მორიელი იმდენად კარგია, რომ მისი ფარულად 5 ზოდიაქოს ნიშანს შურს

2725
მორიელი იმდენად კარგია, რომ მისი ფარულად 5 ზოდიაქოს ნიშანს შურს
მორიელი იმდენად კარგია, რომ მისი ფარულად 5 ზოდიაქოს ნიშანს შურს

მორიელი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, მაცდუნებელი და ვნებიანი არის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ნებისმიერი გულის დაპყრობა შეუძლია. ბევრ ზოდიაქოს ნიშანს მორიელის ფარულად შურს გარკვეული მიზეზების გამო. აი ტოპ 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც მორიელის შურს.

თევზები

თევზს ყურადღების კონცენტრირება არ შეუძლია იმაზე, რაც ახლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის კონკრეტულ ამოცანაზე ფოკუსირებას ვერ ახერხებს. მისი მეოცნებე ბუნება გონების მოკრების და ძალების ერთი მიმართულებით წარმართვის საშუალებას არ აძლევს, რომ პირდაპირ აქ და ახლა იმოქმედონ.

მორიელს კი გრძნობების და ემოციების ხელში დაჭერა, მიზნის დასახვა და მისი შესრულება მარტივად შეუძლია ისე, რომ ყურადღება დასმულ საკითხზე გაამახვილოს.

თევზს მორიელის შურს, რადგან მორიელს წონასწორობის პოვნა, ემოციების გაკონტროლება და სასურველის მიღწევა ნამდვილად შეუძლია. თევზს უცხო ადამიანები აშინებს, სხვებს არ ენდობიან. მორიელი გულის და სულის გახსნას პირველივე შეხვედრაზე ასევე არ ჩქარობს. მაგრამ თევზისგან განსხვავებით სულში შიში არ აქვს, პირიქით, უფრო მისი ეშინიათ.

ტყუპები

ტყუპებს კომუნიკაცია ძალიან უყვართ. ისინი ბევრ ადამიანს იცნობენ და ნაცნობების წრეს მუდმივად აფართოებენ. მაგრამ ტყუპებს განწყობის სწრაფი ცვლილება ახასიათებთ, საკუთარ ნათქვამს ყოველთვის არ უფიქრდებიან, რაც ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებს იწვევს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ადამიანი ტყუპებზე უარყოფითად საუბრობს.

ტყუპები, რომელთაც სხვების მშვიდად გაკრიტიკება შეუძლიათ, საკუთარ თავზე კრიტიკას მტკივნეულად განიცდის. ამ მხრივ მორიელის ძალიან შურთ. მორიელი არის ადამიანი, რომელსაც, გარშემომყოფების აზრით, სუფთა რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ მორიელს მათი აზრი და ზურგს უკან საუბარი სულ არ აინტერესებს.

ასევე ტყუპებს შურს მორიელის ძალის, აიძულოს სხვა ადამიანებს გულის გახსნა. მორიელს შესანიშნავი ინტუიცია აქვს და ნებისმიერს გამჭოლი თვალით აფასებს. ტყუპებს ასეთი ნიჭის ქონა ძალიან სურთ, მაგრამ ადამიანები, პირიქით, ტყუპებთან საუბარში ცდილობენ საიდუმლო არ გაამხილონ.

სასწორი

სასწორი ხშირად ბალანსის პოვნას ცდილობს. თუმცა როგორც კი კომფორტის ზონიდან გამოდიან, მათ ხშირად უკონტროლო ემოციები იპყრობთ. რაც მორიელისთვის დამახასიათებელი არ არის და სასწორის შურის პირველ მიზეზს წარმოადგენს.

ასევე სასწორს მორიელის შურს, რადგან ისინი სხვებს საკუთარი ცხოვრების თუნდაც ნაწილობრივ მართვის უფლებას არ აძლევენ. სასწორი ცნობილია იმით, რომ მას „არას“ თქმა უჭირს და ხშირად ახლობლების და ხელმძღვანელის სხვადასხვა თხოვნას ასრულებს და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, რომლებზე უარის თქმა ძალიან მარტივად შეიძლებოდა.

სასწორის სურს ადამიანების და სიტუაციის კონტროლის უნარი ჰქონდეთ, როგორც აქვთ მორიელს. მორიელის ხასიათსა და თვისებაში არის ის, რისი ფლობაც სასწორს სურს.

თხის რქა

თხის რქისთვის სამსახური და კარიერული წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, ამ ყველაფერს ცხოვრების სხვა დანარჩენ საქმეებზე წინ აყენებს. მაგრამ თხის რქა ძალიან ფრთხილი არის, რისკზე წასვლის ეშინია და ყოველთვის დადგენილ წესებს იცავს, რაც მას არ ეხმარება, პირიქით, მიზნის მიღწევაში ხელს უშლის.

მორიელი კი ძალიან ადვილად აღწევს იმას, რისკენაც თხის რქა ასე დიდხანს მიიწევს. თხის რქას ჩვეულებრივ ძალიან შურს მორიელის, რადგან მორიელი არ ცდილობს ფრთხილი და დისციპლინირებული იყოს, მაგრამ სასურველს მაინც უპრობლემოდ აღწევს.

მეორე საქმეა, რომ მორიელს კარიერული წინსვლა დიდად არ აღელვებს, მაგრამ სამსახურსა და ბიზნესში მაღალ პოზიციას მაინც აღწევს. ეს მათ როგორღაც თავისთავად გამოსდით. რა თქმა უნდა, საქმის ასეთი მდგომარეობა შრომისმოყვარე თხის რქის გაღიზიანებას და შურს იწვევს, რომელსაც თითოეული ნაბიჯის გადასადგმელად სირთულეების გადალახვა უწევს.

კირჩხიბი

კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი არის, მისი ყველაზე სანუკვარი ოცნება არის რომ ის უყვარდეთ და მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ. მათ სურთ, რომ ადამიანებისთვის მიმზიდველი იყვნენ. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ რბილი ხასიათის და დახმარებისთვის მზადყოფნის წყალობით ამას ახერხებენ კიდეც, მაგრამ ხშირად წაგებულნი არიან, როცა საქმე მორიელამდე მიდის.

მორიელს ძალისხმევის გაწევა არ სჭირდება, რომ გარშემომყოფების აღფრთოვანება გამოიწვიოს. ბუნებით ვნებიანი, იდუმალი და მისტიური მორიელი გარშემომყოფების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას არასდროს განიცდის. მორიელი ცალმხრივი სიყვარულით იშვიათად იტანჯება. თითქოსდა, სამყაროში მათ ყველაფრის დამორჩილება შეუძლიათ, მაგრამ მორიელი ბედის ამ საჩუქარს საერთოდ არ აფასებს.

კირჩხიბი კი ამისთვის ბევრს გაიღებდა, მაგრამ მხოლოდ ისღა დარჩენია დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვთ და მორიელის ფარულად შურდეს.