მსოფლიოში ყველა ქალი საკუთარ გარეგნობაზე ნერვიულობს და ყოველთვის მომხიბვლელად ყოფნას ცდილობს. თუმცა სილამაზის ინდუსტრიის სწრაფ განვითარებასთან ფასებიც იზრდება, ზოგიერთი პროცედურა და კოსმეტიკა ბევრისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის. მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს: ყოველთვის შეგიძლიათ იაფფასიანი ხრიკები გამოიყენოთ, რომლებიც უფრო ეფექტურები არიან, ვიდრე ყველა შესაძლო კოსმეტიკური საშუალებები და სალონური პროცედურები.
თქვენთვის ცხოვრების თითქმის ყველა შემთხვევისთვის 15 რჩევა შევაგროვეთ, რომელთა წყალობით გარეგნობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდებით და ყველას საკუთარი სილამაზით მოხიბლავთ.
წვნიანი ვარდისფერი ტუჩები
დახეთქილ ტუჩებს რომ უშველოთ ძვირადღირებული სკრაბის შეძენა და ჰიგიენური პომადით მკურნალობა საჭირო არ არის. შეგიძლიათ ეფექტური საშუალება თავად მოამზადოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- კბილის პასტა
- თაფლი
ტუჩებს უფრო გლუვს შემდეგი ქმედებით შეძლებთ: რბილი მასაჟური მოძრაობით, ზეწოლის გარეშე, ტუჩები თაფლის და კბილის პასტის ნარევის გამოყენებით ჯაგრისით 3-5 წუთით დაიმასაჟეთ.
სუფთა კანი შავი წერტილების გარეშე
თავის მომაბეზრებელ შავ წერტილებს დაემშვიდობეთ, კანი სახლში დამზადებული ნიღბის გამოყენებით გაისუფთავეთ. მისი მომზადება შეგიძლიათ ინგრედიენტებისგან, რომლებიც თითქმის ყველას აქვს სახლში
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 მცირე ზომის ჟელატინის ფხვნილი (აუცილებელია სუნის გარეშე: არომატიზატორმა შეიძლება კანის გაწითლება გამოიწვიოს)
- რამდენიმე ჩ/კ რძე
ინგრედიენტები უნდა აურიოთ, მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით გააცხელოთ და შემდეგ პრობლემურ კანზე 15 წუთით გაიჩეროთ.
გრძელი და სქელი წამწამები
ქოქოსის ზეთის გასაოცარი თვისებები აქვს. მას კოსმეტიკურ საშუალებებში ტყუილად არ იყენებენ და თავის მოვლის პროდუქტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი არის.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ქოქოსის ზეთი
- ალოე ვერას გელი
ამ შემთხვევაში ქოქოსის ზეთის გამოყენება შესანიშნავ და ბუნებრივ მეთოდს წარმოადგენს, რომ წამწამები უფრო გრძელი და სქელი გავხადოთ, რადგან ის E ვიტამინს, მინერალებს და სხვა აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებიც წამწამების ზრდის სტიმულირება ფოლეკულებში მოხვედრით ახერხებენ. ეფექტის გაუმჯობესებას ზეთის და ალოე ვერას გერის ნარევით შეძლებთ.
ლამაზი სხეული ნახეთქების გარეშე
ბევრი მამაკაცი აღიარებს, რომ ნახეთქებში საშინელს ვერაფერს ხედავენ, მაგრამ ქალებს ეს ესთეტიკური ნაკლი ნერვებს უშლით და მათი მოშორების სურვილს უჩენს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- საშუალო ზომის კარტოფილი
- მარლა
ცნობილია, რომ კარტოფილი სახამებელს შეიცავს, რომელსაც დამარბილებელი და დამამშვიდებელი თვისება აქვს, ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედების კვდომის პროცესს აფერხებენ. სწორედ ამიტომ პრევენციის მიზნით ან კანის ნახეთქებთან ბრძოლის დროს მისი გამოყენება შესანიშნავი ვარიანტია. კარტოფილი გაასუფთავეთ, დააქუცმაცეთ, მარლაში ჩადეთ და პრობლემურ ზონაზე კომპრესი დაიდეთ.
თმის მომენტალური გაახლება
მშრალი შამპუნის ეფექტურობის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მათში შედის ნივთიერება, რომელიც კანის ზედმეტ ცხიმს (რაც თმას ბინძურს ხდის) შეიწოვს. თუ მსგავსი საშუალების მომზადება სახლის პირობებში გსურთ, რომ ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება თავიდან აიცილოთ, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული რეცეპტი გამოიყენოთ ღია და მუქი ფერის თმისთვის.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ¼ ჭიქა სიმინდის სახამებელი
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- ¼ ჭიქა კაკაოს ფხვნილი (მუქი ფერის თმისთვის)
ინგრედიენტები აურიეთ, თმაზე ფუნჯის გამოყენებით წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. თავში შეზელა საჭირო არაა, რომ ქავილი არ გამოიწვიოთ.
გატეხილი ფრჩხილის ექსტრემალურად აღდგენა
ყოველი გოგო ფრჩხილების მდგომარეობაზე ნერვიულობს და იკეთებს მანიკურს, რომ ისინი მოვლილი იყოს. სამწუხაროდ, არავინ არის დაზღვეული, რომ ფრჩხილი ყველაზე მოულოდნელ მომენტში არ მოგტყდებათ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ჩაის პაკეტი
- საბაზო საფარველი
- ფრჩხილის ლაქი
- ზედა საფარი
ჩაის პაკეტიდან ზუსტად ბზარის ზომის ნაჭერი უნდა ამოჭრათ და ლაქის რამდენიმე ფენის კონსტრუქციის გასამაგრებლად უნდა გამოიყენოთ, რომ მანიკური სალონში შემდეგ ვიზიტამდე შეინარჩუნოთ. აღსანიშნავია: თუ თქვენს არსენალში გელ-ლაქი და სპეციალური ნათურები არ გაქვთ, შეგიძლიათ მსგავსი ხრიკი ჩვეულებრივი ლაქის გამოყენებით გააკეთოთ. მოქმედების პრინციპი იგივეა: ლაქის ბევრი ფენა. უბრალოდ მეტი დრო დაგეხარჯებათ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კარგად გაშრეს და არ გაიდღაბნოს.
მშრალი და დახეთქილი ქუსლების გადარჩენა
თუ დახეთქილი ქუსლების პრობლემა გაწუხებთ, მაშინ მარტივ გადაწყვეტილებას გთავაზობთ, რომელიც ლიმონის გამოყენებას გულისხმობს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 დიდი ზომის ლიმონი
- დამატენიანებელი კრემი
ლიმონი ქუსლს უნდა „ჩამოაცვათ“ და წინდებში დამალოთ, ხოლო დამატენიანებელი კრემი პროცედურის შედეგს გაამყარებს.
გრძელი და სქელი თმა
სტილის და ვარცხნილობის მრავალფეროვნების მიუხედავად, ჯანსაღი და სქელი თმა დღემდე ყველაზე ქალურ და ლამაზ ნაწილად ითვლება. სტრესის, ემოციური დაძაბულობის და ცუდი ეკოლოგიის გამო პრაქტიკულად ყველა ქალს თმა უთხელდება, სცვივა და თხელი უხდება.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 4-5 თავი ხახვი
თმას რომ მდიდრული შესახედაობა დაუბრუნოთ, შეგიძლიათ სპეციალური შესასხურებელი სპრეი გამოიყენოთ, რომელიც ხახვის და ჩვეულებრივი წყლის გამოყენებით მზადდება. განსაკუთრებული მოწყობილობა ამისთვის საჭირო არაა, მაგრამ კვირაში 2-ჯერ მსგავსი პროცედურის ჩატარება გასაოცარ შედეგს მოგცემთ.
ჭარბი თმის მოშორება
ჭარბი თმა ქალებში ტესტოტერონის დონის მომატებით არის გამოწვეული. ლაზერული ეპილაცია ძვირადღირებული პროცედურა არის. ამიტომ უფრო იაფ და ეფექტურ პროცედურას გთავაზობთ. მაგ., ინდოეთში ქალები არასასურველ თმას ამ ერთი სანელებლის გამოყენებით იშორებენ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ კურკუმა
- რეზინის ხელთათმანი
კურკუმას და წყლის ნარევისგან მიიღეთ პასტა, რომელიც სასურველ ადგილას წაისვით. რამდენიმე სეანსის შემდეგ თმა უფრო თხელი და იშვიათი გახდება, შემდეგ კი საერთოდ გაქრება.
გლუვი და ახალგაზრდა სახის კანი
ითვლება, რომ ყურძენს ანტიასაკობრივი თვისება აქვს: ის მდიდარია ქიმიური ნაერთებით, რომლებიც ნაოჭებს ებრძვის, კანის ელასტიურობას აღადგენს, დაზიანებულ კანს კურნავს და ღრმა კვებას უზრუნველყოფს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ყურძენი
- ზეითუნის ზეთი
ეს ერთ-ერთი ნიღაბია, რომელიც კანს ატენიანებს და ნაოჭების სიღრმეს ამცირებს. ყურძენი კანი და კურკები მოაშორეთ და ჩანგლის გამოყენებით დააქუცმაცეთ, რომ ფაფის მსგავსი მასა გამოგივიდეთ. 2 ს/კ ფაფას 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. მასაჟური მოძრაობით სახესა და ყელზე წაისვით, 10-20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ჯანსაღი თმა გაყოფილი ბოლოების გარეშე
ჟელატინს დაზიანებულ თმის ნაწილში შეღწევა და მისი აღდგენა შეუძლია, საჭირო ტენს ინარჩუნებს და ასე თმას უფრო ძლიერს და მიმზიდველს ხდის. სწორედ ამიტომ ჟელატინის ნიღბით ლამინირების პროცედურა თამამად ჩაანაცვლოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ს/კ ჟელატინი
- 2 ჩ/კ თმის ბალზამი
- აბუსალათინის ან ბირკავას ზეთი (სურვილის მიხედვით)
ჟელატინი 4 ს/კ თბილ წყალში გახსენით და წყლის ორთქლზე გააცხელეთ. შემდეგ თმის ბალზამი და ზეთი დაუმატეთ. მთელი მასა სველ თმაზე წაისვით და ზემოდან საკვები ცელოფანი და პირსახოცი შემოიხვიეთ, 30 წუთით გაიჩერეთ. თუ დრო და სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ფენით თმა გააცხელოთ, რომ უკეთეს შედეგს მიაღწიოთ. ასეთი ნიღაბი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ გაიკეთეთ.
თვალების ქვეშ მუქი წრეების მოშორება
სინამდვილეში თვალების ქვეშ მუქი წრეები დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ უსიამოვნების საწინააღმდეგოდ ბევრი საშუალება არსებობს, მათ შორის სახლის პირობებშიც.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ნებისმიერი ჩაის პაკეტი
პაკეტი უნდა დააყენოთ, ღამის განმავლობაში გააგრილოთ და დილით თვალზე 10-15 წუთით გამოიყენოთ. ჩაი შეშუპებას და ანთებას აქრობს, რაც მას პრობლემის გადასაჭრელად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და სწრაფ მეთოდად აქცევს. მითითებულ დროზე უფრო დიდხანს ჩაის პაკეტი თვალზე არ გაიჩეროთ, რომ კანი არ გამოაშროთ.
თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
თმის დაკარგვა შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული: სტრესი, არასწორი კვება, არასაკმარისი ძილი და ტემპერატურის ცვლილებები. თმა რომ ყოველთვის სქელი და ლამაზი იყოს, გირჩევთ აღსადგენად და თმის ზრდის სტიმულაციისთვის სახლის ნიღბები გამოიყენოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 მწიფე ავოკადო
- 1 კვერცხის გული
კვირაში რამდენჯერმე ერთი საათი თავისუფალი დრო და ცხიმიანი თმის პრობლემას დაივიწყებთ. ასეთი საოცარი ნიღბის მომზადება მარტივია: ავოკადოსგან ფაფის მსგავსი მასა გააკეთეთ, შემდეგ კვერცხის გული დაუმატეთ და აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. გაწმენდილ სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ.
სახის ფერის გათანაბრება
სახის ტონის ექსტრემალურ პირობებში გათანაბრება რთული საქმეა, მაგრამ სავსებით შესაძლებელი, თუ ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდებით. მართალია, აქ მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები დაგჭირდებათ, მაგრამ სილამაზე, როგორც ცნობილია, მსხვერპლს მოითხოვს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- მწვანე კონსილერი
- ნარინჯისფერი კონსილერი
- ტონალური ბაზა
პირველი ორი საშუალება ტონის გასათანაბრებლად არის საჭირო. ნარინჯისფერი შავი წრეების დასაფარად გამოიყენება. მწვანე აკნეს და სიწითლის შესანიღბად. შემდეგ კონსილერი კარგად მოტუშეთ და ტონალური ბაზა წაისვით და მაკიაჟის წასმა დაასრულეთ.
ბოლო რჩევა: რატომ არ უნდა გამოიყენოთ ბადე-ღრუბელი დასაბანად
ბადე-ღრუბელი პატარა და მოსახერხებელია გამოსაყენებლად, თან სწრაფად შრება. გასაოცარი არაა, რომ ბევრს სწორედ მისი გამოყენება ურჩევნია. თუმცა დერმატოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ: ასეთი ღრუბლის გამოყენების შემდეგ ეპითელიუმი ღრუბელში რჩება და სააბაზანო ოთახში ტენიანობის გამო შეიძლება ობიც გაჩნდეს. აკნეს და კანის სერიოზული გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია თუ მას სხვა დასაბანი ღრუბლით ჩაანაცვლებთ.