„ოქროს რძე“ – იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ მისი ყოველ საღამოს დალევა ხელს არ შეგიშლით. ამ სასწაული რძის მთავარ ინგრედიენტს კურკუმა წარმოადგენს. კურკუმას ფესვები და ფოთლები შეიცავენ ყვითელი ფერის საღებავს – კურკუმინს და ბევრ ეთეროვან ზეთს. ამ საშუალების ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შეფასება შეუძლებელია, ის სიმსივნური უჯრედების დროსაც აქტიურია, რადგან შემადგენლობაში ბევრი ანტიოქსიდანტი შედის.
„ოქროს რძე“
აი „ოქროს რძის“ შთამბეჭდავი სასარგებლო თვისებები:
- ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
- გაზრდილი იმუნიტეტი
- ანტიკანცეროგენული მოქმედება
- ქოლესტერინის დამარეგულირებელი ნივთიერება
- საკვების მონელების სისტემის გამაჯანსაღებელი
- ღვიძლის დეტოქსიკაცია
- წონის და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირება
- ნორმალური წნევის მხარდაჭერა
- მეხსიერების და თავის ტვინის მოქმედების გაუმჯობესება
- კანის დაავადების მკურნალობა
- დამხმარე ნევრალგიური დარღვევის დროს
სამკურნალო სასმელის მთავარ კოზირს კურკუმას წიწაკაში დამატება წარმოადგენს. ჩვეულებრივი შავი წიწაკა შეიცავს პიპერინს, რომელიც კურკუმას მოქმედებას 2-ჯერ უფრო მეტად ააქტიურებს.
როგორ მოვამზადოთ „ოქროს რძე“
თავიდან კურკუმას პასტა უნდა მოამზადოთ.
ინგრედიენტები კურკუმას პასტისთვის:
- ¼ ჭიქა კურკუმას ფხვნილი
- ½ ჩ/კ დაფქული წიწაკა
- ½ ჭიქა გაფილტრული წყალი
ყველა ინგრედიენტი აურიეთ და დაბალ ცეცხლზე ოდნავ გააცხელეთ, მუდმივად აურიეთ. ეს ნარევი ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ – ყოველთვის ახალი პასტის მომზადება საჭირო არაა, როცა ასეთი რძის დალევას გადაწყვეტთ. ეს დიდი პლიუსია!
ინგრედიენტები ოქროს რძის მოსამზადებლად
- 1 ჭიქა ნუშის რძე (კანაფის ან ქოქოსის რძე ასევე კარგი ვარიანტებია)
- 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
- ¼ ჩ/კ ან უფრო მეტი კურკუმას პასტა
- თაფლი
მომზადება:
თაფლის გარდა ყველა ინგრედიენტი აურიეთ და გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ცეცხლიდან გადმოდგით, ოდნავ გაგრილებულ რძეს თაფლი გემოვნებით დაუმატეთ – თაფლის გაცხელება არ შეიძლება, რადგან ასე თავის თვისებებს კარგავს.
რძე მზადაა! სიამოვნებით დალიეთ და გამოჯანმრთელდით!
ჯანმრთელობის გასაძლიერებელი ამ სასწაული რეცეპტის შესახებ მეგობრებს და ახლობლებს გაუზიარეთ!