თუ ვინემსთვის მოიძებნა სიტყვა გაუწონასწორებელი, ამას ტყუილად არ იტყვიან. რა თქმა უნდა, ზოგჯერ არასტანდარტული სიტუაცია წყობილებიდან გამოგიყვანთ. მაგრამ როცა ეს სხვადასხვა მიზეზით მეორდება, დროა დაინტერესდეთ, თუ ეს ადამიანი რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა.
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები არიან ყველაზე გაუწონასწორებლები?
პლანეტის გარკვეული ზემოქმედების, რომელიც ადამიანის ბუნებას განსაზღვრავს, დახმარებით შეგვიძლია ყველაზე გაუწონასწორებელი ზოდიაქოს ნიშნები დავასახელოთ. მზად ხართ მათ გასაცნობად?
ტყუპები
„სიცილიდან ცრემლებამდე – ერთი ნაბიჯია“ – ეს ტყუპების ორპირ ბუნებაზე არის ნათქვამი, რომელიც ასანთივით ენთება, თუ რაღაც საწყენად მოეჩვენა. თუმცა თავად დაფიქრების გარეშე, გაუფრთხილებელი სიტყვით სხვებს გულს სტკენს. ასე ჩხუბამდე ცოტა აკლია.
ვერძი
კლასიკური სიჯიუტე გამორჩევის და ყველასთვის თავის მოწონების სურვილთან შეხამებული ვერძში ემოციურ არასტაბილურობას იძენს. უფრო მეტიც, თუ თქვენ მის მხარეს არ იმყოფებით და მას აკრიტიკებთ. აღიარების და გარშემომყოფების თანხმობის მოსაპოვებლად ისინი მზად არიან თავდასხმაზე წავიდნენ. სკანდალი გარანტირებულია!
მორიელი
მათი ქცევა ერთდროულად არის ქარიშხალი, მიწისძვრა და მეწყერი. რომელიც არა მხოლოდ ოპონენტს, არამედ თავად მორიელსაც ზიანს აყენებს. ერთადერთი დადებითი მხარე – მათ სწრაფად დამშვიდება შეუძლიათ, მაგრამ თავისი აფეთქების მიზეზს აუცილებლად კარგად დაიმახსოვრებს.
მშვილდოსანი
„შეიარაღებული და ძალიან საშიში“ – ეს უკვე მშვილდოსანზე ითქმის, რომელიც ძალიან სწრაფად ფეთქდება და დაუყონებლივ შეტევაზე გადადის ისე, რომ პიროვნებას და გარშემომყოფების რაოდენობას ყურადღებას არ აქცევს. საკუთარი ნიშნის „ცეცხლის“ სტიქიით გამოკვებილი და ძალებში საკუთარი იმედის ქონით მისთვის სკანდალის მოწყობა ძალიან ადვილია. მაშინაც კი, თუ მართალნი არ არიან „ბრძოლას“ მაინც ბოლომდე მიიყვანენ, რადგან სიბრაზეს გასასვლელი უნდა მისცეს.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გამონაკლისის სახით მშვიდი და თავშეკავებული ადამიანი ხართ, სწორედ ამიტომ ყველა ჩხუბს მხოლოდ გვერდიდან უყურებთ. ჩვენს მიერ აღწერილ ზოდიაქოს ნიშნებში ახლობლები ამოიცანით?