შოკოლადის 5 უგემრიელესი დესერტი

2297

ყველასთვის მტკივნეული თემაა დესერტები, როდესაც დიეტაზე ვართ. დიეტოლოგები საშუალებას გაძლევენ მიირთვათ ერთი ნაჭერი მუქი შოკოლადი დღეში.

ჩვენ მზად ვართ შემოგთვაზოთ შოკოლადის 5 რეცეპტი, რომლების საკმაოდ დაბალკალორიულია – არა კარაქი, ფქვილი ან შაქარი. დაივიწყეთ შეზღუდვები და მიირთვით ეს შესანიშნავი დესერტები.

დიეტური ხაჭო კაკაოსთან ერთად

მასალები:

  • 300 გ უცხიმო ხაჭო
  • 100 მლ 1%-იანი რძე
  • 20 გ ჟელატინი
  • 2 ს.კ. თაფლი და კაკაო
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

1. დაასხით ჟელატინს ცივი წყალი. 30 წუთის შემდეგ, როდესაც ის გადიდდება, დაამატეთ თაფლი, რძე და კაკაო.

2. დადგით დაბალ ცეცხლზე. არ დაელოდოთ ადუღებას, დაელოდეთ კაკაოს ფხვნილი მთლიანად დაშლას. შემდეგ დაამატეთ ხაჭო და აურიეთ.

3. მასა მოათავსეთ ბლენდერში და შემდეგ ჩაასხით ფორმებში. შედგით სუფლეისთვის მაცივარში 8 საათით.

კალორიები: 92 კკალ 100 გ-ზე.

,,ბრაუნი” კარაქის გარეშე

მასალები:

  • 100 გ კაკაოს ფხვნილი
  • 300 მლ წყალი
  • 2 კვერცხი
  • დამატკბობელი

მომზადება:

1. შეურიეთ კაკაოს წყალი და მოათავსეთ ნარევი ორთქლზე. დაამატეთ დამატკბობელი გემოვნებით.

2. იმავდროულად, გატეხეთ კვერცხი და გაყავით ცილა და გული. კვერციხ გული დაუმატეთ კაკაოს. ამის შემდეგ დაამატეთ ცილა და შოკლადი. ჩაასხით მასა საცხობ ტაფაზე შედგით ღუმელში 7-8 წუთით, 200 გრადუსზე.

3. როდესაც ბრაუნი გაცივდება, შედგით მაცივარი 6-8 საათის განმავლობაში.

კალორიები: 110.7 კკალ 100 გ-ზე.

ხაჭოსგან და შოკოლადისგან მომზადებული დიეტური ჩიზქეიქი

მასალები:

  • 400 გ უცხიმო ხაჭო
  • 100 გ ყველაზე დაბალ ცხიმიანი რძე
  • 15 გ ჟელატინი
  • 50 გ კაკაო
  • 20 გ თაფლი
  • 250 მლ წყალი

მომზადება:

მოათავსეთ ჟელატინი წყალში ნახევარი საათით. დამატება ხაჭო, თაფლი, რძე და კაკაო. ჩაასხით ბლენდერში და დააბლენდერეთ სანამ არ გახდება გლუვი. მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

კალორიულობა: 108 კკალ 100 გ-ზე.

მსუბუქი შოკოლადის ტორტი

მასალები:

  • 200 მლ კეფირი
  • 150 მლ შვრია
  • 200 გ ალუბალი ან სხვა კენკრა
  • 2 კვერცხი
  • 20 გ კაკაო
  • სტევია ან სხვა დამატკბობელი
  • საცხობი ფხვნილი

მომზადება:

1. გატეხეთ კვერცხები და დაამატეთ სტევია, შემდეგ შვრია, კაკაო, საცხობი ფხვნილი და კეფირი. კარგად აურიეთ.

2. დაასხით საცხობ ტაფაზე და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 35-40 წუთით. რომ გაცივდება შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა.

კალორიულობა: 136 კკალ 100 გ-ზე.

დიეტური ტორტი “კარტოშკა”

მასალები:

  • 200 გ უცხიმო ხაჭო
  • 40 გ კაკაოს ფხვნილი
  • 2 კვერცხის გული
  • 100 გ ხორბლის ქატო
  • 100 მლ რძე
  • დამატკბობელი

მომზადება:

1. გაცერით ფქვილი და შეურიეთ კვერცხის გული და ხაჭო. დაამატეთ 100 მლ რძე.

2. დაამატეთ კაკაოს ფხვნილი და დამატკბობელი. მასა უნდა იყოს ზომიერად სქელი. შედგით მაცივარში 2 საათით.

კალორიულობა: 176.3 კკალ. 100 გ-ზე.

თუ მოგეწონათ გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს