2019 წლის ჰოროსკოპი: აი, რა უნდა იცოდეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ

906
2019 წლის ჰოროსკოპი: აი, რა უნდა იცოდეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
2019 წლის ჰოროსკოპი: აი, რა უნდა იცოდეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ

ჩინური ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, 2019 წლის მფარველი არის ღორი. იაპონიაში თვლიან, რომ ახალი წლის მმართველი იქნება ტახი, ხოლო ტაილანდში – სპილო.

ზუსტად ცნობილია, რომ 2019 წელი მზის, მარსის და დედამიწის ძლიერი ენერგეტიკული გავლენის ქვეშ იქნება. დედამიწა მეომარ და აგრესიულ მარსს დაიმორჩილებს, დაპირისპირება დაახლოებით შეიცვლება.

2019 წელი იქნება ნათელი, თითოეული ადამიანი ცხოვრების, შემოქმედების, ცხოვრების ყველა მიმართულებით ტკბობის სურვილს შეიგრძნობს.

უმეტესობა ჩვენგანი მომავალზე არ ფიქრობენ და აფასებენ იმას, რაც ახლა ამ კონკრეტულ მომენტში აქვთ.

დაიწყება ცვლილებები, დრო მოვიდა შეაგროვოთ ქვები, ჩვენ ურთიერთობის გარკვევა და ცოდვების მონანიება გველოდება. 2019 წელი წყლის სტიქიის მქონე ზოდიაქოს ნიშნების: კირჩხიბი, მორიელი, თევზი, ვარსკლავური საათის დასაწყისი უნდა გახდეს.

მათი სურვილი ასრულებული იქნება, ოცნებები ხორცშესხმული. ამისთვის თავად სამყარო იზრუნებს. ამ დღესასწაულზე დაგვიანებულს ცხოვრებაში მეორე შანსის ლოდინი მოუწევს. შესაძლოა, ძალიან დიდხანს.

აი, რა ელოდებათ 2019 წელს ზოდიაქოს ნიშნებს:

ვერძი

ძვირფასო ვერძო, ძალები მოიკრიბეთ, 2019 წელს ნამდვილად რთული პერიოდი გელოდებათ. სამსახურში ხელმძღვანელი დაინახავს, თუ როგორ ოსტატურად და თამამად ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას, ახალ-ახალ დავალებებს მოგცემთ.

იქ, სადაც სხვები ორ ნაბიჯს დგამს, თქვენ 5 ნახტომის გაკეთება მოგიწევთ. ყველაფერი შეუფერხებლად არ გამოგივათ, მაგრამ დამდეგი წელი ახალ ნათელ ემოციებს და პერსპექტივებს შემოგთავაზებთ. ოჯახის დახმარების წყალობით ყველა სირთულის გადალახვას შეძლებთ.

გახსოვდეთ: 2019 წელს საკუთარ თავში ეჭვის შეპარება და ტემპის შენელება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი წყალში ჩაყრილი იქნება. თქვენ პანიკაში ჩავარდებით და შეცდომების დაშვებას დაიწყებთ. ასე რომ, საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო ხართ.

კურო

2019 წელი – თქვენი დროა. შანსი გექნებათ, ცხოვრებიდან აიღოთ ყველაფერი, რისი სურვილიც გაგიჩნდებათ. თქვენ წარმოუდგენელ ძალას დაეუფლებით. სამსახურში ბეჯითად იშრომებთ, სამსახურის შემდეგ კი ბოლომდე გაერთობით. თქვენ გადატვირთვა არ გემუქრებათ, დაღლილობა თქვენთვის სასიამოვნო იქნება.

ინტელექტსა და ფიზიკურ გამძლეობას დაეყრდენით. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ. თუ მარტოხელა ხართ, მეორე ნახევარს შეხვდებით. თუ უკვე ცხოვრების მეგზური იპოვეთ, ოჯახის შექმნას გადაწყვეტთ, ხოლო დაოჯახებულ კუროს ბავშვის გაჩენის იმედი უნდა ჰქონდეს.

შრომისუნარიანობის და შეუპოვრობის წყალობით შეძლებთ საკმარისი თანხის შეგროვებას, მანქანის, კოტეჯის ან პირადი თვითმფრინავის ყიდვას.

ტყუპები

საინტერესო ხალხთან შეხვედრა გელოდებათ. ამ ნაცნობობიდან რაღაც სარგებლის მიღებას შეძლებთ: სამსახურში დაწინაურებაში დაგეხმარებიან ან საინტერესო იდეას შემოგთავაზებენ.

პერიოდულად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი უკან მიდის. პრობლემები როგორც საქმიან სფეროში, ისე პირადი ურთიერთობაშიც შეიძლება გაჩნდეს.

გახსოვდეთ: თუ რაღაც არ გამოგდით, დაივიწყეთ, სხვა საქმეზე გადაერთეთ. ნებისმიერი მოულოდნელი ბედის დარტყმას თამამად და თავაწეული შეხვდით. უბრალოდ დაბრკოლება გადალახეთ და სვლა გააგრძელეთ.

კირჩხიბი

2019 წელს გაბედავთ იმ გზაზე სიარულს, სადაც ცხოვრების ნათელ პერიოდში კი შესვლა გეშინოდათ. მაგ., სასიყვარულო მიმართულების აღებას გადაწყვეტთ. თავისუფლად და სირცხვილის გარეშე გრძნობებში გამოუტყდებით და მტკიცე პასუხს დაელოდებით.

პასუხმა „არა“ არ უნდა შეგაწუხოთ. განშორება ხანგრძლივად ნანატრ თავისუფლებას მოგანიჭებთ და ახალი სიყვარულის ძებნის საშუალებას მოგცემთ. 2019 წელს რეალური შანსი გაქვთ, რომ მონათესავე სულის ადამიანი გაიცნოთ და ძლიერი ფიზიკური ლტოლვა იგრძნოთ.

სამსახურში ყველაფერი სტაბილურად იქნება. მთავარია – არ გაჰყვეთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი აფიორაში ჩართვა სურს. ასეთი კი უამრავი გამოჩნდება, ეჭვიც არ შეგეპაროთ.

ლომი

თქვენი მფარველი მზე მთავარ პოზიციას დაიკავებს. თქვენ ერთმნიშვნელოვნად გაგიმართლებთ. საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, მაგრამ მხოლოდ ძლიერი გუნდის შეკრებით.

ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერა არ ცადოთ – ვერც ერთს ვერ დაიჭერთ. 2019 წელს ნებისმიერ დასაწყისში მოგება და წარმატება გელოდებათ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად კარგად არ იქნებ, მეორე ნახევარს უნდა მოუსმინოთ.

ძალები გადაანაწილეთ და არ გადაიტვირთოთ. დაფიქრდით იამზე, თუ ზუსტად რა გჭირდებათ და სხვისი პრობლემების გადაწყვეტა არ იჩქაროთ.

ქალწული

2019 წელი თქვენთვის ძალიან კარგი პერიოდი იქნება, ის მსუბუქად და დაძაბულობის გარეშე ჩაივლის. ცხოვრების შეცვლის შანსი გექნებათ ისე, რომ ზედმეტი ძალისხმევის გაწევა არ მოგიწევთ. სამსახურში პერსონალის ცვლილებები გელოდებათ.

ხელმძღვანელობას საკუთარი მიღწევები არ შეახსენოთ. მათ ისედაც ახსოვთ. თანამშრომლებს თქვენი სიკეთით სარგებლობის უფლება არ მისცეთ. არას თქმის არ შეგეშინდეთ და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ხელმძღვანელი პირი სწრაფად მიხვდება, თუ ვის უნდა მოუმატოს ხელფასი.

მზად იყავით იმ ფაქტისთვის, რომ თქვენ მიგიზიდავთ ის ხალხი, რომელთანაც საკუთარი თავი ვერ წარმოგედგინათ. თქვენი სიყვარული ცრუ რწმენაზე ძლიერი იქნება. როცა მღელვარება ჩაქრება, საკუთარი არჩევანით გაოცებული დარჩებით.

სასწორი

ბევრ საინტერესო წინადადებას მიიღებთ. თქვენ სერიოზული ცვლილებები გელოდებათ. საკუთარი თავის წინაშე ამბიციური მიზნები დაისახეთ. არ გარისკოთ და ბედნიერ შემთხვევითობას არ დაელოდოთ.

მხოლოდ შრომისმოყვარეობით და ცივი გონებით შეძლებთ საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებას. გააკეთეთ ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ, საკუთარ აზრზე მყარად დადექით. ეცადეთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ.

ადამიანებს მანიპულირების უფლება არ მისცეთ. გახსოვდეთ საკუთარი მიზნები და საკუთარი გეგმა მკაცრად დაიცავით. თქვენი მიზანსწრაფვა რაიმე უინტერესო და არა მომგებიანი საქმით არ ჩაანაცვლოთ,

მორიელი

სამსახური და სწავლა მეორეხარისხოვანი გახდება. მთავარი ცვლილება პირად ცხოვრებაში გელოდებათ. აქ ყველაფერი მხიარული და საინტერესო იქნება. 2019 წელს საპირისპირო სქესის ადამიანი ბევრ ყურადღებას მოგაქცევთ.

ეს კარიერულ კიბეზე აწევაში დაგეხმარებათ. მართალია, თუ უკვე ურთიერთობაში იმყოფებით, ეცადეთ არ მოდუნდეთ. ახალი კონტაქტები მიზნების მისაღწევად აქტიურად გამოიყენეთ.

მზად იყავით იმისთვის, რომ ზოგჯერ თქვენი ემოცია საღ აზრზე გაიმარჯვებს და პირიქით, იქ სადაც გულს უნდა მოუსმინოთ, ცივი გონება ჩაერთვება.

მშვილდოსანი

ბოლომდე თვითრეალიზაციით იქნებით დაკავებული. თქვენი ცხოვრება ძალიან გაჯერებული იქნება. საქმის გარეშე არ გაჩერდებით. დასვენებაც კი აქტიური გექნებათ: მთის დასალაშქრად გაემგზავრებით ან ხანგრძლივ მოგზაურობაში.

2019 წელს ყველაფერი მარტივად გამოგივათ. მზად იყავით იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში ახალი ადამიანებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები მოგიწევთ.

საეჭვო კავშირებს თავი აარიდეთ, არანაირი ინტიმი პირველივე შეხვედრაზე. ურთიერთობას ცივი გონებით მიუდექით.

თხის რქა

დიდი ხანია დაწინაურებაზე ოცნებობდით? გამოგივიდათ. გსურდათ, რომ ის ახალგაზრდა თქვენით დაინტერესებული ყოფილიყო? ასეც იქნება! ოღონდ მცირე ძალისხმევა მაინც გამოიჩინეთ. პირად ცხოვრებაში დაბრკოლება მინიმუმი იქნება.

თუ დღემდე მარტოხელა ხართ, წყვილის შერჩევას შეუდექით. უმჯობესია, თუ ვინმე თქვენი წრიდან იქნება. ინიციატივა არ გამოიჩინოთ. თუ დაოჯახებას შემოგთავაზებენ, მეუღლის სახლში გადასვლისთვის მზად იყავით.

წელს რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ იქნება. სიტუაცია თქვენი სცენარით და დაბრკოლების გაერშე განვითარდება.

მერწყული

ჩათვალეთ რომ იღბლიანი ბილეთი მოიგეთ. წელს ყველაფერი გამოგივათ. უკვე დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ? მაშინ დროა ქორწილზე და დანიშვნაზე დაფიქრდეთ. თქვენი ბევრი შრომა მოგიწევთ და საზრუნავი გაგიჩნდებათ. თუმცა ამისთვის საკმარისი ძალა გექნებათ.

ამ პერიოდში დაბრკოლება მცირე იქნება, ამასთან უმნიშვნელო. მომავალზე არ იფიქროთ და აწმყოთი დატკბით. ამასთან ტყუილს მოერიდეთ.

მთავარი სურვილი განსაზღვრეთ, შემდეგ მის რეალიზაციას შეუდექით. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიეთ, არ მოდუნდეთ მაშინაც კი, თუ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. თუ პირადი ცხოვრების აწყობა გსურთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ. იღბლის იმედი არ გქონდეთ.

თევზები

2019 წელი თქვენთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. საკუთარი შემოქმედებითი გეგმის სრულად განხორციელებას შეძლებთ. მიზანდასახულად იმოქმედებთ, მაგრამ გართობა არ იჩქაროთ.

თქვენ ჭკვიანი და ნიჭიერი ხართ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. სამსახური – აი, რა გაქცევთ ადამიანად. ასე რომ, დროებით თქვენი გამორჩეულობა დაივიწყეთ და მისით ამაყობა არ იფიქროთ. ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩებით. ეცადეთ კარგი შთაბეჭდილება შექმნათ.

შანსი გაქვთ კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. ყვითელი ღორის წელში დარჩით ისეთი როგორიც ხართ და ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას მიიპყროთ.

მზად ხართ ახალი 2019 წლის შესახვედრად? როგორი განწყობით აცილებთ 2018 წელს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს