სამზარეულოს პირსახოცების გარეცხვა დიასახლისებს ძალიან ხშირად უწევთ, რადგან სახლის ეს ქსოვილი გვინდა თუ არა ძალიან ხშირად ბინძურდება. ამასთან ისე ბინძურდება, რომ სახლში არსებული თანამედროვე სარეცხი საშუალებებიც კი არ გშველის და იდეალური სისუფთავის დაბრუნებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ.
აი, მაშინ როცა უკვე ყველაფერი გამოცადეთ, შედეგი კი არ გახარებთ, საქმეში ბებიების გამოცდილი მეთოდი ერთვება. ამ მეთოდების გამოყენების შემდეგ გვაოცებს პირსახოცების სისუფთავე, რომელიც თითქმის ზედმეტი ძალისხმევის და ფულის დახარჯვის გარეშე მიიღწევა. გსურთ ძველ სამზარეულოს პირსახოცებს მეორე სიცოცხლე მიანიჭოთ?
რეცხვა ფრანგული მეთოდით
ზუსტად არ ვიცით, თუ ლაქის ამოყვანის მეთოდს ასე რატომ უწოდებენ. შესაძლოა, ის ფრანგი დიასახლისებისგან გადაიღეს. ერთი რამ ცხადია: ამ მეთოდით გარეცხილი ხელსახოცების და პირსახოცების ხარისხი უბრალოდ წარმოუდგენელია!
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 ლ წყალი
- 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი
- 1 ს/კ ნებისმიერი მათეთრებელი
როგორ გავრეცხოთ:
1.თეთრეული წინასწარ რამდენიმე საათით ცივ წყალში დაალბეთ.
2.წყალი დიდ ქვაბში, ან ვედროში ჩაასხით. ჭურჭელი გაზზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
3.შემდეგ გაზი გამორთეთ. წყალს კი მათეთრებელი და ზეთი დაუმატეთ. აურიეთ.
4.წინასწარ დალბობილი პირსახოცები მომზადებულ მდუღარე ნარევში მოათავსეთ. აურიეთ და თავსახური დაახურეთ. გაგრილება აცადეთ (კარგი იქნება, თუ მთელი ღამე დატოვებთ)
- შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ (შეგიძლიათ სარეცხი მანქანაც გამოიყენოთ). კარგად გაავლეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ თეთრეული ქათქათა გახდება.
დაე, მცენარეული ზეთის არსებობამ არ დაგაფრთხოთ. მდუღარეში დამატებით ის, როგორც გამხსნელი ისე იმოქმედებს და ქსოვილს არ დააზიანებს. ამ თვისების შესახებ ესპანელმა გამომგონებლებმა იცოდნენ, რომლებმაც მცენარეულ ზეთზე დაფუძნებული სარეცხი გელი გამოიგონეს.
მთავარია, ეტიკეტს ყურადღება მიაქციოთ: თუ მაქსიმუმ რამდენ ტემპერატურაზე არის ნებადართული ამა თუ იმ ქსოვილის გარეცხვა. პირსახოცი მდუღარე სითხეში მოათავსეთ, მაგრამ მანამდე დარწმუნდით, რომ ასე ქსოვილს არ დააზიანებთ.
მცენარეული ზეთით და სარეცხი ფხვნილით რეცხვა
თქვენ დაგჭირდებათ:
- 7 ლ წყალი
- 2 ს/კ მათეთრებელი ან ლაქის ამომყვანი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 2 ჭიქა სარეცხი ფხვნილი
როგორ გავრეცხოთ:
1.თეთრეული წინასწარ ცივ წყალში დაალბეთ.
2.წყალი აადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. მასში მათეთრებელი, ზეთი და ცოტა სარეცხი ფხვნილი დაამატეთ. კარგად აურიეთ.
3.მზა მდუღარე სითხეში პირსახოცები ჩადეთ. თავსახური დაახურეთ და ბოლომდე გაგრილებამდე გააჩერეთ.
4.ამის შემდეგ ქსოვილი ჩვეული მეთოდით გარეცხეთ, შეგიძლიათ სარეცხი მანქანით გარეცხოთ. კარგად გაავლეთ.
რეცხვა იაპონური მეთოდით
ძველი თაობის წარმომადგენლები ამ მეთოდს დღემდე იყენებენ. მის ინგრედიენტებს სახლში იპოვით და მისი კომპლექსური მოქმედება შესანიშნავ შედეგს გპირდებათ. ასეთი რეცხვა გამოდგება ქსოვილისთვის, რომელიც შეიძლება 60 გრადუსამდე წყალში გაირეცხოს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 6-8 ლ წყალი
- 1 ს/კ ძმარი (9%)
- 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
როგორ გავრეცხოთ:
1.წყალი 60 გრადუსამდე გააცხელეთ (უმჯობესია, თუ უკვე ადუღებული იქნება, მაშინ უბრალოდ მითითებულ ტემპერატურამდე გააგრილეთ)
2.წყალს მდოგვი, ზეთი და ძმარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
3.პირსახოცი მიღებულ სითხეში დაალბეთ, კარგად აურიეთ და 10-12 საათით გააჩერეთ.
4.ამის შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. თეთრეულს წყალი რამდენჯერმე გაავლეთ, ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით.
მდუღარე წყლით
ეს საკმაოდ ცნობილი და პოპულარული მეთოდია, რომელსაც დღემდე იყენებენ. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, წყალს რამდენიმე ინგრედიენტი დაუმატეთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 8 ლ წყალი
- 2 ს/კ დიასახლისის საპონი ბურბუშელას ფორმის
- 2 ს/კ ნატრიუმის კარბონატი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1-2 ს/კ მათეთრებელი
როგორ გავრეცხოთ:
1.ემალის ქვაბში ან ვედროში წყალი ჩაასხით. 40 გრადუსამდე გააცხელეთ.
2.დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
3.პირსახოცები ჩადეთ. ყველაფერი ერთად 15 წუთით ადუღეთ.
4.შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ, სასურველია მათეთრებლის გამოყენებით. კარგად გაავლეთ
საპონი, ზეთი და მდუღარე წყალი ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი გაუმკლავდება. მაკონტროლებელი რეცხვის შემდეგ კი სამზარეულოს ქსოვილს უბრალოდ ვერ იცნობთ: ფერადი ქსოვილი წარმოუდგენელ ფერს მიიღებს, თეთრი ვაფლის ან თეთრეულის ქსოვილი კი ქათქათა გახდება.
თქვენი შედეგები კომენტარებში გაგვიზიარეთ, სტატია კი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!