როგორ მუშაობს ზედა გრილი ღუმელში: ამ შესაძლებლობის შესახებ ცოტამ თუ იცის

2446
როგორ მუშაობს ზედა გრილი ღუმელში: ამ შესაძლებლობის შესახებ ცოტამ თუ იცის
როგორ მუშაობს ზედა გრილი ღუმელში: ამ შესაძლებლობის შესახებ ცოტამ თუ იცის

თანამედროვე ღუმელი ბევრ სასარგებლო ფუნქციას (დროის დანიშვნა, კონვექცია, მოძრავი ბადეები, თვითწმენდა და ა.შ.) მოიცავს. თუმცა არცერთი მათგანი არ იწვევს იმდენ ეჭვს და კითხვას, როგორც ზედა გრილი.

ზოგი ფიქრობს, რომ ეს ფუნქცია უსარგებლოა, ზოგი თვლის რომ მხოლოდ გრილზე (სასურველია ბუნებაში) უნდა მოამზადონ და რა მის ქვეშ. ძველი ღუმელის მფლობელებს ასეთი რამ საერთოდ არ გაუგონიათ.

ფაქტიურად გრილი შეუცვლია, თუ ხორცის, თევზის, ქათმის და პურის ლამაზად შეწითლება გსურთ. ასევე გრილი დაგეხმარებათ, თუ ბუნებაში დაგეგმილი გასვლა გადაიდოთ, ხორცი კი უკვე დამარინადებული გაქვთ. ღუმელში გემრიელი მწვადების გამოცხობა სავსებით რეალურია!

ზედა გრილი ღუმელში

რა არის ზედა გრილი?

ეს მილის ელექტრო ხაზია, რომელიც ღუმელის კარადის შიგნით ზედა ნაწილზე არის დამონტაჟებული. არის გაზის, ელექტრო და ინფრაწითელი. მისი მთავარი ამოცანაა – უმოკლეს დროში პროდუქტის ზედაპირზე მაქსიმალურ ტემპერატურას მიაღწიოს. კანი სულ რაღაც რამდენიმე წუთში მობრაწული გახდება.

ტემპერატურა

ღუმელის სხვადასხვა მოდელებში ტემპერატურა 170-დან 200 გრადუსამდე მერყეობს. გაითვალისწინეთ, რომ კერძი ამ შემთხვევაში უშუალოდ გამათბობელ ელემენტის ქვეშ უნდა იყოს, ეს საკმარისია. აღსანიშნავია, რომ გრილის მოქმედების შემდეგი პროდუქტი მხოლოდ გარედან იწვება, ხოლო შიგნიდან კვლავ წვნიანი რჩება.

ფუნქცია

ჩვეულებრივ ღუმელში ზედა გრილის მუშაობა რეგულირდება ორი რეჟიმით: ჩამრთველით და გამომრთველით. ჩართვის შემდეგ გრილის მილი ზუსტად 5 წუთში ხურდება და ასევე სწრაფად გრილდება.

ჭურჭელი

გრილის ქვეშ კერძის მოსამზადებლად სილიკონის ან მინის ჭურჭელი (ცეცხლგამძლეც კი) არ გამოდგება. უფრო გონივრული იქნება თუ თუჯის ტაფას რკინის სახელურებით გამოიყენებთ, რომელსაც ფოლგა უნდა დააფაროთ, რომ ცხიმისგან დაიცვათ.

როგორ მოვამზადოთ

ზედა გრილს კერძის მომზადების მთავარ რეჟიმად იშვიათად იყენებენ. ჩვეულებრივ მას გამოცხობამდე (წვნიანი ხორცის გამოსაცხობად) ამ გამოცხობის შემდეგ (მადის აღმძვრელი კანის მისაღებად) იყენებენ.

მაგრამ გრილი კერძის დასამუშავებლადაც გამოდგება. ქათმის ჩხირები, ფრთები, ძროხის ხორცი, თევზი, ბოსტნეული ძალიან წვნიანი გამოვა. საშუალო ზომის ნაჭრები ღუმელის შუა ნაწილში მოათავსეთ და ყოველ 5 წუთში ატრიალეთ.

როგორ მოვუაროთ

ბევრი ზედა გრილს არ იყენებს იმიტომ, რომ დამწვრის სუნის გაჩენა აფრთხობთ. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუ ელექტრო მილზე ადრე შემწვარი პროდუქტის ცხიმი დარჩა. ამასთან, სარეცხი საშუალება ყოველთვის არ მოქმედებს.

ასეთ შემთხვევაში გრილი მაღალ სიძლიერეზე ჩართეთ, კერძის გარეშე. რამდენიმე წუთში ცხიმი დაიწვება, სუნი აღარ შეგაწუხებთ. გაგრილებას დაელოდეთ, ღუმელი ღრუბელით გაწმინდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მანიპულაცია შეგიძლიათ ჩაატაროთ, თუ ღუმელი გამართული იქნება და ფანჯარა ღია გექნებათ.

რა მოვამზადოთ ღუმელში გრილზე

ზედა გრილის ეფექტი რომ შეაფასოთ, გთავაზობთ შეუდარებელი ბარკლების რეცეპტს, რომელიც შიგნიდან წვნიანი და გარედან კარგად მობრაწული იქნება.

ქათმის ბარკალი ღუმელში გრილზე გამომცხვარი

ინგრედიენტები:

  • 6 ქათმის ბარკალი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ მწვადის კეტჩუპი
  • 1 ს/კ ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ დაფქული კოჭა
  • 1 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • 1 ჩ/კ კარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.ქათმის ბარკალი გარეცხეთ, ქაღალდის ხელსახოცით გააშრეთ. კარი, მარილი, პაპრიკა, კოჭა და ნივრის ფხვნილი კარგად წაუსვით. 1 საათით გააჩერეთ.

2.ცალკე ჭურჭელში კეტჩუპი და ზეითუნის ზეთი აურიეთ. ბარკალს სქლად წაუსვით. ბარკლები ბადეზე დააწყვეთ,

3.ღუმელი 220 გრადუსამდე გააცხელეთ, ქვედა თაროზე ფოლგის ქაღალდი დააფინეთ, საშუალოზე ბარკლების ბადე. ზედა გრილი ჩართეთ, ჩვეულებრივი გამათბობელი კი გამორთეთ. კერძი დაახლოებით 40-45 წუთში მზად იქნება. ყოველ 5-7 წუთში ბარკლები გადაატრიალეთ.

თქვენ იყენებთ ზედა გრილს ღუმელში? შესაძლოა, ახალი საინტერესო რეცეპტი იცით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს