ზეთი უძველესი საშუალება არის, რომელსაც პირის ღრუს ჰიგიენის და დეტოქსიკაციისთვის აიურვერდში იყენებდნენ. სუფთა ზეთი მუშაობს როგორც აგენტი, რომელიც მავნე ბაქტერიებს პირის ღრუდან, კბილებიდან, ღრძილებიდან და ყელიდანაც კი იწოვს. ეს სტატია დაგეხმარებათ ზეთის დახმარებით ორგანიზმის გაწმენდის მარტივი და მოქმედი ტექნიკა აითვისოთ, რომელიც ჯანმრთელობას გააძლიერებს. მხოლოდ ნატურალური საშუალება და მინიმუმი ძალისხმევა!
როგორ გავწმინდოთ ზეთით?
ყველაზე ეფექტურია ცივი დაწურვის ქუნჯუთის ზეთი. პირის ღრუს გასაწმენდად მხოლოდ 1 ს/კ ზეთი საკმარისია, რომელიც პირის ღრუში უნდა გაიჩეროთ, ენით პირის ღრუ 10-15 წუთით დაიმასაჯოთ.
შეგიძლიათ ცივი დაწურვის სხვა ზეთებით – ქოქოსის, ზეითუნის და მზესუმზირას, გამოიყენოთ, თუმცა ყველაზე ეფექტურად მაინც ქუნჯუთის ზეთი ითვლება. მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია ზეთის სახეობები შეცვალოთ.
რა ხდება პირის ღრუში, როცა ზეთს ივლებთ? ზეთი ნერწყვს ერევა, რაც მას თეთრ სითხედ გადააქცევს. ზეთის ლიპიდები ნერწყვიდან ტოქსინების აქტიურ გამოდევნას იწყებენ. კბილების, ღრძილების და ენის გაწმენდით, ზეთი ყველა მავნე ნივთიერებას შთანთქავს და სქელი ხდება.
როგორც კი ზეთი კონსისტენციას იცვლის, ეს იმას ნიშნავს, რომ გაწმენდის პროცესი დასრულებულია და ზეთი უნდა გადმოღვაროთ.
ზეთით გაწმენდის საიდუმლო
ზეთის ლიპიდები მუშაობენ როგორც დამცავი ბარიერი, რომლებიც მავნე ნივთიერებებს ენასა და კბილში შეღწევაში ხელს უშლიან. მცენარეული ცხიმი – ნატურალური ემულგატორია, რომელიც პირის ღრუში საპნიან გარემოს ქმნის. ასეთ გარემოში სოკოს ინფექციის განვითარების რისკი თითქმის ნულის ტოლია, ის ლიმფურ სისტემას სხვა ნებისმიერ საშუალებაზე უფრო უკეთ მხარს უჭერს. როგორ შედეგი – შინაგანი ორგანოები უკეთესად ფუნქციონირებას იწყებენ.
- პირის ღრუს ზეთით გაწმნედის შემდეგ შედეგს იმწამსვე დაინახავთ
- კბილების და ღრძილების გამაგრება
- პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის პროფილაქტიკა
- არანაირი სისხლდენა ღრძილებიდან
- პირის სიმშრალის, ლორწოვანი პირის და ნერწყვის გაქრობა
- ყბის ძვლის გამაგრება
ზეთი გასაოცარ ეფექტს არა მხოლოდ პირის ღრუზე, არამედ მთელ ორგანიზმზე ახდენს. ლიმფური სისტემა ზეთში შემავალი ორგანული ნივთიერებების წყალობით დამატებითად დაცული ხდება.
- მოწამვლით გამოწვეული თავის ტკივილი ქრება
- ჰორმონალური ბალანსი რეგულირდება
- სხვადასხვა ანთებითი პროცესი მცირდება
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტი საათივით მუშაობს
- ბრონქების ნიშნები ლორწოვანის შემცირების ხარჯზე მცირდება
- თირკმლები უკეთ ფუნქციონირებას ახერხებენ
- უძილობა ქრება
- ღვიძლი იწმინდება
- სხვადასხვა დაავადების დროს ტკივილის შეგრძნება მცირდება
- სხეული სასარგებლო ორგანული მჟავებით გაჯერებული ხდება
ქუნჯუთის ზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის მაღალი კონცენტრაციით E ვიტამინს და ნახევრად გაჯერებულ მჟავებს შეიცავს. მავნე ქოლესტერინი, რომლებიც ღვიძლში მდებარეობს, ასეთი ანტიოქსიდანტების წყალობით სწრაფად ქრება, რასაც ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.
ქუნჯუთის ზეთის ანტიბაქტერიული თვისება კარიესის და სხვადასხვა სოკოს საწინააღმდეგოდ გამოგადგებათ. მისი გამოყენებიდან უკვე 45 დღეში მავნე ბაქტერიები პირის ღრუდან სრულად გაქრება!
არ დაგავიწყდეთ, ეს საინტერესო სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!