. ეს ერთ-ერთი არსებითი სხვაობაა მათ შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური ბიუჯეტი და სხვა შემოსავლები უნდა იყოს ვერძის ხელში, წინააღმდეგ შემთხვევაში ლომი უნიათოდ გახარჯავს ყველაფერს. ასთი წყვილის ქორწინება ბედნიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლომი შეასრულებს ვერძის ყველა მოთხოვნას და სრულად დაემორჩილება მას, თუ არადა განქორწინება გარანტირებულია.

ლომი + კურო

ფიზიკური ლტოლვის მიუხედავად, მყარი კავშირის იმედი ნაკელბია. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არცერთ მათგანს დაქვემდებარება არ შეუძლია. ეს იწვევს მუდმივ კამათს, ჩხუბს, გაუგებრობას. კუროს უნდა, რომ აფასებდნენ, ლომს სურს, რომ მის წინაშე ქედი მოიხარონ. ვერცერთი მათგანი ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება. ამასთან, ლომი გულუხვი და ექსტრავაგანტულია, კურო კი ხელმომჭირნე. ყველაზე დიდ კონფლიქტს იწვევს კუროს წესრიგისადმი და ლომის ყველაფრის ერთ ჯერზე დაუფლებისადმი მიდრეკილება. შესაბამისად, სჯობს ასეთ კავშირს თავი აარიდოთ.

ლომი + ტყუპები

ეს წყვილი ვნებიანი საყვარლები არიან, ერთმანეთს ჭშმარიტ სიამოვნებას ანიჭებენ. თუმცა ტყუპების დამცინავმა ტონმა შესაძლოა ლომი წყობიდან გამოიყვანოს, რის გამოც ლომი მეტ პატივისცემას მოითხოვს. საზოგადოებაში ერთმანეთის დაჩრდილვას ცდილობენ, თუმცა ასეთი წვრილმანი კინკლაობის ფონზე, ერთმანეთისგან სიამოვნებას უფრო მეტს იღებენ და მოსწონთ კიდეც ზოგჯერ ერთმანეთის გაღიზიანება. ორივეს უყვარს მხიარულება და სექსის დროსაც იდეალურად გრძნობენ თავს.

ლომი + კირჩხიბი

თუ კირჩხიბი მზად არის ლომთან ურთიერთობისთვის, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ვნებიანი კავშირი და წარმატებული ქორწინება. კირჩხიბი უნდა შეეგუოს ლომისთვის დამახასიათბელ ემოციურ აფეთქებებს. დანარჩენ ურთიერთობებში გულუხვი, გულახდილი, ძლიერი ლომი — სწორედ ის არის, ვისაც ეძებს კირჩხიბი. შესანიშნავი ინტუიცია კირჩხიბს კარნახობს თუ როგორ უნდა მოიექცეს ამაყ ლომს. კირჩხიბმა იცის – იმისათვის, რომ ლომი ალერსიანი ფისოსავით აკნავლოს, საჭიროა მისით აღფრთოვანდეს და დიდი დოზით ეპირფეროს. ლომი საძინებელში მმართველია, თუმცა კირჩხიბისთვის ზოგჯერ ძალიან სწორხაზოვნია სექსში. ლომის სიცოცხლისმოყვარულობა ახალისებს სენტიმენტალურ კირჩხიბს.

ლომი + ლომი

როცა მეფე და დედოფალი ერთად გამოჩნდებიან, ყველა მათ უყურებს. ეს წყვილი შესანიშნავად ეწყობა ერთმანეთს სექსში – მათ დიდი ვნება აერთიანებთ. ორივე რომანტიკულია, ნათელი, ცხოვრების მოყვარული და სექსუალურია. მთავარი შეკითხვა: ვინ იქნება ლიდერი? მამაკაც ლომს ძალიან უჭირს ადგილის დათმობა მისნაირი ძიერი და ძალაუფლების მოყვარე პიროვნებისთვის, თუმცა ამ წყვილის ერთად ყოფნის შემთხვევაში სწორედ ეს არის საჭირო. ყოველ მათგანს არამარტო ტახტრევანზე ჯდომა, არამედ ძალაუფლების რეალურად გამოყენება სურს, ასევე უნდა, რომ მეორე ნახევრის უკან მდგომი ძლიერი ძალა და დასაყრდენი იყოს. ისინი შესანიშნავი საყვარლები და საინტერესო მოწიინააღმდეგეები არიან.

ლომი + ქალწული

ლომს იზიდავს ქალწულის გონიერება, თუმცა ეს უკანასკნელი ვერ იხიბლება ლომით, ვერ უგებს მას. თავის მხრივ, ლომი ვერ იღებს იმ სექსუალურ ვნებასა და სიამოვნებას თავშეკავებული ქალწულისგან, რომლის მოთხოვნილებაც აქვს. ქალწული პრაქტიკული და ფრთხილია, ხოლო ლომი ექსტრავაგანტური და არარაციონალური. ლომს ხელგაშლილად ცხოვრება უყვარს, ქალწული კი კონსერვატორი, ეკონომიური და მოკრძალებულია, რაც ლომის ცეცხლოვანებას აქრობს. მიუხედავად ყველაფრისა, ქალწული უფლებას არ მისცემს ლომს მასზე იმბრძანებლოს. ლომს ლაქუცი, მოფერება და ქება უყვარს, რასაც ქალწული ნაკლებად გააკეთებს, ამიტომ, სჯობს მათ სხვა პარტნიორები მოძებნონ.

ლომი + სასწორი

ლომის შემოქმედებითი მხარე კარგად ეწყობა სასწორის მხატვრულ და ესთეტიურ მოთხოვნებს. სუფთა ფიზიკური ასპექტი სიყვარულში უფრო მეტად ლომს აინტერესებს, ვიდრე მის პარტნიორს, მაგრამ სისხარტე და ვნებიანობა საშუალებას მისცემს ლომს დაიპყროს სასწორის გული. ორივე ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებაზე და ლომი მათ შორის იქნება უფრო გავლენიანი. ფინანსურად გაუჭირდებათ, რადგან ორივე მფლანგველია და საკუთარი თავის წარმოჩენა უყვართ ამ მხრივ ყველგან. ყოველი მათგანი ეცდება აჯობოს მეორეს იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციოს. საძინებელში ლომი იქნება მბრძანებელი, მას ეს ზოგადად ძალიან მოსწონს.

ლომი + მორიელი

მათ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ, იზიდავთ სექსუალურად. თუმცა, ლომს ძალიან უჭირს მორიელის ეჭვიანობასთან და მესაკუთრე ხასიათთან შეგუება. ლომისთვის მორიელი კაპრიზული და თავშეუკავებელია, ხოლო ლომი ამ უკანასკნელისთვის ზედმეტად ტრაბახა, მას არ ესმის ლომის მოთხოვნების თუ რაში სჭირდება მუდმივად აღფრთოვანებული აუდიტორიის წინაშე ყოფნა. მორიელისთვის უმჯობესია თავად განაგებდეს, ვიდრე აღფრთოვანდეს, რაც ცხოველთა მეფეს არანაირად არ აწყობს. ეს წყვილი ძალიან მალე გაარკვევს, რომ სექსი ყველაფერი არ არის. საკმარისზე მეტი შეუთავსებლობის გამო ეს კავშირი არათუ საჭვო, არამედ უპერსპექტივოა.

