4 პროდუქტი, რომლებიც ქალებისთვის არის შექმნილი. 35 წლის შემდეგ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს

2446
4 პროდუქტი, რომლებიც ქალებისთვის არის შექმნილი. 35 წლის შემდეგ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს
4 პროდუქტი, რომლებიც ქალებისთვის არის შექმნილი. 35 წლის შემდეგ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს

ქალები ლამაზი არსებები არიან, რომლებშიც ბევრი სინათლე, სიკეთე და სიყვარული სუფევს! ისინი სამყაროს ამშვენებენ. მათ ფარული მწუხარების დროსაც სითბოს და ზრუნვის გამოხატვა შეუძლიათ. მათ ნებისმიერი უბედურების გადატანა შეუძლიათ. მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა არ უნდა დაგავიწყდეთ: თქვენს სხეულზე, სილამაზესა და ახალგაზრდობაზე იზრუნეთ.

ქალური სილამაზის გარანტიას კარგი ჯანმრთელობა და დაბალანსებული ჰორმონალური ფონი წარმოადგენს. როცა ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ესტროგენების წარმოება ხდება, დაბერების პროცესი ფერხდება, ქალები თავს მიმზიდველად და მხიარულად გრძნობენ. გასაკვირი არაა, რომ ესტროგენს სექსუალურობის ჰორმონს უწოდებენ.

ესტროგენის ნაკლებობის ნიშნები

ესტროგენის ნაკლებობა განსაკუთრებით მწვავედ მშობიარობის შემდგომ პერიოდში და მენოპაუზის დროს ვლინდება. ჰორმონის დონის შემცირება შეინიშნება დიდი ფიზიკური დატვირთვის, სტრესის, არასწორი კვების და მავნე ჩვევების დროს.

აი რამდენიმე სახიფათო ნიშანი, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ:

  • შემცირებული თვითშეფასება
  • ლიბიდოს და მგრძნობელობის შემცირება
  • სწრაფად დაღლა
  • გარეგნულ მხარის მიმართ უყურადღებობა
  • წონის მომატება
  • ცხელება
  • დეპრესია
  • თმის ცვენა
  • ფრჩხილების მტვრევა

ზემოთ ხსენებული ნიშნები ექიმთან ვიზიტის და ესტროგენის დონის გასაგებად სისხლის ანალიზის გაკეთების მიზეზს წარმოადგენს.

ჰორმონის დონის შემცირების დროს პაციენტს ხშირად ესტროგენის ხელოვნურ ჩამნაცვლებელს უნიშნავენ. მართალია ამ პრეპარატებს ქალების გარეგნული მხარის გაუმჯობესება, ქალური ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის გახანგრძლივება შეუძლიათ. მაგრამ ბუნებაში ბევრი ნატურალური დამხმარე არსებობს უფრო რბილი მოქმედებით. არსებობს მთელი რიგი პროდუქტები, რომლებიც ფიტოესტროგენებს შეიცავენ.

პროდუქტები ესტროგენებით

1.სელის თესლი

შეგიძლიათ ყოველდღე მიიღოთ, მაგრამ დღეში მხოლოდ 2 ს/კ. სელის თესლის ფქვილი თაფლთან ერთად შეგიძლიათ ტკბილ ფაფას, რძი სმჟავა სასმელს, წვენს და მორსის დაუმატოთ.

2.პარკოსანი

აირჩიეთ ნებისმიერი: მწვანე ბარდა, ლობიო, თურქული ბარდა… განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ოსპს, რომელიც დიდი რაოდენობით ცილას და ტრიპტოფანს შეიცავს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დროს სეროტონინად, ბედნიერების ჰორმონად გადამუშავდება.

3.ყავა

კვლევის მიხედვით. თითქმის ქალების 100%-ს, რომლებიც დღეში 500 მლ გამამხნევებელ ყავას სვამდნენ, ესტროგენების მომატებული დონე აქვთ. ყავის მოხმარების დროს ფრთხილად უნდა იყოთ, თუ თქვენ ჰიპერტონია, კუჭის და გულის დაავადება გაქვთ!

4.გარგარი

ეს მზიანი ხილი – ესტროგენის ოქროს წყაროა. ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად ახალი გარგარი სეზონზე მიიღეთ და ჩირი დანარჩენ დროს.

ფიტოესტროგენს ბევრი მცენარე შეიცავს, მათ შორის: სალბი, სვია, ჯენშენი, გვირილა, არნიკა, ცაცხვი, უპანი. მაგრამ გახსოვდეთ, მათი რეგულარულად გამოყენება ექიმის კონსულტანციის გარეშე არ შეიძლება!

ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ. მნიშვნელოვანია, რომ მიმზიდველი და ჯანმრთელი ნებისმიერ ასაკში იყოთ, რასაც ჩვენ გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს