5 გემრიელი საშობაო კერძი – უკვე დროა საჭირო პროდუქტების სია გააკეთოთ

2454

საჭირო კერძების მომზადება საშობაო სუფრისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვიღებთ სტუმრებს და ვფიქროთ, თუ როგორ უნდა გავუმასპინძლდეთ მას. ჯერ უნდა ვიფიქროთ პირველ კერძზე, ხოლო შემდეგ სასიამოვნო დესერტზე, რომელიც უნდა იყოს იდეალური.

ჩვენ შემოგთავაზებთ 5 გემრიელ საშობაო კერძს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

ფურშეტის სალატი

უკვე გადაწყვიტეთ რომელ სალათს მოამზადებთ დღესასწაულებისთვის? აუცილებლად მოამზადეთ ეს სალათი.

მასალები:

  • 150 გ ქათმის ფილე
  • 150 გ სტაფილო
  • 300 გ ქამა სოკო
  • 100 გ მაიონეზი
  • 3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

1. მოხარშეთ ქათმის ფილე. შემდეგ დაჭერით კუბურებად.

2. გარეცხეთ ქამა სოკო. დაჭერით და მოხრაკეთ  მზესუმზირის ზეთში.

3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. დაუმატეთ სეზონური სანელებლები და მაიონეზი.

4. სალათი მოათავსეთ ტარტარეტკებზე.

ეს სალათი იდეალური გადაწყვეტილებაა მტელი ოჯახისთვის.

კრაბის ჩხირები

საახალწლო სუფრა კრაბის ჩხირების სალათის გარეშე წარმოუდგენელია. აუცილებლად მოამზადეთ ეს იდეალური სალათი.

მასალები:

  • 200 გ კრაბის ჩხირები
  • 3-4 კვერცხი
  • 100 გ მყარი ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • 100 გ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. გატეხეთ კვერცხი. სხვადასხვა კონტეინერში მოათავსეთ ცილა და კვერცხის გული.

2. დაჭლიტეთ ნიორი.

3. დაჭერით კამა და გახეხეთ ყველი.

4. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა კვერცხის გულის და კამისა. მოასხით მაიონეზი, დაამატეთ მარილი და წიწაკა.

5. კრაბის ჩხირებში მოათავსეთ შერეული ინგრედიენტები.

6. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული და კამა.

ქამა სოკო ქათმით

მასალები:

  • 500 გ ქათმის ფილე
  • 60 გ ყველი ფეტა
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 10 დიდი ქამა სოკო
  • 100 გ მოცარელა
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. გარეცხეთ სოკო. გაამშრალეთ ქაღალდის პირსახოცით და მოაცალეთ ფეხები.

2. მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე ისე, რომ თავი ჰქონდეს ზემოთ.

3. დაჭერით ქათმის ფილე. შეწვით  მცენარეული ზეთში. დაჭერით სოკოს ფეხები. დაუმატეთ ქათამს და შეწვით 5 წუთის განმავლობაში.

4. შეურიეთ არაჟანი და ფქვილი. დაამატეთ სანელებლები. დაამატეთ ქათამს და მოხრაკეთ 10 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და გააგრილეთ.

5. ჩართეთ ღუმელი 180 ° C-ზე.

6. გახეხეთ ყველი ფეტა. შეურიეთ დაჭრილი ოხრახუში.

7. ეს ყველაფერი მოათავსეთ სოკოში. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი მოზარარელა.

8. გამოაცხეთ 15 წუთის განმავლობაში.

ეს კერძი არასდროს არ გადაგყვებათ მეორე დღეს. შეგიძლიათ თამამათ მიართვათ სტუმრებს. ყველას ძალიან მოეწონება.

თევზისგან მომზადებული კერძი

ამ კერძის მომზადება ძალიან მარტივი და გემრიელია. აუცილებლად მოუმზადეტ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს და სტუმრებს.

მასალები:

  • 250 გ დაკონსერვებული თევზი სარდინი
  • 50 გ მწვანე ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 1 მჟავე ვაშლი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 3 პომიდორი
  • 100 გ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. კანი მოაცილეთ სტაფილოს და ვაშლს.

2. გამოყავით თევზის ფილე ძვლისგან.

3. დაჭერით ხახვი და ოხრახუში.

4. თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და მაიონეზი.

5. დაჭერით პომიდორი თხელ რგოლებად.

6. განათავსეთ თევზის მასა პომიდორის რგოლებზე.

ეს კერძი დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

ქათმის რულეტი ბოსტნეულით

მასალები:

  • 400 გ ქათმის ფილე
  • 3 კვერცხი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 150 გ სოკო
  • 2 პომიდორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. დაჭერით ქათმის ფილე, მაგრამ არა მთლიანად. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დაამატოთ სანელებლები.

2. გატეხეთ კვერცხი და დაამატეთ მაიონეზი.

3. დაჭერით წიწაკა, სოკო და პომიდორი. დაამატეთ მწვანილი და  კვერცხის მასა.

4. მოამზადეთ ომლეტი კარაქში.

5. ომლებს დაუმატეთ გამომცხვარი ფილე.

6. ეს ყველაფერი გადაახვიეთ და მოამზადეთ რულეტი.

7. აადუღეთ წყალი. მოათავსეთ მასში რულეტი და მოამზადეთ 40 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.

8. ამოიღე და შედგით იმაცივარში.

მიირთვით ეს კერძი გარნირთან ერთად. შეგიძლიათ დაუმატოთ სალათის ფურცლები. ეს კერძი საკმაოდ ორიგინალური და მიმზიდველია.

მოამზადეთ ეს კერძები საშობაოდ და შეეცადეთ ყოველი წელი ახალი მენიუთი დაიწყოთ. ის თავს დაამახსოვრებს თქვენს სტუმრებს და ყოველთვის მოუნდებათ თქვენთან სტუმრობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს