ეს საშუალება სააბაზანოს თაროზე აუცილებლად უნდა გქონდეთ. თმა, წამწამები, წარბები -ყველაფერი მშვენიერია

51625
ეს საშუალება სააბაზანოს თაროზე აუცილებლად უნდა გქონდეთ. თმა, წამწამები, წარბები -ყველაფერი მშვენიერია
ეს საშუალება სააბაზანოს თაროზე აუცილებლად უნდა გქონდეთ. თმა, წამწამები, წარბები -ყველაფერი მშვენიერია

დიდი სინანულის მიუხედავად, ჩვენი თმები გარემოს ნეგატიურ მოქმედებას პირველი განიცდის. გსურთ თუ არა, ისინი მტვრევადი, მშრალი ხდება და რაც ყველაზე საშინელია ცვენას იწყებს.

არ იდარდოთ! ჩვენ იდეალური თმის საიდუმლოს გიამბობთ.

აბუსალათინის ზეთის სასარგებლო თვისებების შესახებ ალბათ გსმენიათ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა, განსაკუთრებით თმის და კანის პრობლემების დროს.

ეს ზეთი ომეგა9 ცხიმოვანი მჟავების, ცილების, მინერალების და E ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ისინი თმის ფოლიკულებს კვებავენ, თმის, წამწამების და წარბების ზრდას ხელს უწყობენ.

გარდა ამისა, ეს სასწაული ზეთი მდიდარია ტრიგლიცერიდებით – გაუჯერებელი ცხიმებით, რომელთა წყალობით მას ძლიერი გამაახალგაზრდავებელი თვისება აქვს. ცნობილია, რომ რიცინოლეინის მჟავა სოკოს, მიკრობებს, სხვადასხვა ინფექციებს კურნავს და მათ კვლავ გამოვლენას ხელს უშლის.

როგორ გავხადოთ თმა სქელი

ინგრედიენტები:

  • 30 წვეთი ნივრის წვენი
  • 40 მლ პანთელონი
  • 60 მლ აბუსალათინის ზეთი

მომზადება:

მითითებული რაოდენობის ნიორი, პანთელონი და აბუსალათინის ზეთი ერთმანეთს აურიეთ. მიღებული ნარევი მუქი ფერის ჭურჭელში გადაიტანეთ – ასე უფრო დიდხანს შეინახება.

გამოყენება:

თავის დაბანამდე 1 საათით ადრე საშუალება თმის ძირებში წაისვით და კანში შეიზილეთ. გამოიყენეთ კვირაში სამჯერ. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად თმის პოლიეთილენის ქუდი ან პაკეტი დაიხურეთ, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. სითბოს ქვეშ სამკურნალო თვისებების უკეთ შეწოვა მოხდება.

ასევე ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შრატი წამწამების და წარბების გასაზრდელად. საშუალება წარბებსა და წამწამებზე ყოველ საღამოს წაისვით, ამისთვის ძველი ტუჩის ჯაგრისი გამოიყენეთ.

უკვე ორი გამოყენების შემდეგ შედეგს დაინახავთ – ჯანსაღი და მბზინვარე თმები. 1 თვეში კი თმა უფრო სქელი გახდება და ცვენას შეწყვეტს.

რეცეპტი შეინახეთ და თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს