ახლავე აღვნიშნავ: ამ სასმელის უცნაური გემო აქვს. ბევრს შეიძლება არ მოეწონოს! მაგრამ მოქმედების მხრივ – ნატურალური და ძალიან ძლიერი სამკურნალო სასმელია. ორგანიზმს წამიერად აღადგენს და ფეხზე დაგაყენებთ!
ასეთი ბანანის კოქტეილი ძალიან სწრაფად მზადდება. მთავარი საკვები კომპონენტია, ბანანი, რომელიც კალიუმს, მაგნიუმს და ფოსფორს შეიცავს. კალიუმი სასარგებლოა კუნთებისთვის, მათ შორის გულის კუნთისთვის. ფოსფორი ორგანიზმს ნახშირწყლების გადამუშავებაში ეხმარება.
დარიჩინი ალცჰაიმერის, პარკისონის, გაფანტული სკლეროზის, სხვადასხვა სახის სიმსივნის და მენინგიტის დაავადებებს თავიდან აგაცილებთ. მნიშვნელოვანი მომენტი: სასმელისთვის ნატურალური დარიჩინი, ჩხირები და არა ფხვნილი უნდა აირჩიოთ!
ეს გასაოცარი სანელებელი უნაყოფობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, რადგან ქალის ორგანიზმში ქალურ და მამაკაცურ ჰორმონებს აბალანსებს. გარდა ამისა, დარიჩინი სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ სასწაულმოქმედი სასმელის ეფექტი უკვე 3 დღის შემდეგ ხილული იქნება. მის მოსამზადებლად მომწიფებული ბანანი გამოიყენეთ.
ბანანი დარიჩინთან ერთად
ინგრედიენტები:
- 1 ლ წყალი
- 2 ნაჭრებად დაჭრილი ბანანი
- 2 ჩხირი დარიჩინი
მომზადება:
1.წყალი დარიჩინთან ერთად აადუღეთ. თბილ წყალში ბანანი მოათავსეთ და დუღილამდე მიიყვანეთ.
2.გააგრილეთ და კოქტეილი ძილის წინ, 1 საათით ადრე დალიეთ.
საკვების კარგი მონელება, მყარი ძილი, გაუმჯობესებული მეხსიერება, გაზრდილი ჰემოგლობინი – ეს ბანანის ნაყენის მიღების სასარგებლო ეფექტის მხოლოდ ნაწილია. ნერვულ სისტემას შესანიშნავად ამშვიდებს. აუცილებლად სცადეთ!
ორგანიზმისთვის ბანანის სარგებელი ეჭვს არ იწვევს. გირჩევთ სამკურნალო სასმელი 1 კვირის განმავლობაში მიიღოთ, ასევე შემოდგომა-ზამთრის სეზონის დროს დაგეხმარებათ, როცა ორგანიზმი მოულოდნელი სიცივის გამო დასუსტებულია. ჯანმრთელობას გისურვებთ!