როგორ დავამარცხოთ გრიპი: ცნობილი ექიმის სასარგებლო რჩევები

1530
როგორ დავამარცხოთ გრიპი: ცნობილი ექიმის სასარგებლო რჩევები
როგორ დავამარცხოთ გრიპი: ცნობილი ექიმის სასარგებლო რჩევები

ექიმმა, ევგენი კომაროვსკმა, საყოველთაო აღიარება ტყუილად არ დაუმსახურებია. ჩვენ გვსურს ექიმს გულწრფელად მადლობა გადავუხადოთ: რამდენი ადამიანი გამოჯანმრთელდა მისი რჩევების დახმარებით, რამდენმა ადამიანმა გაიგო ამ ელემენტარული რაღაცების შესახებ!

როცა ვირუსული დაავადების სეზონი იწყება, ყველას ერთი და იგივე საკითხი აწუხებს. როგორ არ გავხდეთ ავად, თუ ვირუსის მსხვერპლი ახლობელი ადამიანი გახდა? როგორ ვიმკურნალოთ, თუ უკვე ავად ვართ? რა უნდა გავაკეთოთ მაღალი ტემპერატურის დროს?

გისურვებთ ჯანმრთელობას და გირჩევთ ეს გონივრული რეკომენდაციები წაიკითხოთ. სიმართლე ვირუსის, გრიპის და თანამედროვე მედიცინის შესახებ – ექიმი კომაროვსკიდან.

რაც მთავარია, რაც უნდა გახსოვდეთ: დაავადების დროს მოქმედების ტაქტიკა დამოკიდებული არაა იმაზე, თუ რა ეწოდება ვირუსს. იქნება ეს სეზონური გრიპი, ღორის, სპილოს, არ არის გრიპის – არ აქვს მნიშვნელობა.

მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ესაა ვირუსი, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და ის სასუნთქ გზებს აზიანებს. აქედან მოდის კონკრეტული ქმედებები.

ექიმი კომაროვსკის რჩევები გრიპის დროს

გრიპის პროფილაქტიკა

1.თუ გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შესაძლებლობა გაქვთ – აიცარით, უმჯობესია მთელმა ოჯახმა!

2.ვირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება არ არსებობს. არანაირი ხახვი, არანაირი ნიორი, არანაირი ნაყენი და არანაირი აბი ვერ დაგიცავთ ვერც რესპირატორული ვირუსის, ვერც გრიპის ვირუსისგან. ყველა ეს ხალხური მეთოდი – მხოლოდ ნერვულ სისტემას ამშვიდებს.

3.ვირუსის წყარო არის ადამიანი. რაც უფრო ნაკლები ადამიანია თქვენს გარშემო, დაავადების მით უფრო ნაკლები შანსი გაქვთ. კარანტინი ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი!

4.ნიღაბი ავადმყოფმა ადამიანმა უნდა გაიკეთოს, რომ ჯანმრთელ ადამიანს ვირუსი არ გადადოს. ავადმყოფი ადამიანის ნერწყვის წვეთები ნიღაბზე რჩება და ვირუსი არ გავრცელდება.

5.ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ, გამოიყენოთ სადეზინფექციო საშუალებები, სველი სალფეთქები თუ ხელის დაბანის საშუალება არ გაქვთ. ვირუსის დროს ხელის ჩამორთმევისგან სჯობს თავი შეიკავოთ და საკრედიტო ბარათები გამოიყენოთ: ქაღალდის ფულით ვირუსი გადადის

6.ვირუსის დროს სუფთა ჰაერზე გასეირნება არავის აქვს აკრძალული: სეირნობის დროს ვირუსის გადადების შანსი არაა. მხოლოდ ხალხის ჯგუფს უნდა აარიდოთ თავი.

7.შენობაში, სადაც ხშირად იმყოფებით, ოპტიმალური ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოთ: ტემპერატურა დაახლოებით 20 გრადუსი, ტენიანობა 50-70%. იატაკი მოწმინდეთ და მტვერი ხშირად გადაწმინდეთ, რაც შეიძლება ხშირად: ცივ ამინდებში ჩართული გამათბობელი ჰაერი შრება, ეს კი ვირუსული დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს.

მნიშვნელოვანია ცხვირის გარსის ლორწოვანის მხარდაჭერაზე იზრუნოთ: ეს ნებისმიერი ვირუსისგან დამცავი ბარიერი იქნება. შეგიძლიათ სპეციალური წვეთები იყიდოთ ზღვის წყლით და ფიზიოლოგიური ხსნარით, ან თავად მოამზადოთ.

საკმარისია 1 ჩ/კ ჩვეულებრივი საცხობი სოდა 1 ლ მდუღარე წყალში გახსნათ და ხსნარი ფლაკონში ჩაასხათ. ცხვირის ამ ხსნარით ხშირად გამოირეცხეთ!

გრიპის მკურნალობა

1.აუცილებლად თბილად ჩაიცვათ, მაგრამ ოთახში ტენიანობა და სუფთა ჰაერი შეინარჩუნეთ. ტემპერატურა დაახლოებით 20 გრადუსი, ტენიანობა 50-70%. იატაკი მოწმინდეთ, დაატენიანეთ და ოთახი გაანიავეთ.

2.ავადმყოფ ადამიანს ჭამა არ უნდა აიძულოთ. თუ ჭამა გსურთ, უმჯობესი იქნება თუ მსუბუქ, თხევად, ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს აირჩევთ.

3.მნიშვნელოვანია ბევრი სითხე მიიღოთ! შეგიძლიათ დალიოთ ჩაი, კომპოტი, ნაყენი, მინერალური წყალი.

4.ცხვირი მარილიანი ხსნარით დაატენიანეთ და რეგულარულად გამოირეცხეთ.

5.თუ მაღალ ტემპერატურას ებრძვით – მხოლოდ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ასპირინი კატეგორიულად არ შეიძლება.

6.ვირუსული ინფექცია ანტიბიოტიკით არ იკურნება. ეს საშუალება გართულების რისკს არ ამცირებს, არამედ ზრდის.

7.არანაირი საშუალება როგორიც არის მუკალტინი ან ლაზოლვანი ექიმის დანიშნულების გარეშე! არ შეიძლება!

როდის უნდა გამოვიძახოთ ექიმი სასწრაფოდ

1.გონების დაკარგვის შემთხვევაში

2.კრუნჩხვების დროს

3.სუნთქვის გახშირების შემთხვევაში

4.სხეულის ნებისმიერ ნაწილში ინტენსიური ტკივილის დროს

5.ყელის ტკივილი სისველის არ არსებობის შემთხვევაში

6.თავის ტკივილის და ღებინების დროს

7.კისრის შეშუპების დროს

8.თუ გაქვთ გამონაყარი, რომელიც მასზე დაჭერის შემთხვევაში არ ქრება.

9.თუ თქვენ 39 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა გაქვთ, რომელიც სიცხის დამწევი საშუალების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ არ იწევს.

10.თუ ტემპერატურას თან ახლავს ჟრჟოლა, სიმკრთალე, ოფლდენა,

თუ ავადმყოფის მდგომარეობა 4 დღის განმავლობაში არ უმჯობესდება, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია! მხოლოდ ექიმი შეძლებს საჭირო მკურნალობის დანიშვნას.

დაავადების რთული შემთხვევები გვხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი მკურნალ ექიმს დროულად არ მიმართავს. გახსოვდეთ: მიღებულ ზომებზე ადამიანის ცხოვრება და ჯანმრთელობა არის დამოკიდებული, ეს ყველას ეხება!

მეგობრებს ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარეთ, დაე ყველა ჯანმრთელი იყოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს