15 მწარე სიმართლე მორიელის შესახებ: უხეში, მაგრამ სამართლიანი

11131
15 მწარე სიმართლე მორიელის შესახებ: უხეში, მაგრამ სამართლიანი
15 მწარე სიმართლე მორიელის შესახებ: უხეში, მაგრამ სამართლიანი

თუ მორიელთან ოდესმე ურთიერთობაში ყოფილხართ, გეცოდინებათ რომ ეს ერთდროულად მარტივი და რთულია, ბევრად უფრო, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებთან. როგორც წყლის სტიქიის ერთ-ერთ ნიშანს, მორიელს ისეთივე ძალიან ღრმა პიროვნება აქვს, როგორც ოკეანის წყალს. და როგორც წყალი, სხვადასხვა გარემო ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევა. ხშირად რთული წარმოსადგენია, თუ რა ხდება მის გულში. როგორც ნათელი და ენერგიული პიროვნება, მორიელი ცხოვრებაში ცუდ ან საუკეთესო მოგონებებს გაჩუქებთ. ხოლო როგორს – ეს თქვენს ქცევაზე არის დამოკიდებული.

ითვლება, რომ მორიელი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე სექსუალურია. მასზე მარსი და პლუტონი გავლენას ახდენს. როგორი შესანიშნავი ადამიანებიც არ უნდა იყვნენ, მათთან ურთიერთობის აწყობა საკმაოდ რთულია. თუ ასეთ ადამიანთან ადრე გქონდა ურთიერთობა ან ახლა ხვდები მას, ალბათ იცით რომ მას ბნელი მხარეც აქვს. თუ გსურთ გაიგოთ როგორი არის მორიელი, ან თუ მასთან მომავალში შეხვედრას აპირებთ, წაკითხვა გააგრძელეთ.

1.ის ყველაზე სექსუალური ადამიანია, ვინც კი ოდესმე გინახავთ

მის ეროტიკულ მიზიდულობასთან შეწინააღმდეგება არც გაბედოთ. თქვენ უბრალოდ არ გამოგივათ და თავს სულელად წარმოაჩენთ. მომხივლელობა მას სისხლში აქვს და წინააღმდეგობა უსარგებლოა. მომავლისთვის დაიმახსოვრეთ, რომ ურთიერთობაში მას დომინირება სურს.

სწორედ ამიტომ, თუ გიზიდავთ ბიჭი უცნაური წვერებით, რომელსაც ჰიპსტერივით აცვია, მეტროში გაზეთებზე სძინავს, მაშინ მაღალი შანსი არსებობს, რომ ის მორიელია. და საწოლში უბრალოდ შეუდარებელია.

2.მორიელი ურთიერთობაში კონტროლირებადი დომინანტია

მორიელი კონტროლით უბრალოდ შეპყრობილია. ის მზადაა წავიდეს ყველაფერზე, რომ სასურველს მიაღწიოს. ასეთი პოზიცია მას მაღალ თანამდედობას ჰპირდება. და საკმაოდ გამართლებულად, რადგან დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდება.

მაშინაც, როცა გგონიათ რომ ის სიტუაციას არ აკონტროლებს, ეს ასე არაა. მორიელი უბრალოდ თავს გაჩვენებთ, სანამ თქვენი ადგილზე მოსმის შესაძლებლობა არ გაუჩნდება. ასე რომ არ მოდუნდეთ.

3.მორიელი ყოველთვის იმარჯვებს

ისინი სიჯიუტით და ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან. და მანიპულირების უნარით. მასზე უფრო მეტს სხვა არავინ მანიპულირებს. თუ გსურთ, რომ თქვენმა გუნდმა გაიმარჯვოს, დარწმუნდით რომ მის შემადგენლობაში მორიელი არის.

მათ იციან, თუ რა სურთ, რას იმსახურებენ და როგორ მიაღწიონ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არაფრის წინაშე უკან არ დაიხიონ. სხვების გრძნობების წინაშეც კი.

4.მათთვის მნიშვნელოვანია კონფიდენციალობა

მათ საიდუმლოს საკუთარ თავში შენახვა უყვართ. თქვენ რომ გული გაგიხსნათ, ბევრი გარჯა მოგიწევთ. პირადი ცხოვრების საიდუმლოდ შენახვას ძალიან აფასებს და არ უყვარს, როცა ვინმე მასში ცხვირს ჰყოფს. თუ თქვენ ურთიერთობაში ხართ მასთან, ვინც ამის შესახებ სოციალურ ქსელში არ ყვირის, ის ან გღალატობთ ან უბრალოდ ექსცენტრიულია. ასე იმიტომ ხდება, რომ მას არ სურს რომ ადამიანებმა მის საქმეში ცხვირი ჩაყონ.

და მორიელიები ასეთები მხოლოდ ორჯერ საღ გონებაზე არიან. სწორედ ამიტომ, თუ თქვენს პარტნიორს სოციალურ ქსელში გვერდი არ აქვს ან დღიურს ბოქლომით კეტავს, მაღალი ალბათობაა იმის, რომ მას უბრალოდ პირადი სივრცის დაცვა სურს. და ყველა წმინდანის სახელით, უნებართვოდ ქექვას მოეშვით!

5.მორიელი დაკვირვებით გატაცებული არის

მორიელს თქვენს შესახებ ყველაფრის ცოდნა სურს, წვრილმანი დეტალებიც კი, რომლის შესახებაც თავადაც არ იცოდით. მათ ახლო და შორი მანძილიდან დაკვირვება უყვართ. შემდეგ საკუთარ დასკვნებს აკეთებენ და მოსაზრებას დროდადრო ამოწმებენ.

ისინი ბუნებით მტაცებლები არიან და ამიტომ საკმაოდ ცნობისმოყვარეები არიან. მას გული გაუხსენით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს შესახებ მხოლოდ საკუთარ აზრს დაეყრდნობა, რადგან არ იცის, თუ თქვენგან რას უნდა ელოდოს. ეს კი არაკომფორტულია. მას დაკვირვების უფლება მიეცით.

6.მათ სიბნელე იზიდავთ

მორიელი რეალობის ბნელი მხარით ძალიან გატაცებული არის. ზოგიერთი შემთხვევაში ნეკროფილიის დონეზე. მორიელი ცნობილია როგორც სიკვდილის, საშინელების, ღამის, ზებუნებრივის სიყვარულით.

როგორც ჩანს, ასეთი რაღაცეები მორიელის ცნობისმოყვარეობას აღვიძებს, და ეს მორიელს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ჩვენი მოლოდინების და მოსაზრებების გადაჭარბებით, ისინი ურჩი ფანტაზიით გამოირჩევიან, რომელთაც ადამიანის სულის ბნელი კუთხეებიდან ღებულობენ და არა მხოლოდ. მოწვევის გარეშე აქ ხელის ფათურს მოეშვით!

7.მორიელის იუმორს მკვეთრად გამოხატული სარკაზმის ჩრდილები აქვს

ზოგჯერ მის შესახებ ცუდად ფიქრობენ, რადგან მორიელს ზოგჯერ სასაცილოდ მიაჩნია ის, სადაც სიცილი უადგილო არის. მაგრამ ამის გამო არ განიკითხოთ. უბრალოდ გაიხარეთ იმით, რომ ამ საშინელებაში ვიღაცამ რაღაც კარგი მაინც დაინახა. ასე უფრო ადვილია მიღება და ცხოვრების გაგრძელება.

ყველაზე სერიოზულ სიტუაციებშიც კი იუმორის გრძნობა მათ ბრბოდან გამოყოფის საშუალებას აძლევთ. ძალიან ჰგავს ჩენდელს სერიალიდან „მეგობრები“. სწორედ ამიტომ, მომავალში როცა რთულ და მძიმე პერიოდში მას მომღიმარს დაინახავთ, ეცადეთ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

8.სხვების მოსაზრება მისთვის მნიშვნელოვანი არ არის

ნაცნობია, როცა ვიღაც ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს თუ რას ფიქრობენ სხვები, რას ამბობენ და აკეთებენ? მორიელს ნამდვილად ეს აქვს მხედველობაში. ის მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის და ამის გამო თავს შესანიშნავად გრძნობს. სხვების აზრი მასზე გავლენას არ ახდენს.

მორიელი დაკავებული იქნება იმით, რაც მას ბედნიერს და უკეთეს ხდის. ის არ გაჩერდება იმის მოსასმენად, თუ რას ამბობს და ფიქრობს სამყაროს, არამედ მიზნისკენ სწრაფვას გააგრძელებს.

9.ისინი უხეშობამდე გულწრფელები არიან

რა რა და მწარე სიმართლეს არასდროს დაგიმალავთ. იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ ზედმეტი მოსდით. საბოლოოდ მაინც ხანგრძლივი ურთიერთობისთვის ყველაფერი უკეთესობისკენ არის. თუ მას სიმართლის თქმას სთხოვთ, მორიელი ცერემონიას არ დაგიწყებს. ამან ცოტათი შეიძლება დაგამწუხროთ. მაგრამ, განა არ ამბობენ, რომ სიმართლე თვალებს ჭრის?

10.ისინი ოდნავ ექსტრასენსები არიან

ისინი ინტუიციას და წინათგრძნობას ენდობიან. ან შეიძლება მდგომარეობიდან გამოვიდნენ. ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, თუ ვინ არის მის გვერდით და როგორ იქცევა. ასევე მორიელს ბევრი თვისება აქვს, რაც მას პარტნიორთან შედარებით უფრო საინტერესოს ხდის.ზოგჯერ ინტუიციისა და დაკვირვების უნარის წყალობით მომავლის წინასწარმეტყველებას ახერხებს. ასე რომ ხშირად წინასწარ განსჭვრეტს თუ რა გაქვთ გონებაში მანამ, სანამ მას გააჟღერებთ.

ასევე ეს მისი კარგი მეხსიერების შედეგი შეიძლება იყოს. მას ყველა და ყველაფერი ახსოვს. ეს მას კონტროლის გრძნობას აძლევს. უბრალოდ შეეგუეთ. მაგრამ იმედი არ გქონდეთ, რომ ამ ძალა მხოლოდ ფოკუსების საჩვენებლად გამოიყენებს.

11.მორიელები წარმოუდგენლად ერთგულები არიან და საყვარელ ადამიანებს თავგამოდებით იცავენ

თუ მორიელს ეტყვით, რომ ვინმე გაწყენინათ, გაგქურდათ, შეურაცხყოფა მოგაყენათ, არ გაოცდეთ, როცა ის მაგრად ჩაგეხუტებათ და შემდეგ იპოვის ყველას, ვინც თქვენ ტკივილი მოგაყენათ და გაანადუგრებს ყველაფერს, რაც ამ არამზადებს უყვართ. როგორც უკვე აღინიშნა, მორიელის ფეთქებადი ხასიათი ყველაფერში ვლინდება.

იგივე ეხება გულის საქმესაც. ისინი ისევე ინარჩუნებენ ერთგულებას, როგორც იცავენ საყვარელ ადამიანს უბედურებისგან. ამის გამო თავს და საკუთარ ინტერესებს მსხვერპლად გაწირავენ . იმასაც კი, რაც მისთვის წმინდას წარმოადგენს. ყველაფერი მხოლოდ ახლობლებისთვის, მორიელისთვის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ის უხილავი ძალაა, რომელიც მათ ამოძრავებთ. ასე რომ თუ მორიელის ღალატს გულში გაილვებთ, იცოდეთ, რომ ის ვერ იტანს როცა მის ერთგულებას როგორც ვალდებულებას ისე აღიქვამენ. და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ საშინელი საქციელის გამო დანაშაული საკუთარ თავზე გამოსცადოთ.

