2018 წელი სავსე იყო რეტროგრადით, რომელიც ჩვენს მდგომარეობას, ურთიერთობას და მისწრაფებას ზღუდავდა. მაგრამ ახალ წელს ვარსკვლავები მშვიდობას და იმედს გვპირდება.
ვერძი
წლის რჩევა: თქვენი მიზანი კარიერა და დისციპლინა უნდა იყოს
ზოდიაქოს პირველი ნიშნის წარმომადგენელი 2019 წელს განსაკუთრებულად ენერგიული და წარმატებული იქნება. მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც საქმეში მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ, ძალა იქნება.
თქვენ დაუღალავი იქნებით და ახალი მიზნის დასახვისგან ძლივს შეჩერდებით. ეს თვისება გამარჯვებაში დაგეხმარებათ. თითქმის ნებისმიერ სფეროში, რომელსაც ხელს მოკიდებთ, ლიდერი გახდებით. ეს მდგომარეობა სტაბილურად მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას 20 მაისს მიაღწევთ, როცა მნიშვნელოვანი კონტრაქტების და მოლაპარაკებების მოგვარების შანსი გაზრდილი იქნება.
კურო
წლის რჩევა: თქვენი მიზანი სრულყოფილება და განათლება უნდა იყოს
2019 წელს კუროსთვის მომზადებულია პროგრამა, რომელიც ელიტური სანატორიუმის ღირსია: სრული სიმშვიდე, ბალანსი, წარმატება საქმეში. თუმცა თებერვალში უფროსებთან ურთიერთობაში თავშეკავებულობა გამოიჩინეთ. მოუსმინეთ და დაეთანხმეთ.
ზეციური მანათობლები გირჩევენ ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოთ და ინიციატივა არ გამოიჩინოთ იმ საქმეში, რომელიც დიდად არ მოგწონთ ან თქვენთვის სიამოვნების მოტანა არ შეუძლია. ეცადეთ ცხოვრებით დატკბეთ, ოჯახურ და რომანტიკულ საქმეებით დაკავდეთ. შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება უფრო პროდუქტიული აპრილში იქნება. ამ დროს საყვარელ საქმიაონობას მაქსიმუმი დრო დაუთმეთ.
ტყუპები
წლის რჩევა: თქვენი მიზანი სიახლოვე და სურვილები უნდა იყოს
2019 წელს ტყუპები ყველა ფრონტზე წარმატების მოპოვებას შეეცდებიან. თქვენი მოუსვენარი ბუნება ბეჯითობის გამოვლენის უფლებას და ერთი რომელიმე მნიშვნელოვანი საქმით დაკავების ან ერთ სფეროზე კონცენტრირების უფლებას არ მოგცემთ.
აპრილში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი გექნებათ. ხოლო ივლისი საუკეთესო თვე იქნება იმისთვის, რომ ახალი უნარი აითვისოთ ან ცოდნის სფერო გააფართოოთ. აქცენტი რომელიმე ერთზე არ გააკეთოთ, თქვენ შეძლებთ ყველგან და ყველაფერში ეფექტური იყოთ.
კირჩხიბი
წლის რჩევა: თქვენი მიზანი სიყვარული და ერთგულება უნდა იყოს
კირჩხიბს მარტო ყოფნა არ მოუწევს. ახალ წელს მათ მოვლენებში გადაშვება ელოდებათ. რა თქმა უნდა, კირჩხიბს მყუდრო და კომფორტულ სახლში დარჩენა ურჩევნია, მაგრამ 2019 წელი თავის წესებს კარნახობს და სჯობს დრო და დრო მისი წესებით ცხოვრება ღირს.
ზეციური მანათობლები აღნიშნავენ, რომ თქვენ საკმაოდ მალე გემოში შეხვალთ. ურთიერთობა, ახალი ემოციები, მოგზაურობა – ყველაფერი ეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. განსაკუთრებით აქტიური ზაფხულის შუა პერიოდი იქნება, მაგრამ უმჯობესია ივლისის პირველ ნახევარში ფინანსური ოპერაციებისგან თავი შეიკავოთ.
ლომი
წლის რჩევა: თქვენი მიზანი ფსიქიკური სტაბილურობა და ჯანსაღი კვება უნდა იყოს
2019 წელს ლომს როგორც არასდროს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ყურადღება დასჭირდება. ეს მოთხოვნილება დაკმაყოფილებული უნდა იყოს, ამიტომ დაფიქრდით იმაზე, რომ საზოგადო საქმით დაკავდით, სანაცნობო წრე გააფართოოთ, ამა თუ იმ სფეროში თანამოაზრეები იპოვოთ.
უმჯობესია საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და უკვე 19 თებერვალს თქვენთვის საინტერესო მიმართულებაში თავი გამოავლინოთ. ყველაფერი ეს თქვენს ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალისხმევის გაწევის გარეშე მაინც ყურადღების ცენტრში იქნებით.
ქალწული
წლის რჩევა: თქვენი მიზანი მხიარულება და ღირსება უნდა იყოს
2019 წელი ქალწულისთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება. თქვენთვის საინტერესო სფეროში პოტენციალის რეალიზებას შეძლებთ, საკუთარ თავს გამოავლენთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების აღიარებას მოიპოვებთ. იღბალი თქვენს მხარეს იქნება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ბედზე უფრო მნიშვნელოვანი სამსახურში ჩადებული თქვენი ძალისხმევა, ნიჭი და დრო არის.
უკვე 11 იანვარს დროა ახალ საქმეს ხელი მოკიდოთ, ან სამსახური შეიცვალოთ. მაისთან ახლოს რაღაც კონკურენციაში ჩაერთვებით, სადაც ყველა შანსი გაქვთ, რომ გამარჯვებული გამოხვიდეთ თქვენი დეტალების მიმართ ყურადღების წყალობით. ალბათ, ერთადერთი თვისება, რომელიც უნდა დააოკოთ – მესაკუთრეობაა.
სასწორი
წლის რჩევა: თქვენი მზიანი ემოციური უსაფრთხოება და ოჯახური სიმყუდროვე უნდა იყოს
სწორედ სასწორი მიაღწევს სერიოზულ შედეგებს 2019 წელს. ამიტომ საკუთარ თავში ენთუზიაზმი არ ჩააქროთ და რუტინას არ მისდიოთ. პირიქით, თქვენ უფრო მეტს შეძლებთ, თუ იმპროვიზებას და ამა თუ იმ ამოცანის არასტანდარტულ გადაწყვეტილებას იპოვით.
თქვენ გაქვთ უპირატესობა – ნიჭი, რომელიც მხოლოდ თქვენთვის არის დამახასიათებელი. მთელი წლის განმავლობაში სწორედ ამით შეიარაღდით. უკვე პირველ თვეებში ცხოვრების უკეთესობისკენ კარდინალურად შეცვლას შეძლებთ. და ამის დასაწყისში 17 იანვრიდან 11 თებერვლამდე პერიოდი იქნება, როცა თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს რომანტიკა დაიკავებს.
მორიელი
წლის რჩევა: თქვენი მიზანი ურთიერთობა და კრიტიკული აზროვნება უნდა იყოს
მორიელის ცხოვრებაში იუპიტერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, რაც 12 თვის განმავლობაში მის ხასიათს განსაზღვრავს. მორიელი უფრო ემოციური, ახალი შთაბეჭდილებებით სავსე და ვნებიანი იქნება. გამორიცხული არაა, რომ რამდენჯერმე შეცდომა დაუშვათ, უბრალოდ ემოციით მიიღებთ გადაწყვეტილებას ან რაღაცას დაუფიქრებლად იტყვით.
მაგრამ ამასაც თავისი დადებითი მხარე აქვს: თქვენი ემოციურობა მსოფლიოზე, საკუთარ თავსა და საქციელზე კრიტიკული აზროვნების მიზეზი გახდება. ეს კი საკუთარ თავზე მუშაობისთვის შესანიშნავი სტიმული იქნება და თქვენ თვითგანვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ, თუ ცხოვრებას საჭირო რელსებზე გადაიყვანთ.
მშვილდოსანი
წლის რჩევა: თქვენი მიზანი ფინანსური სტაბილურობა და ღირებულებები უნდა იყოს
2019 წელს ვარსკვლავები მშვილდოსნისგან პრიორიტეტების დასახვას მოითხოვენ იმ საქმეში, სადაც მას საქმიანობა სურს. საქმე იმაშია, რომ საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის აღებით, თქვენს შესაძლებლობებს გადაჭარბებით აფასებთ და ყურად არ იღებთ იმ ფაქტს, რომ ყველაფრისთვის დრო უბრალოდ არ გექნებათ.
ეცადეთ ზუსტად უპასუხოთ, თუ სამსახურში რისი გაკეთება არის თქვენთვის მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში რომანტიკულ მხარეს რომელ ადგილზე აყენებთ, თავისუფალ დროს რომელი გასართობით გსურთ დაკავდეთ. მაგ., თებერვალი ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის იდეალური დრო არის, ქორწილი კი თვის ბოლოს დაგეგმეთ, ასე ვარსკვლავები ბედნიერ ცხოვრებას გპირდებიან. ივლისი – დრო, როცა ახალი ადამიანით დაინტერესდებით ან ახალ გასართობს აღმოაჩენთ.
თხის რქა
წლის რჩევა: თქვენი მიზანი პიროვნული ზრდა და ავთენტურობა უნდა იყოს
2019 წელს თითქმის ყველა სფერო სიამოვნებას მოგიტანთ. და მაინც, ყველაზე წარმატებული თხის რქა ფინანსურ სფეროში იქნება. დაწინაურება საკმაოდ პერსპექტიული იქნება.
მეორე მნიშვნელოვანი სფერო რომანტიკული ურთიერთობა იქნება. ეს ხელსაყრელი პერიოდია იმისთვის, რომ საქორწილო კავშირი შექმნათ ან ახალი ურთიერთობა დაიწყოთ. მაგრამ წარსულიც თავს შეგახსენებთ. აპრილი ძველი საკითების გადაწყვეტას მოგთხოვთ, რომელთაც თავს წარმატებით გაართმევთ.
მერწყული
წლის რჩევა: თქვენი მიზანი სულიერება უნდა იყოს
2019 წელს მერწყულს დიდწილად ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ელოდებათ. წარმატების იმედი უნდა გქონდეთ იმ საქმეშიც, რასაც სამსახურის შემდეგ თავისუფალ დროს უთმობთ. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები – მათ ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, რომ მათი საქმიანობა შეუმჩნეველი დარჩება.
განსაკუთრებით კარგი წელია შეყვარებულებისთვის. 1 ივნისი – კარგი დღე არის ქორწინებისთვის, მხედველობაში იქონიეთ! სხვა სფეროში პროფესიონალური წარმატების იმედი კი არ გქონდეთ. ყველაფერი სტაბილური იქნება.
თევზები
წლის რჩევა: თქვენი მიზანი აქტიურობა და მეგობრობა უნდა იყოს
2019 წელს თევზების მთავარი ინსტრუმენტი მოთმინება იქნება. ნებისმიერ საქმეში ინტუიციას მოუსმინეთ და პირველი 6 თვე რაიმე გადამწყვეტი მოქმედებისკან თავი შეიკავეთ.
გამორიცხული არაა, რომ მაისში რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რადგან თქვენი გულისთვის ორი ადამიანი იბრძოლებს. გადაწყვეტილება კარგად გაანალიზეთ. უფრო მეტი დაისვენეთ, მაგ., ივლისი-აგვისტო – მოგზაურობისთვის იდეალური პერიოდია. თავშეკავებული მოქმედება თევზებს ნებისმიერი ამოცანის მაქსიმალურად ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება.
თქვენ რას ელოდებით ახალი წლისგან?