მანდარინი მშვენიერი დესერტია. ჩვენ ხშირად ვყიდულობთ და მივირთმევთ მას. თუმცა, შეგვიძლია, რომ ის უფრო სასიამოვნო გავხადოთ. მაგალითად, მისგან უგემრიელესი ღვეზელები მოვამზადოთ.
ჩვენ შემოგთავაზებთ, სურნელოვანი მანდარინის ღვეზელის 4 მარტივ რეცეპტს იმისათვის, რომ ზამთრის საღამო დღესასწაულად აქციოთ.
“მანდარინის ღრუბლები”
მასალები:
- 380 გ ხორბლის ფქვილი
- 4 კვერცხი
- 280 გ კარაქი
- 380 გ შაქარი
- 550 გ მანდარინი
- 650 გ ხაჭო
- 250 გ იოგურტი
- 1 ს.კ. შაქრის ფხვნილი
მომზადება:
1. შეურიეთ დარბილებული კარაქი, ფქვილი, 2 კვერცხი და 200 გ შაქარი. მოზილეთ ცომი და შედეთ მაცივარში ერთი საათით.
2. გაფრცქვენით და გაარჩიეთ მანდარინი.
3. ცალკე შეურიეთ ხაჭო, 180 გრამი შაქარი, იოგურტი და 2 კვერცხი.
4. გააბრტყელეთ ცომი. ხაჭოს მასა გადაუსვით ზემოდან და შემდეგ ლამაზად მოათავსეთ მანდარინი.
5. გამოაცხეთ 40 წუთის განმავლობაში 170 ° C-ზე. შემდეგ ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
“შოკოლადის საოცრება”
მასალები:
- 280 გ ხორბლის ფქვილი
- 4 კვერცხი
- 220 გ შაქარი
- 80 გ კაკაო
- 400 გ მანდარინი
- 20 გ კარაქი
მომზადება:
1. ერთმანეთისგან გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული.
2. ცილას დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ.
3. დაამატეთ კვერცხის გული და განაგრძეთ თქვეფა.
4. დაუმატეთ ფქვილი და კაკაო. ათქვიფეთ მაქსიმალური სიჩქართ სანამ არ გახდება გლუვი.
5. გაფრცქვენით მანდარინი და დაუმატეთ მასას.
6. მასა დაასხით გამოსაცხოთ ტაფაზე კარაქთან ერთად.
7. გამოაცხეთ 35 წუთით 180 ° C-ზე. ზემოდან დააწყეთ მანდარინი და მოასხით შოკოლადი.
მანდარინის და ვაშლის ღვეზელი
მასალები:
- 3 მანდარინი
- 2 ვაშლი
- 150 გ შაქარი
- 3 კვერცხი
- 250 გ ხორბლის ფქვილი
- 1/2 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი
- 20 გ კარაქი
მომზადება:
1. გათალეთ ვაშლი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
2. გაფრცქვენით მანდარინი და მანდარინის ცედრა მოათავსეთ თეფშზე.
3. შეურიეთ კვერცხი და შაქარი. კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და საცხობი ფხვნილი. აურიეთ.
4. გამოსაცხობ ფორმას გადაუსვით კარაქი. პირველი მოათავსეთ ვაშლი შემდეგ მომზადებული მასა და ზემოდან მანდარინი.
5. გამოაცხეთ 50 წუთით 180 ° C-ზე.
მანდარინის ღვეზელი ნიგოზთან ერთად
მასალები:
- 5-6 მანდარინი
- 1.5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 2 კვერცხი
- 1.5 ჭიქა კეფირი
- 1 ჭიქა შაქარი
- 10 გ ვანილის შაქარი
- 1/2 ჭიქა კაკალი
- 20 გ კარაქი
მომზადება:
1. გაფრცქვენით მანდარინი. გაყავით 3 ნაწილად.
2. დაჭერით ნიგოზი.
3. შეურიეთ კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი. დაამატეთ კეფირი, საცხობი ფხვნილი და ფქვილი. მოზილეთ ცომი.
4. ცომს დამატება მანდარინი და ნიგოზი.
5. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. გადაიტანეთ მასში ცომი. გამოაცხეთ 45 წუთით 180 ° C-ზე.
აუცილებლად მოამზადეთ ეს ღვეზელები ზამთრის არდადეგებზე. თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.