12.ისინი ძალიან კარგი გამომგონებლები არიან, ოღონდ ცოტა ფრთხილები

ეს მორიელის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება არის. მისგან კარგი მეგობარი და შესანიშნავი საყვარელი გამოდის. თუ მას შუაღამეს დაურეკავთ და მისვლას სთხოვთ,  ის ასე მოიქცევა. შეკითხვების გარეშე. და შემდეგ ამის გამო არც გაგკიცხავთ. ასევე სხვების საიდუმლოებებს დიდი ყურადღებით და სიფრთხილით ეკიდება. სწორედ ამიტომ ადამიანები მას პირველივე წამიდან ენდობიან. ასე იმიტომ ხდება, რომ მორიელი თვლის, რომ სხვისი საიდუმლოებების გამხელა უბრალოდ უღირსი საქციელია.

ისინი საკუთარ პირად სივრცეს დიდად აფასებენ და იციან, თუ რამდენად არასასიამოვნოა, როცა ვიღაც ამ სივრცის საზღვრების დარღვევას ცდილობს. მათი სიფრთხილე და დელიკატურობა მათ საიდუმლოს გამჟღავნების უფლებას არ მისცემს. მათ კარგი მეხსიერება აქვთ, ამიტომ ფრთხილად იყავით. ისინი არ დაივიწყებენ. მორიელის ტაქტიკურობის ბოროტად გამოყენება არ ღირს.

13.მორიელის ჩაშენებული სიცრუის დეტექტორი აქვს

მათ კარგი მეხსიერება და ნებისმიერ სიტუაციაში ტყუილის გამომჟღავნების უნარი აქვთ. ასე რომ, თუ მორიელთან კარგი ურთიერთობის ქონა გსურთ, ტყუილი დაივიწყეთ. კეთილი ტყუილიც კი, ის მაინც ყველაფერს გაიგებს და მიხვდება.

ასე მხოლოდ გააბრაზებთ. ხოლო მათი გაბრაზება არ ღირს. მორიელს ბრაზი ადვილად იპყრობს და შედეგად მოხდება ის, რასაც ორივე ინანებთ. ღალატი და ტყუილი კარგი არაა და მორიელთან ურთიერთობაში განსაკუთრებით.

14.მორიელი შეიძლება ძალიან ეშმაკი იყოს

ისინი შეიძლება შურისმაძიებლები იყვნენ და პრაქტიკულად ორჭოფობის გარეშე გაგანადგურონ, თუ მათ რამე ცუდს გაუკეთებთ. როგორც გამოცდილი მანიპულატორი, მორიელმა იცის, თუ როგორი ძალით და სად დაარტყას, რომ მტკივნეული იყოს – ამ ყველაფერს იმის გამო აკეთებს, რომ შორეულ წარსულში შეცდომა დაუშვით. წყენას დიდხანს იმახსოვრებენ.

15.მათ იციან, თუ საყვარელ ადამიანთან როგორი ურთიერთობა არის მისაღები და არა მხოლოდ

არ გეგონოთ, რომ თქვენთან საყვარელი იქნება მაშინაც კი,თუ თქვენ მსგავს სითბოს ურთიერთობაში არ გამოხატავთ. ასევე არ გეგონოთ, რომ ღალატს, ტყუილს და გაკიცხვას ადვილად გაპატიებთ. რადგან მორიელს აზროვნებასა და დაკვირვებაში ჩაღრმავება უყვარს, ზუსტად იცის, თუ როგორი ურთიერთობის ღირსი ხართ იმ ყველაფერის გათვალისწინებით, რასაც თქვენ აკეთებთ.

ისინი სხვებს ზუსტად ისე ექცევიან, როგორც იმსახურებენ. ამით გარშემომყოფებისგან გამოირჩევიან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობას ბოროტად გამოიყენებს. უფრო მეტიც, ის უბრალოდ დაგანახებთ თუ რამდენს იმსახურებთ და რატომ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს