„კარტოფილი“ დესერტი ორაზროვანი და საკმაოდ საინტერესო ისტორიით. საბჭოთა პერიოდის დროს, საბჭოური კულინარიის ის ერთ-ერთი ცნობილი კერძი იყო.
გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი დესერტისთვის ხშირად სხვა ნამცხვრების და ტორტების ნარჩენს იყენებდნენ, რომლებიც რეცეპტში მოცემული არა. შედეგად ყველა კმაყოფილი იყო – მზარეულები დამატებით მოგებას იღებდნენ და ნარჩენებს იშორებდნენ, ხოლო ბავშვები მრავალფეროვან „კარტოფილს“ მიირთმევდნენ. კავშირი დაიშალა, მაგრამ დელიკატესი დარჩა. სცადეთ მისი მომზადება!
ნამცხვარი „კარტოფილი“
ინგრედიენტები:
- 500 გრ ორცხობილა (სასურველია ვანილის)
- 400 მლ მოხარშული რძე
- 50 გრ კაკაოს ფხვნილი
- 200 გრ კარაქი
- 100 გრ შავი შოკოლადი
- 30 მლ კონიაკი (სურვილისამებრ)
- 20 გრ ციტრუსის ცუკატი (კონკრეტული ცუკატი გემოვნების მიხედვით)
ამ მასალისგან დაახლოებით 20 ცალი „კარტოფილი“ გამოვა, ხოლო მომზადება დაახლოებით 2 საათს მოითხოვს.
მომზადება:
1.ორცხობილა კარგად დააქუცმაცეთ. დაუქუცმაცებული ნაწილი არ უნდა დარჩეს. ამისთვის შეგიძლიათ ხორვის გასატარებელი მოწყობილობა გამოიყენოთ.
2.ცალკე თასში კაკაოს ფხვნილი და მოხარშული რძე ერთმანეთს აურიეთ. მიღებული ნარევი ერთგვაროვან მასამდე დაიყვანეთ, შემდეგ დაჭრილი კარაქი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე შედგით. გააცხელეთ, სანამ კარაქი არ გადნება.
3.შოკოლადი წყლის ორთქლზე გააცხელეთ. ნახევარი – 50 გრამი მეორე პუნქტში მიღებულ ნარევს დაუმატეთ. აქვე დაამატეთ კონიაკი, თუ იყენებთ. მეორე ნახევარი ჯერ გადადეთ – გასაფორმებლად დაგჭირდებათ.
4.შოკოლადი-კარაქის ნარევი და ორცხობილა აურიეთ. თუ შედეგი ძალიან მშრალია, რძე დაუმატეთ, ოღონდ ოდნავ.
5.“კარტოფილი“ დაამრგვალეთ. პროცესის გასამარტივებლად ჯერ სოსისის ფორმები გააკეთეთ, შემდეგ კი დაჭერით და მიღებული ნაჭრებიდან ბურთები გააკეთეთ.
6.ბურთების შიგნით ცუკატები მოათავსეთ. ცუკატების ნაწილი შეგიძლიათ გასაფორმებლად გამოიყენოთ.
7.დარჩენილი თხევადი შოკოლადი გააცხელეთ და ნამცხვარს ზემოდან მოასხით. ცუკატები, თუ კიდევ დაგრჩათ, შოკოლადის ზემოთ მოაყარეთ.
8.შოკოლადის გამაგრებას დაელოდეთ.
„კარტოფილის“ მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ ცივიც კი თავის გემოს არ კარგავს, პირიქით! ასე რომ მისი იმწამსვე მირთმევა არ იჩქაროთ. შოკოლადს მთელ ნამცხვარში შეღწევა აცადეთ.
გემრიელად მიირთვით!