ლომი + მშვილდოსანი

ლომი ბოლომდე იხიბლება ოპტიმისტი და ექსტრავერტი მშვილდოსნით, ხოლო სიამოვნების მოყვარული მშვილდოსანი აღფრთოვანებაში მოდის სიცოცხლისმოყვარული და მიწიერი სიამოვნებებისთვის გახსნილი ლომით. ორივეს ახასიათებს თავისუფლების სიყვარული, მოსწონთ თავგადასავლები, ვნებიანები არიან სექსუალურ ურთიერთობაში, ლომი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ბოლომდე მოიპოვოს მშვილდოსნის ერთგულება. ლომის თანდაყოლილი ლიდერობის თვისება ხიბლავს მშვილოდსანს და ხელს უწყობს მას ამის გამოვლენაში. ტემპერამენტის და ხასიათის თანხვედრა წარმოადგენს ამ ნიშნების წარმატებული კავშირის საწინდარს.

ლომი + თხის რქა

ფრთხილი, პრაქტიკული თხის რქა ცდილობს ალაგმოს ექსტრავაგანტული და ხელგაშლილი ლომი. ორივე ნიშანი ძალიან სექსუალურია, თუმცა არსებითი სხვაობებით. ლომს ღია, თამამი სექსი სურს, რომლის უზრუნველყოფაც თხის რქას არ შეუძლია. ლომი თხის რქას თვლის ცივ ადამიანად, რადგან ზედმეტად თავშეკავებულია, არ ახასიათებს გრძნობების გამოხატვა და არასოდეს აგრძნობინებს სითბოს, აღფრთოვანებას, ვნებიან შექებას ლომს, რომელიც მას ძალიან სჭირდება. არცერთი მათგანი არ არის დამთმობი და უფლებას არ მისცემს პარტნიორს იმბრძანებლოს მასზე. საბოლოოდ მათი კავშირი დაშორებით დასრულდება.

ლომი + მერწყული

თავიდან ეს ნიშნები ერთმანეთის მიმართ მიზიდულობას გრძნობენ, მაგრამ მერწყულის თვისება მუდმივად გააანალიზოს და გააკრიტიკოს პარტნიორი, ლომის თავმოყვარეობას და თავდაჯერებულობას ძალიან ლახავს. მერწყულის მხრიდან სიყვარულის მიმართ არატრადიციული მიდგომის და მისი ექსპერიმენტებისაკენ მიდრეკილების გამო ლომი შეშფოთბას ვერ მალავს. ორივე ნიშანს უყვარს ელიტაში ტრიალი, ახალი ნაცნობების გაჩენა. ლომი კეკლუცია, ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს, რაც აღიზიანებს მერწყულს, რომელიც თავის მხრივ იმდენად დამოუკიდებელია, რომ ვერასოდეს შეძლებს ლომის ქვეშევრდომობას. ამ წყვილს შორის ძალიან ბევრი უთანხმოებაა, თუმცა, საბოლოოდ ისინი ახერხებენ წინააღმდეგობების გადალახვას. ასეთი წყვილის კავშირი განქორწინებით იშვიათად სრულდება.

ლომი + თევზები

ლომი აქტიურია, ძალაუფლების მოყვარული, თევზები – არამიწიერი, რბილი ნიშანია. ისინი ერთმანეთს აინტრიგებენ თავიანთი სხვადასხვაობით, თუმცა ეს მათ ურთიერთობაში რაიმე დამატებით შემავსებელი ნამდვილად არ არის. ლომის მშფოთვარე, ექსტრავაგანტური ნატურა ვერანაირად ვერ ნახულობს ჩაკეტილ და რომანტიულ თევზებთან საერთოს. ლომს საყოველთაო აღიარება სურს, თევზებს კი თავისთვის წყნარად ცხოვრება ურჩევნია. ორივეს ურჩევნია უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე გასცეს. ლომს არ მოსწონს თევზების ზედმეტად მგრძნობელობა და საბოლოოდ ძალიან სწრაფად კარგავს მისდამი ინტერესს. ამ ნიშნებს შორის შემდგარი ქორწინებას ან კავშირს ელის სრული კრახი და ფიასკო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს