4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთათვისაც ერთი პარტნიორი საკმარისი არაა

2134
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთათვისაც ერთი პარტნიორი საკმარისი არაა
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთათვისაც ერთი პარტნიორი საკმარისი არაა

როცა საქმე სიყვარულს ეხება, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი პარტნიორის პოვნა არის. სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ცხოვრების მანძილზე ბევრი ადამიანის შეხვედრა გვიწევს, რომლებიც მზად არიან გული გაგვიტეხონ.

ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ სადღაც იდეალური ადამიანი გველოდება. ეს ადამიანი თქვენი მონათესავე სულია.

რა არის მონათესავე სული? ადამიანი, რომელიც კონკრეტულად თქვენთვის არის შექმნილი. ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად სულის სიღრმემდე გაგიგებთ.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ასეთი შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს, თუმცა ასტროლოგია თვლის, რომ ადამიანების განსაზღვრული ჯგუფისთვის ერთზე მეტი მონათესავე სული არსებობს.

აი, ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ორი და უფრო მეტი მონათესავე სულის პოვნის შანსი აქვთ:

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ტყუპებს ერთდროულად ერთზე მეტი მონათესავე სულის მიზიდვა შეუძლიათ – ამაში, ვერაფერს გახდებით, ნიჭიერები არიან. თავისი ინდივიდუალურობის ორი ნაწილის წყალობით, ტყუპებს ორმაგი თვისებები აქვთ, რომლებიც შეიძლება სხვა ადამიანში იპოვონ.

ამ ნიშნის წარმომადგენელი კომუნიკაბელური და მხიარული არის, სწორედ ამიტომ მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს იპოვოს ის, ვინც მოეწონება.

ასტროლოგი ჯუდი ვიტალის თანახმად, ტყუპებს ერთდროულად ორი სრულად განსხვავებული ადამიანის მოხიბვლა შეუძლიათ და სულ სხვადასხვა მიზეზის წყალობით.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

სასწორი ბევრი მონათესავე სულისთვის უფრო მეტად გახსნილი არის. ის ცხოვრებაში ბალანსს ეძებს, მაგრამ სიყვარული თავისი ბუნებით რთულია – სწორედ ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელი სიყვარულს ყველგან კარგს უღებს, სადაც კი შეხვდება.

როგორც „ორპირი ზოდიაქოს ნიშნები“ სასწორი, ტყუპები და თევზები დიდი ალბათობით ცხოვრებაში ბერვ მონათესავე სულს იპოვიან.

ეს იმის გამო ხდება, რომ ისინი საკუთარ თავს ღრმა გრძნობის და მნიშვნელოვანი ურთიერთობის დაწყების უფლებას აძლევენ, ბევრ სასიყვარულო შესაძლებლობას კარს უღებენ.

მორიელი (23 ოქტომბერი  – 21 ნოემბერი)

მორიელი სიყვარულში შეიძლება იდუმალებით მოცული და ჩაკეტილი იყოს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ როცა მისთვის საინტერესო ადამიანს პოულობს, მას ეჯაჭვება და ხელს არ უშვებს.

მათ ინტენსიურობა სწადიათ, რომელიც მხოლოდ ღრმა, მნიშვნელოვან ურთიერთობას აქვს და ისინი ადამიანების შეცნობას სულიერ დონეზე ახდენენ.

როგორც კი მორიელი ვინმეს გულში ხვდება, მას სიყვარულით ავსებს. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორიელს ერთდროულად ორი ადამიანის მიმართ სიყვარულის განცდა არ შეუძლია.

მონათესავე სულის ძიებაში მათ შეიძლება ორი საინტერესო ადამიანი იპოვონ და მიეჯაჭვონ იმის შიშით, რომ შეიძლება რაღაც განსაკუთრებული დაკარგონ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

თევზების და მათი მიჯაჭვულობის შესახებ ვიტალის თეორია გაოცებას იწვევს. ის ამტკიცებს, რომ თევზები ძლიერი ინტუიციის წყალობით მონათესავე სულს სხვებზე უფრო უკეთ ამოცნობას ახერხებს.

სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობა არსებობს, რომ იპოვიან იმას, ვინც მისთვის იდეალური პარტნიორი იქნება.

თევზს ასევე კარგად ესმის, რომ სამყაროში მილიარდობით ადამიანი არსებობს და თითოეულში შესაძლებლობა არსებობს. სწორედ ამიტომ ყოველთვის მზად არიან ახალ ნაცნობობას გული გაუღონ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი მონათესავე სულის ძიებაში ყველაზე უფრო კარგი ინტუიციით არიან დაჯილდოებულნი, ადამიანებში სხვებიც არა ნაკლებად ერკვევიან.

თქვენ მერწყული, ვერძი, კირჩხიბი, ლომი, კურო ან ქალწული ხართ? თუ რომანტიკასა და სიყვარულზე ფოკუსირებას მოახდენთ და მათ ძიებას დაიწყებთ  – აუცილებლად იპოვით!

ახლა უკვე იცით ცოტა მეტი რამ მონათესავე სულის და იმის შესახებ, თუ ვის უფრო უადვილდება მისი პოვნა. გახსოვდეთ – თითოეულ ადამიანს, როგორც მინიმუმ ერთი მონათესავე სული მაინც ჰყავს.

თქვენ უკვე იპოვეთ თქვენი მონათესავე სული?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს