კბილები, ისევე, როგორც სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი, საჭიროებს ყურადღებას და მოვლას. და თუ არ გიყვართ სტომატოლოგები, შეგიძლიათ თქვენ თვითონ აიცილოთ თავიდან კარიესი. ჩვენ შევაგროვეთ იმ მარტივი მეთოდების ჩამონათვალი, რომლის საშუალებითაც თავად შეძლებთ კბილებიდან კარიერსა და ღრმულების მოშორებას.
1. შეცვალეთ კვების რეჟიმი
თქვენი კვების რაციონის შეცვლა და ჯანსაღ კვებაზე გადასვლა გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას, არ აქვს მნიშვნელობა რა არის თქვენი მიზანი. კვლევის მიხედვით, კვების რეჟიმის ცვლილება დადებითად აისახება თქვენს კარიესზე. დიდი რაოდენობით ტკბილეული აჩენს კარიესს და მთლიანად შთანთქავს კალციუმს.
მიიღეთ მეტი კალციუმი: ეს არის ძვლებისა და კბილების შემადგენელი ძირითადი კომპონენტი. ყოველდღიურად მიიღეთ რძის პროდუქტების (რძე, იოგურტი, არაჟანი, ყველი).
დალიეთ სასმელი შაქრის გარეშე, არ მიირთვათ გაზიანი სასმელები, მიიღეთ ბევრი წყალი. წყალი ზოგადად ძალიან კარგია სხეულისთვის: ეს გაზრდის სხეულის ტენიანობას.
2. საღეჭეთ საღეჭი რეზინა შაქრის გარეშე
შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ უშაქრო საღეჭმა რეზინამ შეიძლება დაიცვას კბილები კარიესისგან. ამ საღეჭი რეზინის უმრავლესობაში შედის ხილიტონი, ბუნებრივი დამატკბობელი. საკვებიდან განსხვავებით, ხილიტონი არ იწვევს ბაქტერიების ზრდას პირის ღრუში.
3. გაწმინდეთ და რეგულარულად ცვალეთ კბილის ჯაგრისი
ყოველთვის აირჩიეთ მცირე ან საშუალო სიმძლავრის კბილის ჯაგრისი. მას შეუძლია შეაღწიოს ისეთ ადგილებში, სადაც საკვების ნარჩენების გროვდება.
ხშირად გაწმინდეთ ჯაგრისი. ჩადეთ ის წყალში, რადგან მასში გროვდებიან მიკროორგანიზმები და ბაქტერიები.
რეგულარულად ცვალეთ თქვენი კბილის ჯაგრისი, რადგან დროთა განმავლობაში სიძლიერე უარესდება და შედეგად, თქვენ ვერ შეძლებთ კბილების სრულფასოვან წმენდას.
4. დაიცავით კბილის მოვლის წესი
გშირად ჩვენ მხოლოდ ვიხეხავთ კბილებს და მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისია. სინამდვილეში წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებთ. თუ გსურთ კბილები კარიესისგან დაიცვათ, მიჰყევით ამ ნაბიჯებს დილით და საღამოს:
გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში მინიმუმ 2-ჯერ დღეში. გაისუფთავეთ მთლიანი პირის ღრუ და არ გამოგრჩეთ კუთხეები, სადაც ყველაზე ხშირად გროვდება საკვების ნარჩენები.
გამოიყენეთ სტომატოლოგიური კბილის ძაფები. მის გარეშე, კბილის წმენდა ისეთი ეფექტური არ არის.
ნუ დაივიწყეთ სპეციალური სავლების სითხის გამოყენებას. ნებისმიერ მათგანს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.
5. რეგულარული წმენდა
დიახ, სტომატოლოგთან სიარული არ არის ყველაზე სასიამოვნო პროცედურა, მაგრამ ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემა.
კბილების რეგულარული დასუფთავება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს აუცილებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მწეველი ხართ. პროცედურა უნდა ჩატარდეს წელიწადში 1-2-ჯერ.
6. შეიტანეთ თქვენს კვების რაციონში დანამატები და ვიტამინები
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ტკბილეულის რაოდენობა უნდა შეამციროთ. უნდა მიიღოთ ვიტანიმები. ისინი კბილების ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მიირთვით ცელულოზათი მდიდარი საკვები: ხილი, თხილი და ბოსტნეული. ყველაზე სასარგებლოა ვაშლი, ბანანი, ბარდა.
მიირთვით მარცვლეული. ისინი შეიცავენ ვიტამინ B-ს და რკინას. მათ შემადგენლობაში ასევე არის: მაგნიუმი, მინერალები, რომლებიც ხელს უშლის კალციუმის შთანთქმის და აძლიერებს კბილებს.
მიირთვით ზღვის პროდუქტები, რომელიც ვიტამინი D-თი არიან სავსე: ორაგული, ქაშაყი, დაკონსერვებული თინუსი, ესენი ამ ვიტამინის შესანიშნავი წყაროა.
7. გამოივლეთ თქვენს პირის ღრუში ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი კბილების დაცვის ბუნებრივი საშუალებაა. ის კურნავს მათ და გამოდევნის ბაქტერიებს. უბრალოდ გამოივლეთ პირის ღრუში 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი, 20 წუთის განმავლობაში. არ გადაყლაპოთ იგი. მეთოდი მარტივია, მაგრამ ეფექტურია. ქოქოსის ზეთი არ ებრძვის კარიესს, მაგრამ ის ხელს უშლის ხვრელების წარმოქმნას.
8. მოამზადეთ საკუთარი კბილის პასტა
ეს მარტივი რეცეპტი მოითხოვს მხოლოდ რამდენიმე ბუნებრივ ინგრედიენტს, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ მაღაზიაში. თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი:
- 4 ს.კ. კალციუმის ფხვნილი
- 1 ს.კ. სტევია
- 1 ს.კ. ზღვის მარილი
- 2 ს.კ. საცხობი სოდა
- 1/4 ჭიქა ქოქოსის ზეთი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოამზადეთ კბილის პასტა. გამოიყენეთ ეს ნარევი რეგულარულად, კბილის პასტის ნაცვლად.
დამახსოვრება: არ გამოიყენოთ ეს ნარევი ზედიზედ 30 დღეზე მეტჯერ, რადგან მას აქვს აბრაზიული სტრუქტურა და არ შეიცავს ფტორს.
მიჰყევით ზემოთ მოყვანილ წესებს და იზრუნეთ პირის ღრუზე. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც.