ქერტლი და თმის ცვენა არის საერთო პრობლემა, რომლებიც ხშირად წარმოიქმნება ხანგრძლივი სტრესი შემდეგ, ან მაშინ, თუ ცუდი ხარისხის თმის მოვლის საშუალებებს იყენებთ. სტატისტიკას თუ ვენდობით, პლანეტაზე ყოველ მეხუთე ადამიანს ეს პრობლემა აქვს.
ქერტლი ქმნის საშინელ დისკომფორტს და ხშირად გვაკომპრექსებ. გარდა ამისა, თმის ცვენა და ქერტლი ხელს უშლის მნიშვნელოვანი უჯრედების განახლების პროცესებს.
ფართოდ რეკლამირებული შამპუნები და სხვა ცნობილი ბრენდები ყოველთვის არ დაგეხმარებათ. ნუ გადაიხდით უამრავ ფულს, ჩვენ მოგიყვებით იმ საშუალებების შესახებ, რომლებიც ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
1. ტარის საპონი
ეს საშუალება არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და ხელს უწყობს ქერტლის გაქრობას. ეს არის ძალიან ეფექტური, უნიკალური ბუნებრივი მეთოდი.
გამოყენებისას, აუცილებელია თმა იყოს კარგად სველი, პირველად ტარის საპონი წაისვით თმის ძირებზე და შემდეგ მთელს თმაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ. ამ პროდუქტის გამოყენების შემდეგ წაისვით ბალზამი ან მკვებავი. რეგულარული გამოყენებისსას ორ კვირაში ქერტლი გაქრება.
2. ზღვის მარილი
ქერტლს და თმის ცვენას იდეალურად შველის ზღვის მარილი. იგი აღადგენს თმის ძირებს და ხელს უწყობს თმის ზრდას. ზღვის მარილის შემადგენლობაში ელემენტების დიდი რაოდენობაა, რაც ხელს უწყობს ქერტლის მოშორებას.
კანქვეშა ცხიმიანი ბალანსის ნორმალიზების გამო კანქვეშა ცხიმი მთლიანად ქრება.
ქერტლის წინააღმდეგ საბრძოვლელად, ჩვენ გირჩევთ გამოყენებით ზღვის მარილის ნიღაბი, კვერცხის გული და პური. ამის გასაკეთებლად, აიღეთ 2 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. ზღვის მარილი და 3 ნაჭერი ჭვავის პური. შეურიეთ სამივე ინგრედიენტი და გაიჩერეთ თმაზე 40-50 წუთი. შემდეგ კარგად დაიბანეთ თმა ცივი წყლით.
3. ხახვის ქერქი
მშვენიერი სამკურნალო ეფექტი აქვს ხახვის ქერქს. რეგულარული გამოყენების ის მოკლ დროში მოგაშორებთ ქერტლს. გარდა ამისა, ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სკალპის მდგომარეობას, აჩქარებს თმის ზრდას.
მცირე ზომის ხახვის ქერქი ჩაყარეთ თბილ წყალში და 10 წუთის განმავლობაში დადგით ცეცხლზე. შემდეგ გამოიყენეთ თმის ძირებზე.
4. ვაშლის ძმარი
ეს არის ალბათ საუკეთესო საშალება ქერტლის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ. ვაშლის ძმარი იდეალურად ებრძვის კანდიდოზს, აძლიერებს თმას, არბილებს და აბრეშუმის ეფექტს ანიჭებს.
მის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ ნახევარი ჭიქა ჩვეულებრივი ვაშლის ძმარი და იგივე რაოდენობა წყალი. წაისვით ოდნავ თბილი ნარევი პირდაპირ თავზე და დატოვეთ მინიმუმ ერთი საათი, შემდეგ დაიბანეთ ნებისმიერი შამპუნით. ვაშლის ძმარი ხელს უწყობს მკვდარი კანის უჯრედების მოშორებას და ასევე დაიცავს თმას დაზიანებისგან.
5. ალოე
ალოეს – დადასტურებული წამალია ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. გარდა ამისა, ეს თითქმის ყველა სახლშია. საჭირო რაოდენობის ალოეს წვენი წაისვით თმაზე დაბანამდე 30 წუთით ადრე. ის უნდა გამოიყენოთ კვირაში 3-ჯერ. ქერტლი მთლიანად გაგიქრებათ და შეამჩნევთ, რომ თმა სწრაფად იზრდება.
დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა სახლში გაქვთ და შეგიძლიათ დღესვე გამოიყენოთ. და რაც მთავარია ეს საშუალებები აბსოლუტურად ბუნებრივია და რა თქმა უნდა, არ დააზიანებს თმას.
გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს და მოგვიყევით, თქვენ როგორ ებრძვით ქერტლს.