მნიშვნელოვანი რამ, რაც წლის ბოლომდე თითოეულმა ზოდიაქოს ნიშანმა უნდა გააკეთოს

1508
მნიშვნელოვანი რამ, რაც წლის ბოლომდე თითოეულმა ზოდიაქოს ნიშანმა უნდა გააკეთოს
მნიშვნელოვანი რამ, რაც წლის ბოლომდე თითოეულმა ზოდიაქოს ნიშანმა უნდა გააკეთოს

ძალიან მალე მომავალი წელი დადგება. ბევრთან ის ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება. მაგრამ მასში რომ შეხვიდეთ, ყველა დაწყებული საქმე ამ წელს უნდა დაამთავროთ. ასტროლოგები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს გირჩევთ წლის ბოლომდე დაასრულოთ ის საქმე, რისთვისაც მთელი წელი დრო არ გყოფნიდათ. ეს 2019 წლის წარმატებით დაწყებაში დაგეხმარებათ!

რა უნდა გააკეთოთ ახალ წლამდე

ვერძი

ალბათ ზოგიერთ ნაცნობს უკვე ბლოგი აქვს, ზოგს საკუთარი სიამოვნებისთვის, ზოგსაც კი სამუშაოდ. თქვენ რა გაფერხებთ? წლის ბოლოს – დროა დაიწყოთ. სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ, საკუთარი საიტი ან Youtube-ზე არხი შექმენით. თქვენი გონება ამ საქმეში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

კურო

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ძალიან ფეთქებადი ხასიათის ადამიანი არის. დაფიქრდით, ამ წელს ვინმეს ხომ არ აწყენინეთ. ახლობლებს და ნათესავებს დაურეკეთ და პატიება ითხოვეთ. მომავალ წელს თქვენ ბედნიერება გელოდებათ.

ტყუპები

წელს ენერგიული, აქტიური და მომაჯადოებული წელი გქონდათ. თქვენ ძალიან დაკავებული ადამიანი ხართ. დროის სწორად გადანაწილება უნდა ისწავლოთ. დაფიქრდით, საყვარელ ადამიანებს საკმარის დროს უთმობთ? ახლობლები თქვენი მზრუნველობით გაახარეთ.

კირჩხიბი

წელს ძალიან გამოიფიტეთ. სწორედ ამიტომ კარგი იქნება, თუ დაისვენებთ. დრო საკუთარი თავისთვის გამონახეთ. თუ სამოგზაუროდ წასვლას ვერ ახერხებთ, აბაზანაში მაინც ინებივრეთ და ირგვლივ არომატული სანთლებით დატკბით.

ლომი

წელს თქვენს ურთიერთობაში გაერკვიეთ. თუ თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ, ასე გააგრძელეთ. თუ არა, შეფასება გააკეთეთ. გჭირდებათ კი ადამიანი, რომელიც თქვენ არ გაფასებთ. ალბათ არა!

ქალწული

მთელი წელი ბეჯითად შრომობდით, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა დაგავიწყდათ. სილამაზის სალონს აუცილებლად ეწვიეთ. შესაძლოა, იმიჯის შეცვლის სურვილიც გაგიჩნდეთ.

სასწორი

ერთ წელში ბევრი უსარგებლო ნივთი დაგიგროვდათ. ძველი ჟურნალები, ტანსაცმელი, რომელსაც უკვე აღარ ატარებთ, ცარიელი ბოთლები მოიშორეთ. ასევე შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ფსკერისკენ გიზიდავთ.

მორიელი

მომავალი წლისთვის არ გადადოთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა დაიწყეთ. აუზზე, სავარჯიშო დარბაზში ჩაწერეთ, უფრო მეტი ისეირნეთ და ყავის ნაცვლად უფრო ბევრი სუფთა წყალი დალიეთ. ეს რთული სულაც არაა!

მშვილდოსანი

სანამ მთელი წელი ახლობლებს ანებივრებდით, დროა საკუთარ თავზე იზრუნოთ. თქვენთვის რამე იყიდეთ, რაზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობთ!

თხის რქა

უცხო ენის და ჭრა-კერვის სწავლა მომავალი წლისთვის გადადეთ? არ ღირს! საინტერესო კურსზე უკვე წელს ჩაეწერეთ!

მერწყული

უფრო მეტი ფულის დაზოგვა დაიწყეთ. მომავალ წელს სამოგზაუროდ წასვლაზე ხომ ოცნებობთ? თუ ყველაფერს წინასწარ დაჯავშნით, უფრო იაფად გამოხვალთ. მანამდე კი შეგიძლიათ სამოგზაურო გეგმა შეადგინოთ.

თევზები

წლის ბოლოს სურვილების ბარათი შეადგინეთ და თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდეთ. შემდეგ შეხედეთ და შთაგონებას მიიღეთ. ასევე, ეს ახლობლებისთვის მინიშნება იქნება, თუ საჩუქრად რისი მიღება გსურთ.

აქ მოცემული გასაკეთებელი საქმეების სია უახლოეს მომავალში შეასრულეთ და ახალ წელს ახალი გეგმით შეხვდით. ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს