ყველა გოგონას სურს იყოს ლამაზი და გამოიყურებოდეს კარგად. კარგია, რომ არ გიწევთ ბევრი ფულის დახარჯვა და ძვირადღირებული პროდუქტების შეძება. ხშირად ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, თქვენს ხელშია!
ჩვენ მოგცემთ 10 რჩევას, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს.
1. სწრაფად მოიშორეთ შეშუპება და შეინარჩუნეთ სუფთა სახე
გაჟღინთეთ პირსახოცი მარილიანი წყლით, დაიდეთ სახეზე დაახლოებით ათი წუთი, შედეგი საკმაოდ ეფექტური იქნება.
2. ტუჩის ბალზამი და კბილის ჯაგრისი ხელს შეუწყობს ტუჩებს გახდეს უფრო მიმზიდველი
გამოიყენეთ ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი (ატამი, ნუშის ან რეგულარული ტუჩის ბალზამი) ტუჩებზე და ნაზად შეიზილეთ კბილის ჯაგრისით ერთი წუთის განმავლობაში.
3. ზეითუნის ზეთი სახის კანისთვის
გაიწმინდეთ კანი ზეითუნის ზეთით. ის ხელს შეუწყობს გაღიზიანებული სახე გახდეს მშვიდი, გაიჩერეთ სახეზე 7 წუთი. საუკეთესო ეფექტისთვის პროცედურა უნდა ჩატარდეს ყოველი 4-5 დღის განმავლობაში.
4. თაფლი მოგაშორებთ ანთებას სახის კანიდან
გამოიყენეთ მცირე რაოდენობის თაფლს, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. ის ხელს შეუწყობს ანთების მოშორებას.
5. თვალის წვეთები – სახის კანის ანთებისთვის
ეს საშუალება მოგაშორებთ უსიამოვნო გამონაყარს და ანთებას: 3-5 წუთი შედგით საყინულეში, შემდეგ მოათავსეთ წვეთები ბამბაზე და გადაისვით სახეზე.
6. თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება
გაავსეთ ჭიქა სუფთა წყლით და ზეითუნის ზეთით 3:1 თანაფარდობით. დაწყებამდე, გაჟღინთეთ ბამბა ისე, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად იყოს შერეული. სედეგი იდეალურია!
7. გათავისუფლდით ჩაბრუნებული ბეწვისგან სოდის დახმარებით
რეცეპტი ძალიან მარტივია: ავურიოთ 1 ჩ.კ. საცხობი სოდა, შვრია და 1 ს.კ. წყალი. წაისვით კანზე და გაიჩერეთ 5 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ცხელი წყლით.
8. სოდა ასევე ხელს შეუწყობს ჩაშავებულ თვალებს
აიღეთ 1 ჩ.კ. სოდა, ცხელი წყალი ან ჩაი და აურიეთ კარგად. შემდეგ გამოიყენეთ ბამბა და წაისვით თვალის გარშემო. დაელოდეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და გამოიყენეთ დამატენიანებელი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად – შედეგი არ დააყოვნებს.
9. ბანანის ნიღაბი თმის სიმკვრივისთვის და ბრწყინვალებისთვის
ამ ნიღაბისთვის გჭირდებათ ბანანი, კვერცხი, 1 ს.კ. თაფლი და 1/2 ჭიქა მუქი ლუდი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, წაისვით თმაზე და გაიჩერეთ რამდენიმე საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გააკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და შეამჩნევთ, რომ თმის გახდება ძლიერი და სქელი.
10. წამწამების გაზრდა ლავანდისა და ქოქოსის ზეთით
შეურიეთ 1/2 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი, და ლავანდის ეთერზეთები 2-4 წვეთი. გამოიყენეთ ბამბა და წაისვით წამწამებზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ კვირაში რამდენჯერმე.