ღორი აკრძალულია: კერძების სია, რომლებიც საახალწლო სუფრაზე არ უნდა იყოს

8675
ღორი აკრძალულია: კერძების სია, რომლებიც საახალწლო სუფრაზე არ უნდა იყოს
ღორი აკრძალულია: კერძების სია, რომლებიც საახალწლო სუფრაზე არ უნდა იყოს

ახალ წელს კარგად რომ შეხვდეთ, მისი სიმბოლოს, მიწის ყვითელი ღორის მიმართ პატივისცემა უნდა გამოხატოთ. განსაკუთრებით სადღესასწაულო სუფრის მენიუს შედგენის დროს.

პირველ რიგში მაგიდის გაფორმებაზე იფიქრეთ. მასში ყვითელი ფერი უნდა მონაწილეობდეს. შეგიძლიათ ყვითელი გადასაფარებელი ან ყველაზე მარტივი, ლამაზი ყვითელი ხელსახოცი, სანთელი შეიძინოთ. ღორის ყველა უპირატესობა და მისი აკრძალვა უნდა გაითვალისწინოთ.

რომელი კერძები უნდა მოვამზადოთ ღორის წელში

1.ნებისმიერი ღორის კერძი აკრძალულთა სიაში არის. განსაკუთრებით საშინელება იქნება მთელი შემწვარი გოჭი სუფრაზე. პრიორიტეტში არ არის ასევე ღორის ძეხვი, კოტლეტი, ლორი და სხვა ძეხვეულის ნაწარმი, მოხარშული და შემწვარი დელიკატესები, რომლებიც ღორისგან მზადდება. ხორციდან აკრძალული არ არის ძროხის და ფრინველის ხორცი.

2.ლაბას ბევრ ქართულ სუფრაზე შეხვდებით. წელს უმჯობესია მის შესახებ დაივიწყოთ ან კურდღლის ან ქათმის ხორცისგან მოამზადოთ. როგორც ჩვეულებრივ, ღორის ხორცი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.

3.ღორი დიდი მსუნაგია, ამქვეყნად თითქმის ყველაფერს მიირთმევენ. სწორედ ამიტომ სუფრა მოსაწყენი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. დაე სალათები, ცხელი კერძები, ხაჭაპურის ნაჭრები და ნამცხვრები სუფრაზე ბლომად იყოს.

4.ღორს მცენარეული ზეთი უყვარს. სწორედ ამიტომ სუფრაზე სალათები სუფრაზე ძალიან ბევრი უნდა იყოს. თუ გსურთ, რომ მომავალი წელი წარმატებული იყოს, ფანტაზიას მიმართეთ და სალათები სხვადასხვანაირად გააფორმეთ. ტრადიციული ოლივიე არ დაგავიწყდეთ, შეგიძლიათ მთელი თასი ამ სალათით გაავსოთ.

5.პურ-ცომეული – ღორის მეორე საყვარელი პროდუქტი. სუფრის ცენტრში მარცვლეულით ან მარცვლეულის და კაკალის ნარევით სავსე პატარა თასი დადგათ. ასევე მაგიდაზე სხვადასხვა სახის პური ბლომად დადეთ.

6.ღორი სოკო ტრუფელზე გიჟდება. შეგიძლიათ საკუთარ თავს მისი ყიდვის უფლება მისცეთ. თუ არა ტყის სოკოთი ჩაანაცვლეთ.

7.სუფრაზე რამდენიმე სახის სპირტიანი სასმელი უნდა იყოს. საათის ჩამოკვრამდე გამოთრობა არ ღირს, მაგრამ განწყობის ამაღლება აუცილებელია, რომ ღორს პატივი სცეთ.

8.არა მხოლოდ კერძები, არამედ სტუმრებიც მაგიდის გაფორმებას წარმოადგენს. მათი ჩაცმულობა ნათელი და ფერადი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყვითელი ფერის ან ყვითელი ელემენტების გამოყენებით. ოქროს ყელსაბამი, ბეჭედი და სამაჯური თამამად გაიკეთეთ. თუ ჩვეულებრივ საქორწილო ბეჭედს არ ატარებთ, დროა მისი გაკეთება დაიწყოთ. ღორი ამას დააფასებს.

იქ, სადაც არის ღორი, იქვეა 10 გოჭიც. სწორედ ამიტომ, ახალ წელს მარტო არ შეხვდეთ. არ გყავთ შეყვარებული, მეგობრები სადღაც გაემგზავრნენ – არ მოიწყინოთ, მშობლებთან გაემგზავრეთ, სტუმრები დაპატიჟეთ და დღესასწაულზე ყველა დაპატიჟეთ. დღესასწაულზე ბევრი ადამიანი უნდა იყოს და დღესასწაული ხმაურიანი და ხმამაღალი უნდა იყოს.

დღესასწაულზე ქება არ დაიშუროთ. სტუმრად ყოფნის დროს, დიასახლისს კერძები შეუქეთ, სხვა სტუმრებს კომპლიმენტები გაუკეთეთ. ღორს მოწყენილობა , სიმარტივე არ უყვარს. სწორედ ამიტომ საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს სიმრავლე, ტანსაცმელში სიკაშკაშე, ხოლო სიტყვები უხვი და არა მოკრძალებული, ხოლო ატმოსფერო მხიარული.

რისი მომზადება არ შეიძლება საახალწლო სუფრაზე? ყველა კერძი, რომელშიც ღორის ხორცი შედის: სალა, ლორი, ძეხვი, დაჭრილი ხორცი, პაშტეტი.. რა შეიძლება? წელს დიასახლისს გაუმართლა, ღორის სიუხვე უყვარს, ამიტომ – ყველა დანარჩენი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. მაგრამ ერთი დეტალი არსებობს: დიდი ზომის კერძები სუფრაზე არ უნდა გაიტანოთ, უმჯობესია სხვადასხვა კერძები მცირე პორციებით გქონდეთ.

ახალი წლის შეხვედრამდე, სადმე მისი სიმბოლოს დადება არ დაგავწიყდეთ. შეგიძლიათ ნაძვის ხეზე მისი სიმბოლო ჩამოკიდოთ ან მაგიდის ცენტრში ჩადგათ.

ახლა უკვე იცით, თუ ღორის წელს სადღესასწაულო სუფრაზე რა უნდა მოამზადოთ. ახალ წლამდე ცოტა დრო დარჩა, ასე რომ საჭირო მენიუს და პროდუქტების სიის შედგენა სჯობს ახლავე დაიწყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს